უკანონო აბორტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უკანონო აბორტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება

უკვე ინიცირებულია. ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და მისმა მოადგილემ მირიან წიკლაურმა მოამზადეს.

მოქმედი "სისხლის სამართლის კოდექსით" უკანონო აბორტი ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით – 100-დან 240 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1-დან 2-წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებული პირის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი – ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3-წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3-წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 3-წლამდე. უკანონო აბორტი, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5-წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.

როგორც პარლამენტში წარდგენილი პროექტის ავტორები აცხადებენ, სისხლის სამართლის კანონმდებლობა უკანონო აბორტების მიმართ ზედმეტად ლიბერალურია და საერთაშორისო პრაქტიკაში თითქმის არც ერთი ევროპული ქვეყანა არ მოიძებნება, სადაც აბორტის მიმართ ამგვარი ლიბერალური მიდგომა ფიქსირდება.

დიმიტრი ხუნდაძის და მირიან წიკლაურის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უკანონო აბორტი დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 300-საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 2-წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4-წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.

ასევე მკაცრდება ნორმები იმ შეთხვევებში, როცა უკანონო აბორტმა გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6-წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.

კანონპროექტი სასჯელის ფორმად ჯარიმას აღარ ითვალისწინებს. როგორც ამასთან დაკავშირებით ინიციატივის ავტორები განმარტავენ, აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით არსებული სტატისტიკის თანახმად, არ არსებობს ჯარიმის დასჯის ფორმად გამოყენების პრაქტიკა.

აბორტების თემაზე პარლამენტში კიდევ ერთი პროექტია წარდგენილი. "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, სამედიცინო ჩარევის განხორციელებამდე 3-დღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი 5-დღემდე იზრდება.

კანონპროექტების განხილვის პროცესი პარლამენტში ივნისიდან დაიწყება.