საქართველოში კიბოს ორგანიზებული სკრინინგი იწყება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში კიბოს ორგანიზებული სკრინინგი იწყება

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, ეროვნული სკინინგ-ცენტრისა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ განაცხადა, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადების გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩევნებლის 80%-ით შემცირებაში იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება კარგად ორგანიზებული, მაღალი ხარისხის და მოიცავს სამიზნე მოსახლეობის 60%-ზე მეტს.

"სკრინინგის პროგრამა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან ფუნქციონირებს, წელს განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, როდესაც ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით სკრინინგის ორგანიზებული ფორმა ინერგება. ამ კვირეულის ფარგლებში ჩვენი ძირითადი გზავნილი მოსახლეობისადმი არის ის, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება და სრული განკურნება დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია, თუ სამიზნე ასაკობრივი ჯგუფის ქალები სკრინინგის პროგრამაში რეგულარულად იქნებიან ჩართულები", - განაცხადა ბაქრაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2011 წლიდან მუშაობს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 4 ტიპის, მათ შორის, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს აწარმოებს.

"სამწუხაროდ, იმის გამო, რომ მოსახლეობის გათვითცნობირება, განათლება ამ თვალსაზრისით არ არის სათანადო დონეზე, მოცვის მაჩვენებელი ჯერჯერობით დაბალია. ამ კვირეულების მიზანია, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ ამ ტიპის გამოკვლევები არის უფასო, მას სახელმწიფო აფინანსებს და საჭიროა, ყველამ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მიმართონ ექიმებს, სკრინინგ-ცენტრებს, ჩავიტაროთ სკრინინგი, საუბარია 20-დან 60 წლის ასაკის ქალბატონებზე, რომ თუ არის რაიმე ნიშნები, მას დროულად მივხედოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული 25-31 იანვარს აღნიშნება და მიმდინარეობს სლოგანით - "შეაჩერე საშვილოსნოს ყელის კიბო".

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა

სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის ინსტრუმენტული კვლევა