რა იწვევს მშობიარობის შემდგომ საშვილოსნოს წყლულის განვითარებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს მშობიარობის შემდგომ საშვილოსნოს წყლულის განვითარებას

სიკვდილის) გამო. მშობიარობის შემდგომი წყლული შეიძლება იყოს როგორც ტრავმული, ასევე ინფექციური წარმოშობის. მისი განვითარების მიზეზი უხშირესად ორივე ფაქტორის კომბინაციაა. მშობიარობის დროს განვითარებული ჭრილობის დაინფიცირება ზოგჯერ დასაბამს აძლევს წყლულის განვითარებას.

ჭეშმარიტი წყლული (ანუ ეპითელური ქსოვილის დეფექტი) წითელი ფერის ჭრილობაა ლორწოვან გარსზე. მას მოლურჯო ელფერი და ხავერდოვანი ზედაპირი აქვს. ხშირად სისხლმდენია. პერიფერიული ქსოვილი ჰიპერემიული (სისხლსავსე და შეწითლებული) და შეშუპებულია. მშობიარობის შემდგომი წყლული შესაძლოა შორისის ან საშოს არეშიც გაჩნდეს. ანთებითი პროცესი ამ დროს ნეკროზული ნადების განვითარებით გამოირჩევა. თან ახლავს სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი მცირე მენჯის ღრუში, საშვილოსნოს არეში, ზოგჯერ ირადიაციით კუდუსუნის მიდამოში, ასევე ტემპერატურული რეაქცია. არის შემთხვევები, როდესაც საშვილოსნოს მშობიარობის შემდგომი წყლული უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ქალბატონების საყურადღებოდ

მშობიარობის შემდგომი წყლულის რეციდივი სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორისაა ჰორმონული დისბალანსი, გარკვეული სახის კონტრაცეპტივების გამოყენება, ქრონიკული ანთებითი ფონი და სხვა. ყველა შემთხვევაში აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება, თანმხლები პათოლოგიის გამოვლენა, ქრონიკული ინფექციების (ჰერპესი, გონოკოკი და ა. შ.) გამორიცხვა, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შესწავლა და ისე მკურნალობა.

წყლულს, ისევე როგორც საშვილოსნოს სხვა პათოლოგიებს, დროული და რაციონალური მკურნალობა ესაჭიროება. ამიტომაც გირჩევთ, დროულად მიაკითხოთ ექიმს!

თინათინ გოცაძე