საქართველოში პირველი სახლის ტიპის სამშობიარო გაიხსნა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში პირველი სახლის ტიპის სამშობიარო გაიხსნა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დავით სერგეენკომ ყურადღება სამშობიაროს სამედიცინო აღჭურვილობისა და ახალი კონცეფციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „აქ არის განსხვავებული კონცეფცია, რომელიც ორსულს მინიმალურ სტრესულ პირობებს უქმნის. სამედიცინო დაწესებულებასთან ასოცირება გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული. ასეთ ოჯახურ პირობებთან მიახლოებული და სრულყოფილი სამედიცინო აღჭურვილობით დაკომპლექტებული სამშობიარო მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომავალი დედისთვის იყოს უსაფრთხო გარემო, ნაკლები იყოს მშობიარობისწინა გართულებები და სტრესი. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ შემცირდეს ქირურგიული ჩარევები და საკეისრო კვეთები“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

PINEO Luxury მე-4 სამშობიარო სახლის ბაზაზე შექმნილი მრავალპროფილიანი საავადმყოფოს განყოფილებაა. ახალი კონცეფციის სამშობიარო სახლში საცხოვრებელი გარემო არის შექმნილი. მომავალი დედებისთვის, პალატების ნაცვლად ოთახებია გამოყოფილი, სამედიცინო ნივთები კი შეუმჩნეველ ადგილზეა განთავსებული. ნიუ იორკი, ტოკიო, ჟენევა - პალატების სახელებია და შესაბამისი დიზაინით არის მოწყობილი. საჭიროების შემთხვევაში, მაღალტექნოლოგიური, ევროპული სტანდარტების სამშობიაროში ნევროლოგიის, ქირურგიის, კარდიოლოგიის, ასევე დიდებისა და ბავშვთა რეანიმაციის ბლოკებიც არის განთავსებული. ახალი კონცეფციის სამშობიარო რეგიონში პირველია. სახლის ტიპის კონცეფციის სამშობიარო თავდაპირველად სკანდინავიაში, შემდგომში კი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა.