რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ტკივილი ქალებში

 

მსხლისებრი კუნთის სინდრომი
ქალის ორგანიზმის ფუნქციობას უზრუნველყოფს მსხლისებრი კუნთი, რომელიც იწყება გავის ძვლიდან და ემაგრება ბარძაყის ძვალს. ამ კუნთის სპაზმირებისა და ფიბროზირებისას ხშირად იჩენს თავს გავის, წელის, დუნდულა კუნთების ყრუ ტკივილი, რომელიც ჩაკუნტვისას ძლიერდება. გარდა ამისა, მსხლისებრი კუნთის სპაზმი შესაძლოა იქცეს რიგი დაავადების, კერძოდ, ჰემოროის, მენჯ-ბარძაყის ართროზის მიზეზად (კუნთის სპაზმი ჭიმავს სახსარს, აძნელებს მის მუშაობას, რასაც დაავადების განვითარებამდე მივყავართ). სამშობიარო არხი მჭიდროდ ეკვრის გავის ძვალს, ამიტომ მსხლისებრი კუნთის შეკუმშვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშობიარობაში - განდევნის და აბრუნებს ნაყოფის თავს და ამით უზრუნელყოფს მშობიარობის ბუნებრივ პროცესს. მსხლისებრი კუნთის სპაზმმა და ფიბროზმა შესაძლოა მშობიარობა გააძნელოს. თუ მსხლისებრი კუნთი ფიბროზირებულია, ნაყოფის თავი დიდხანს არის ერთ მდგომარეობაში, ამიტომ შესაძლოა დაზიანდეს რბილი ქსოვილები და სხვა გართულებებმაც იჩინოს თავი. მეორე მხრივ, მსხლისებრი კუნთი მშობიარობისას თვითონვე იღებს ტრავმას, რაც შესაძლოა ლოგინობის პერიოდში მისი ფიბროზის განვითარების მიზეზად იქცეს. მტკივნეული სქესობრივი კავშირი - ინტიმური სიახლოვის დროს ტკივილი სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. უპირველეს ყოვლისა, ტკივილის შეგრძნება ვითარდება საშოს კუნთის მინიმალური სპაზმირებისას (ასეთი სპაზმები შეიძლება გამოიწვიოს გინეკოლოგთან უბრალო ვიზიტმაც). თუ სქესობრივი კონტაქტი უხეშად წარიმართა, მაშინ მცირე მენჯის მიდამოში სპაზმირდება პრაქტიკულად ყველა კუნთი და იოგი.

 

ტკივილი ორსულობისას
- რას გვეტყვით ორსულებზე?
- მუცლის ტკივილს ორსულები ხშირად ნაადრევი მშობიარობის სიმპტომად აღიქვამენ, მაგრამ ყოველთვის ამას როდი ნიშნავს. ორსულთა მუცლის ტკივილი ხშირად არასწორი კვების შედეგია. მას იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების სპაზმი, მუცლის ქვედა ნაწილშია ლოკალიზებული და მღრღნელია. ტკივილი შესაძლოა განვითარდეს უკვე მიმდინარე კოლიტისა და დისბაქტერიოზის ფონზე. მსუყე ვახშამი, არასათანადოდ დამუშავებული და არცთუ ისე ახალი საკვები იწვევს აირების გაძლიერებულ წარმოქმნას და სიმძიმის შეგრძნებას მუცლის ქვედა მიდამოში. მსგავსი ტკივილებისგან თავის დასაღწევად საუკეთესო გზა სწორი კვებაა. ორსულობა, საერთოდ, უარყოფითად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. მზარდი საშვილოსნო აწვება ნაწლავებს, რომლებიც ჰორმონული ზემოქმედების გამო ისედაც დათრგუნულია: სუსტდება მოტორიკა, ირღვევა პერისტალტიკა, ხშირია შეკრულობა. ორსულობისას სწორედ შეკრულობაა მუცლის ტკივილის უხშირესი მიზეზი. მუცლის ტკივილს იწვევს საშვილოსნოს იოგების გაწელვაც. ნაყოფის ზრდასთან ერთად იზრდება საშვილოსნოც, შესაბამისად, იზრდება ზეწოლა იოგებზე. მათი გაწელვა უფრო მეტად იგრძნობა მკვეთრი მოძრაობის, ცემინების, სხეულის მდებარეობის შეცვლის დროს. ტკივილი მკვეთრია, მაგრამ ხანმოკლე. ტკივილგამაყუჩებლების მიღება ამ დროს აუცილებელი არ არის. ორსულს მუცელი შესაძლოა ასტკივდეს მუცლის პრესის გადატვირთვის გამო. ტკივილი თავს იჩენს ფიზიკური დატვირთვისა და გადაძაბვისას. მის ჩასაცხრობად საკმარისია, უბრალოდ მოეშვათ და დაისვენოთ. რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგჯერ მუცლის ტკივილი ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაზე მიუთითებს. ამ დროს ტკივილი გადაეცემა წელის მიდამოს და ძალიან წააგავს სამშობიარო შეტევებს. ასეთ ტკივილს თითქმის ყოველთვის თან სდევს გამონადენი სასქესო ორგანოებიდან - ბაცი ყავისფერი, მოვარდისფრო ან ალისფერი. მუცლის ტკივილი ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს საშვილოსნოსგარე ორსულობით. რომელიც, ჩვეულებრივ, 5-7 კვირის ვადაზე წყდება. მას თან სდევს საშვილოსნოს მილის გასკდომა. იწყება შინაგანი სისხლდენა, რომელსაც თან სდევს ძლიერი ტკივილი, გულისრევა, გულყრა. ამ დროს აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. 

 

მენჯისა და წელის ტკივილი
- ორსულობა ჯანმრთელი ქალისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ამ დროს ორგანიზმის ყველა ორგანო გაორმაგებული დატვირთვით მუშაობს. ამის გამო შესაძლოა თავი შეგვახსენოს ჯანმრთელობის სუსტმა რგოლმა. მაგალითად, ძვალსახსროვანმა სისტემამ. მრავალი ორსული უჩივის მფრინავ ტკივილს ხერხემალში, მენჯისა და გავის ძვლებში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • ორსულობის დროს სხეულის სიმძიმის ცენტრი ადგილს იცვლის, წონის მომატების გამო საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე დატვირთვა იმატებს.
  • ჰორმონ რელაქსინის ზემოქმედებით ცვლილებები მიმდინარეობს ბოქვენის სიმფიზში,  მენჯ-ბარძაყის სახსარსა და სხვა შემაერთებელქსოვილოვან წარმონაქმნებში. ეს იწვევს ძვალთაშორისი შესახრებების გარბილებას - მენჯი ემზადება გაწევისა და მშობიარობისთვის (ზოგიერთ ქალს ეს იხვისებრი სიარულით უვლინდება. მათ არ შეუძლიათ წოლისას გაშლილი ფეხების აწევა, ბოქვენის სიმფიზი ხელის დაჭერისას მტკივნეულია). ამ დროს ბოქვენის სიმფიზში იწყება საკმაოდ ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება სხეულის მდებარეობის ცვლისას, ბოქვენა შუპდება, ირღვევა სიარულის მანერა. ეს გამოწვეულია სიმფიზის მნიშვნელოვანი გადაჭიმვით და მასში სისხლჩაქცევების გაჩენით. ზოგჯერ ვითარდება წელის რადიკულიტის სიმპტომი - ტკივილი წელის არეში, რომელიც გადაეცემა ფეხში.

თუ ქალს ორსულობამდეც ჰქონდა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები - ხერხემლის გამრუდება, ოსტეოქონდროზი, მენჯის მოძრაობაში მონაწილე კუნთების განუვითარებლობა და სხვა, დიდია ალბათობა, ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ წელისა და მენჯის ტკივილი დაეწყოს. ორსულობის დროს წელისა და მენჯის სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი ასიდან 30-50 შემთხვევაში გვხვდება, ხოლო მშობიარობის შემდგომ პერიოდში მისი მაჩვენებელი 65-70%-ს აღწევს.

 


 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბერძნული მითოლოგიის სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი აფროდიტა, თავისი ხიბლის გასაძლიერებლად, პატარა ფლაკონში მოთავსებულ სუნამოს იყენებდა. პარფიუმით მოხიბლვის ხელოვნება სადღეისოდაც საკმაოდ მიღებული და გავრცელებულია. მაღაზიის ვიტრინები სავსეა სხვადასხვა პარფიუმერული პროდუქციით - სუნამოებით, ოდეკოლონებით, არომატული ზეთებით, პარფიუმითა თუ ტუალეტის წყლით, რომელსაც შეცდომით პარფიუმს უწოდებენ. ხშირად ოდეკოლონს უთანაბრებენ დეზოდორანტსაც.

ლაქტოსტაზი ანუ სარძევე ჯირკვლის სადინრებში რძის შეგუბება შეიძლება სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს. მათ შორის ერთ-ერთი ფიზიკური გადაძაბვაცაა.
ოკლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 650 მეძუძური დედის რძის ნიმუშები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ რძეში კორტიზოლის დონე (სტრესის ჰორმონი)
ბუნება თვითშეფასების ამაღლებაში გვეხმარება. ცნობილია, რომ ბუნებაში დროის გატარება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აძლიერებს.
როგორი იქნება მამაკაცის ჩაცმის სტილი 2016 წლის ზაფხულში, რა არის მოდური და აქტუალური? ძირითადი ტენდენცია ის არის, რომ მოდა ფართო სილუეტებს და მკვეთრ პრინტებს უბრუნდება.

2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის შექმნისას მოდელიორებმა წარსულს მიმართეს და ნიმუშად 50-იანი წლების მამაკაცის ტანსაცმლის სილუეტი და 70-იანი წლების პრინტი მოიმარჯვეს.

შესაძლებელია თუ არა ქალისათვის, შეიქმნას კარიერა, იყოს წარმატებული, სიცოცხლით სავსე და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა? რა თქმა უნდა, შესაძლებელია! უბრალოდ, სამსახურში უნდა მიდიოდეს ხალისით და დიდი სიყვარულით აკეთებდეს საქმეს.

კარიერულ საფეხურზე აღმასვლა მძლავრი ბიოსტიმულატორია. ზომიერების ფარგლებში - ის ასტიმულირებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ზღვარგადასულმა კი - შეიძლება ჯანმრთელობასაც საფრთხე შეუქმნას.

08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.