მეზოთერაპია - ნაოჭების კორექცია, ტუჩის ფორმისა და მოცულობის შეცვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეზოთერაპია - ნაოჭების კორექცია, ტუჩის ფორმისა და მოცულობის შეცვლა

გამელოტება, პიგმენტური ლაქები, აკნე (გამონაყარი), ლოკალური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) - ეს ის პრობლემები გახლავთ, რომლებიც ძლიერ სქესსაც ხშირად აწუხებს და რომელთა საწინააღმდეგოდაც მეზოთერაპია საკმაოდ ეფექტურია. დღეს ყველამ იცის, რომ კანის დაბერების ძირითადი მიზეზი უჯრედული მეტაბოლიზმის დარღვევა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დისტროფიული ცვლილებებია. აღმოჩნდა, რომ ასაკთან ერთად კანზე უარყოფითად მოქმედებს ულტრაიისფერი სხივებიც. ამ პროცესს კანის ფოტოდაბერებას უწოდებენ. მას თან ახლავს ელასტინისა და კოლაგენის ღრმა ცვლილებები, რის გამოც კანი შრება, იქერცლება, ეშვება, ნაოჭდება... სწორედ ფოტოდაბერებით განპირობებული ესთეტიკური პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება დაედო საფუძვლად მეზოთერაპიის ცალკე დარგად ჩამოყალიბებას. მიუხედავად უამრავი კოსმეტოლოგიური საშუალებისა და პლასტიკური ქირურგიის ძალზე დახვეწილი ოპერაციული მეთოდიკების არსებობისა, აუცილებელი გახდა ნაკლებად რადიკალური და გაცილებით ეფექტური გზების შემუშავება. სწორედ ეს ფუნქცია შეითავსა მეზოთერაპიამ და ამიტომაც გახდა ის ასე პოპულარული. მეზოთერაპია, ფაქტობრივად, გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩამოყალიბდა ცალკე დარგად. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საფრანგეთის სამედიცინო აკადემიამ ის კოსმეტოლოგიის დამოუკიდებელ მიმართულებად გამოყო. ნაოჭების კორექცია, ტუჩების მოცულობისა და ფორმის შეცვლა - ეს ის საკითხებია, რომელთა გამოც საქართველოშიც ხშირად მიმართავენ მეზოთერაპევტებს. სწორედ ამ საკითხების თაობაზე სასაუბროდ ვეწვიეთ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "ლოტუსის" ექიმ მეზოთერაპევტს ნინო კერესელიძეს.

- ქალბატონო ნინო, განუმარტეთ მკითხველს, როგორ ხდება ნაოჭების კორექცია.

- ნაოჭების კორექცია ხდება მეზოთერაპიით, ბიორევიტალიზაციითა და კონტურული პლასტიკით. სამივე აღნიშნული მეთოდი არაოპერაციულია, მაგრამ სამედიცინო მანიპულაციაა, ამიტომ მათ აუცილებლად ექიმი მეზოთერაპევტი უნდა ასრულებდეს სამედიცინო-ესთეტიკურ დაწესებულებაში და არა სალონში. მეზოთერაპია 1952 წელს ფრანგმა მეცნიერმა მიშელ პისტორმა შეიმუშავა, ხოლო როგორც სამკურნალო სამედიცინო მეთოდი, ოფიციალურად 1987 წელს აღიარა საფრანგეთის სამედიცინო აკადემიამ. მეზოთერაპია გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მისი მთავარი პრინციპია "ცოტა, იშვიათად და მიზნობრივ წერტილებში". ამ მეთოდით კანში მცირე დოზებით შეჰყავთ სხვადასხვა კოქტეილი. კოქტეილი ირჩევა ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკისა და კანის სტრუქტურის გათვალისწინებით. ჩვენ მეზოთერაპიისთვის ვიყენებთ მხოლოდ მსოფლიოს მოწინავე კოსმეტოლოგიური ფირმების (Filorga-ს, Mesoline-ისა და სხვათა) მიერ წარმოებულ კოქტეილებს, ხოლო ბიორევიტალიზაციისთვის - ჰიალურონის მჟავას პრეპარატებს (IAL SYSTEM და IAL SYSTEM ACP). ამ მეთოდებით მიიღწევა კანის სტრუქტურის აღდგენა, კანის ფერის გაუმჯობესება, პიგმენტული ლაქების მოშორება, ზედაპირული ნაოჭების კორექცია. მეზოთერაპიის ჩვენებებია: ასაკობრივი ნაოჭები, ცხიმიანი, ფორებიანი, მშრალი ან მოდუნებული კანი, პიგმენტური ლაქები, აკნე, გამოხატული კაპილარული ქსელი, ორმაგი დაკიდებული ღაბაბი, ცელულიტი, ზედმეტი ცხიმი, თმის ცვენა და სხვა.

- რამდენად მტკივნეულია ეს მანიპულაციები?

- უმტკივნეულოა, რადგან ინექციის წინ პაციენტს ვუკეთებთ სპეციალურ ტკივილგამაყუჩებელ მალამოს და პროცედურას ვასრულებთ საგანგებოდ მეზოთერაპიისთვის განკუთვნილი ატრავმული მცირე კალიბრის ნემსებით. სამკურნალო ეფექტი მიიღწევა ორმაგი ზემოქმედებით - ჩხვლეტით ანუ ნერვულ დაბოლოებებზე მექანიკური ზემოქმედებით და კოქტეილში შემავალი მედიკამენტების სამკურნალო მოქმედებით.


- რას გვირჩევთ ნაოჭების განვითარების პროფილაქტიკისთვის?

- ნუ დაელოდებით ღრმა ნაოჭების ჩამოყალიბებას. პირიქით, რაც უფრო ადრე დაიწყებთ მეზოთერაპიით მკურნალობას, მით უფრო მეტხანს შეინარჩუნებთ ახალგაზრდა კანის სტრუქტურას, ესე იგი მით უფრო მეტად გაიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას. საზოგადოდ, რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი კანის დაბერებასთან ბრძოლას, მით უფრო იშვიათად დასჭირდება ეს პროცედურები. დროული ჩარევით შეგვიძლია კანის დაბერების პროცესი საგრძნობლად შევანელოთ.

- ზოგიერთ ქალს თავისი ტუჩების ფორმა ან მოცულობა არ მოსწონს, თუმცა მათი კორექცია დღეს სირთულეს არ წარმოადგენს. რას გვთავაზობს ამ კუთხით მეზოთერაპია?

- ტუჩებისა და მიმიკური ნაოჭების კორექცია ხდება ჰიალურონის მჟავაზე დამზადებული სპეციალური გელებით - ე.წ. ფილერებით (შემავსებლებით), რომლებიც დამზადებულია მსოფლიოს მოწინავე მწარმოებლების მიერ. ეს პრეპარატებია TEOSYAL, RESTYLAINE და სხვა. ტუჩების მოცულობის გაზრდა და ფორმის შეცვლა სრულიად უსაფრთხო პროცედურებია, სტაბილურ შედეგს იძლევა და პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი ეფექტები.

- დღეს ძალზე პოპულარულია მიმიკური ნაოჭების გასწორება ბოტოქსისა და დისპორტის ინექციებით. რით განსხვავდება ერთმანეთისგან ეს პრეპარატები და როგორია მათი ეფექტურობის ხარისხი?

- ბოტოქსი და დისპორტი არის ერთი და იმავე პრეპარატის - A ტიპის ბოტულინის ტოქსინის სხვადასხვა საფირმო სახელწოდება. ბოტოქსს აწარმოებს ფირმა ALLERGAN (აშშ), ხოლო დისპორტს -  BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL (საფრანგეთი). ორივე პრეპარატი იწარმოება ფხვნილის სახით და მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ რეჟიმს. ინიექციისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ახალმომზადებული ხსნარი (შენახვა მხოლოდ 24 საათის განმავლობაში შეიძლება). დისპორტი, მიღების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, შედარებით უფრო სტაბილური პრეპარატია და მისი ეფექტიც ერთი თვით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ბოტოქსისა. ორივე პრეპარატი ბლოკავს მიმიკურ კუნთებში არსებულ ნერვულ დაბოლოებებს, რის შედეგადაც ეს კუნთი დროებით წყვეტს შეკუმშვას, კანი იჭიმება, ნაოჭები სწორდება.

- დღეს ყველამ იცის, რომ ბოტოქსით ხდება სახის ჰიპერკინეტიკური ნაკეცების (იმავე მიმიკური ნაოჭების) კოსმეტიკური კორექცია, და მაინც, სახის რომელ უბნებზეა ნებადართული ბოტოქსის ინექციები?

- უმეტესად - თვალების ირგვლივ ("ბატის თათები"), გლაბელას მიდამოში ("მრისხანების ნაოჭები" წარბებს შორის), შუბლზე.

- უკუჩვენებეზე რას გვეტყვით?

- ბოტოქსის ინექციები უკუნაჩვენებია მიასთენიით, ჰემოფილიითა და მიოპიის მაღალი ხარისხით დაავადებულთათვის, აგრეთვე - ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში; არ შეიძლება მისი ჩატარება, როცა საინექციო არეში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს და სხვა.

- ყველაზე მეტად რა გართულება ემუქრებათ პაციენტებს?

- გართულებები ძალზე იშვიათია - ასიდან მხოლოდ 5-7 შემთხვევაში ვლინდება. აღსანიშნავია თავის ტკივილი (პროცედურიდან 1-2 დღის განმავლობაში), ინექციის ადგილას მიკროჰემატომების გაჩენა, პერიორბიტალური მიდამოს შესივება, ზედა ქუთუთოს ფთოზი (დაშვება, რისი ალბათობაც 1%-ზე ნაკლებია). გართულებების თავიდან ასაცილებლად პაციენტებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები: საინექციო არეს ხელით არ შეეხონ, ინექციის ადგილას 20-30 წუთით დაიდონ ყინულის საფენები, პროცედურის შემდეგ 3-4 საათის განმავლობაში აუცილებლად ვერტიკალურ მდგომარეობაში დარჩნენ. ინექციიდან სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში უკუნაჩვენებია სახის მასაჟი, ფიზიოთერაპიული პროცედურები, აბანო, საუნა.

- ცნობილია, რომ ბოტოქსი ლოკალური ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობის) სამკურნალოდაც გამოიყენება. რამდენად ეფექტურია ის ამ კუთხით?

- ლოკალური ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა) საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ჭარბი ოფლიანობის ადგილებში ბოტოქსის (დისპორტის) კანქვეშა ინექციები უბრალო, სრულიად უსაფრთხო, უმტკივნეულო და ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. ამ პრეპარატების მიკროსკოპული დოზები დროებით აჩერებს ლოკალური საოფლე ჯირკვლების ფუნქციას. ეფექტი 4-8 თვეს გასტანს. ორგანიზმში ოფლის სეკრეცია ჩვეულებრივ გრძელდება, მაგრამ აღარ არსებობს პრობლემური უბნები.