ნაცნობი სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაცნობი სინდრომი

წინამენსტრუალური სინდრომი ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროიდანაა ცნობილი, თუმცა ავადმყოფური მდგომარეობის სტატუსი მას მხოლოდ 1931 წელს მიანიჭეს. სინდრომის უსიამოვნო გამოვლინებები უკავშირდება მძიმე ეკოლოგიურ ფონს, სტრესებს, დიდ მედიკამენტურ დატვირთვას. წინამენსტრუალური სინდრომის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია შეშუპება, წონის მომატება, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, თავის ტკივილი, კანის მდგომარეობის გაუარესება, ტუჩების ჰერპესის რეციდივები, ზურგის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევა, კოორდინაციის დარღვევა, განწყობილების მკვეთრი ცვლილება, შფოთვა, გაღიზიანება, ძილად მივარდნა, დაღლილობის შეგრძნება, აქტივობის უეცარი გამოვლინებები, განსაზღვრული პროდუქტის მოთხოვნილება (უმეტესად - ტკბილეულისა). თუ მენსტრუაციამდე 7-10 დღით ადრე ჩამოთვლილი სიმპტომებიდან სამი მაინც შეატყვეთ საკუთარ თავს, ე.ი. თქვენ წინამენსტრუალური სინდრომი გაქვთ.

ლოკალური მეთოდები

წინამენსტრუალური სინდრომის წარმოშობის თაობაზე ჯერჯერობით არც ერთი თეორია არ არსებობს. არც მისი მკურნალობისადმი მეცნიერული მიდგომაა ჩამოყალიბებული. ჩვეულებრივ, იყენებენ პროგესტერონს - როგორც იზოლირებულად, ასევე კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების შემადგენლობაში. დეპრესიის შემთხვევაში ანტიდეპრესანტებს უნიშნავენ. რეკომენდებულია ვიტამინების მიღება და უმარილო დიეტა.

ისაუბრეთ

წინამენსტრუალური სინდრომის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოპროფილაქტიკას. ზოგჯერ დასამშვიდებლად საკმარისია, პრობლემაზე ექიმს ან ახლობელს - მეუღლეს, მეგობრებს, დედას ესაუბროთ, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ, რომ გაფასებენ და უყვარხართ. ისინიც, თავის მხრივ, მიხვდებიან, რომ თქვენი უცნაური ქცევა ამ პერიოდში ავადმყოფური მდგომარეობის ბრალია და არა ცუდი აღზრდისა. სხვამ თუ არა, მეუღლემ მაინც უნდა იცოდეს, რომ კრიტიკული დღეები გაქვთ და თქვენი აღგზნებულობა, შფოთვა, არაადეკვატური რეაქციები, ჭირვეულობა და მოთენთილობა სწორედ ამით არის გამოწვეული. საბედნიეროდ, ეს პერიოდი ხანმოკლეა, მალე ყველაფერი გაივლის და თქვენ ისევ იმ თბილ და საყვარელ ადამიანად იქცევით. ცხოვრების რიტმი უფრო და უფრო ჩქარდება და ქალებს ამოსუნთქვასაც არ აცდის, მოდუნების უფლებას არ აძლევს, თუნდაც თვეში რამდენიმე დღე, როცა მათ განსაკუთრებით უჭირთ. განსაკუთრებით ძნელია, როცა ასეთ დღეებში სერიოზული პრობლემები გაქვს მოსაგვარებელი, რთული სამუშაო შესასრულებელი. განა შეიძლება ამ დროს საპასუხისმგებლო მოლაპარაკების გამართვა ან საინტერესო მოგზაურობისგან სასიამოვნო შთაბეჭდილებების მიღება, როცა დისკომფორტს განიცდი და მხოლოდ სითბოსა და სიმშვიდეზე ოცნებობ?.. თანამედროვე მედიცინა დაბეჯითებით აცხადებს, რომ კრიტიკულმა დღეებმა მშვენიერ სქესს არავითარი უხერხულობა არ უნდა შეუქმნას. მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს მედიკამენტური საშუალებები, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია, ამ დღეებმა პრაქტიკულად შეუმჩნევლად ჩაიაროს. გარდა ამისა, ეს პრეპარატები ქალს საშუალებას აძლევს, თამამად გამოამჟღავნოს გრძნობები ინტიმური ურთიერთობის დროს, რამდენადაც მოწოდებულია, რამდენიმე წლის განმავლობაში დაიცვას ის არასასურველი ორსულობისგან. ამასთან, დედა რომ გახდეთ, არ არის აუცილებელი დაწესებულ ვადამდე ლოდინი - თუ ქალი მიხვდა, რომ უკვე მზადაა დედობისთვის, ჩასახვისთვის მზაობის აღდგენა ადვილად შეიძლება. ექიმთან მისვლამდე ასეთი საშუალებების შესახებ ინფორმაციის მიღება შეიძლება ინტერნეტშიც.