სილამაზის წინასაახალწლო პროგრამა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სილამაზის წინასაახალწლო პროგრამა

- სახლის დალაგებას, საახალწლო კერძების მომზადებას, საჩუქრების შეძენას... მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვერ ვიცლი - ყოველთვის გადაღლილი სახე მაქვს და ვერც საზეიმო განწყობილებას ვგრძნობ...

 

გსურთ, ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ? ყველაფერი თქვენს ხელთაა, მით უმეტეს, ახალი წლის წინა დღეებში მეორე სუნთქვა გვეხსნება.

რით დავიწყოთ?

ყველაფერს აჯობებს, თუ დღეს კონტრასტული შხაპით დაიწყებთ. ის ენერგიით აგავსებთ, ხოლო კანს სინორჩესა და ელვარებას შესძენს. სასურველია, პილინგიც ჩაიტაროთ, მით უმეტეს, თუ გულამოღებული კაბის ჩაცმას აპირებთ. კანის გამომშრალი, მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად სპეციალური სამურველი არსებობს, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებაც: მაწონს ან არაჟანს შეურიეთ მარილი, წაისვით მთელ სხეულზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნაზავი გამოგადგებათ გაუხეშებული ქუსლების დასარბილებლადაც. ამის შემდეგ ტანზე თაფლი წაისვით (რა თქმა უნდა, თუ ალერგია არ გაქვთ), ორიოდე წუთი მოიცადეთ, რომ ოფლი მოგივიდეთ, მერე კი ჩამოიბანეთ. ამ პროცედურის შემდეგ კანი აბრეშუმივით დარბილდება და განაზდება. მომდევნო ეტაპი სახის მოვლაა. მოსინჯეთ უმარტივესი კოსმეტიკური საშუალებები. მაგალითად, თოვლის ან ყინულის კომპრესი - თოვლი ან ყინული ტილოში გაახვიეთ და 7-8 წუთით დაიდეთ სახეზე. ნუ დაივიწყებთ ზედა ქუთუთოებს, ღაბაბს და ყელს. ამ პროცედურისათვის საუკეთესო დრო დილაა. ცივი კომპრესი კანს გამოაცოცხლებს, სიგლუვესა და სასიამოვნო ვარდისფერს შესძენს. კომპრესამდე კი ორთქლის მარტივი ნიღაბი უნდა გაიკეთოთ: აიღეთ რბილი პირსახოცი, მისი შუა ნაწილი მდუღარე წყლით დაასველეთ და ფრთხლად დაიდეთ სახეზე. როცა გაცივდება, სახე თხელი ხელსახოცით შეიშრეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით. შეშუპებულ უპეებს ვერავითარი კოსმეტიკა ვერ უშველის. უმჯობესია, ასე მოიქცეთ: თვალებქვეშ წაისვათ არაჟანი, 15 წუთის შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. გამოგადგებათ ჩაიც, თანაც არა მარტო შეშუპების დასაცხრობად, არამედ დაქანცული ფეხების დასასვენებლადაც - მათ ხომ დიდი დატვირთვა ელით. ჩაასხით თასში თბილი წყალი და ჩაამატეთ საშუალო სიმაგრის ჩაის ნაყენი. ასეთი აბაზანა შესანიშნავად ხსნის დაღლილობას და არბილებს ფეხის ქუსლების გაუხეშებულ კანს. დღეს მოდურია ფრანგული პედიკიური: ფრჩხილები ვარდისფერი რომ გამოჩნდეს, ბოლოებზე წაისვით თეთრი ლაქი, მერე კი მთელ ფირფიტაზე ვარდისფერი  ან გამჭვირვალე ლაქი გადაისვით. როცა საახალწლო სამზადისი დამთავრდება, მოიწესრიგეთ ხელები, დაიმუშავეთ ფრჩხილები და გადაისვით ლაქი. ახლა ვარცხნილობასა და მაკიაჟს მივხედოთ.

იდეალური ვარცხნილობა

უპირველეს ყოვლისა, დაიბანეთ თავი. რა თქმა უნდა, იცით, რომ შამპუნი თმის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. წაისვით და ჩამოიბანეთ ბალზამ-კონდიციონერი (გირჩევთ, შამპუნიცა და ბალზამიც ერთი და იმავე ფირმისა შეარჩიოთ). ისხურეთ (ან წაისვით) ვარცხნილობის დასაფიქსირებელი საშუალება. ვარცხნილობამ დიდხანს რომ გაძლოს, მიიფრქვიეთ თმის ლაქი.

საზეიმო გამოხედვა

სანამ თვალების მაკიაჟს შეუდგებოდეთ, ქუთუთეობზე გადაისვით ფონი და თანაბრად გაანაწილეთ თითით. ახლა შეგიძლიათ, თვალის ჩრდილი გადაისვათ. ამისთვის ძალზე მოხერხებულია მსხვილი ფუნჯი. ფანქარი ფრთხილად წაისვით - ეცადეთ, კონტური არც ფართო იყოს და არც წამწამების სიგრძეს აჭარბებდეს. ტუში ორ ფენად უნდა წაისვათ. დაელოდეთ, ვიდრე პირველი კარგად გაშრება და მერეღა გადაისვით მეორე.

მოცულობის ეფექტი

პატარა ეშმაკობა, რათა გამომწვევი ტუჩების ეფექტი მიიღოთ: ფაქიზად შემოივლეთ კონტურული ფანქარი, მერე კი ზედა ტუჩის შუაში სამკუთხედი დაიხატეთ. ძალიან მოხერხებულია ტუჩების საცხის წასმა ფუნჯით, როგორც პროფესიონალი ვიზაჟისტები იქცევიან. ქვედა ტუჩსა და ზედა ტუჩის სამკუთხედზე ძირითადი ტონი წაისვით, ტუჩების დანარჩენი ნაწილი კი უფრო ღია ფერის სადაფისებრი პომადით დაიფარეთ. დასასრულ, გადაისვით მბზინავი ფენა. ის უფერული უნდა იყოს, რათა მოცულობის ეფექტი არ დაიკარგოს. გაითვალისწინეთ: მწვანე და თაფლისფერ თვალებს იასამნისფერი და წითელი ჩრდილები მეტ გამომსახველობას შესძენს. ცისფერ თვალებს შეიძლება ყვითელი და მოწითალო-მოყავისფრო ჩრდილებით გავუსვათ ხაზი. ქერა ქალბატონებს ძალიან მოუხდებათ მოვარდისფრო პომადასთან შეხამებული მუქი რუხი და მოწოთალო-მოყავისფრო ტონები. წაბლისფერთმიანებს შოკოლადისფერი გამა უხდებათ, წითურებს - მუქი მწვანე და რუხი. შავთმიან ქალებს ძალიან შვენით თვალის მოყავისფრო ჩრდილები, ვარდისფერი და ატმისფერი ტუჩების საცხი. თვალები უფრო დიდი და მეტყველი გამოჩნდება, თუ ქუთუთოზე თვალის მუქ ტონებს წაისვამთ, ხოლო წარბებქვეში - უფრო ბაცს. ძალზე ეფექტურია ერთი ფერის გამაში გადაწყვეტილი მაკიაჟი (პომადა, ფერუმარილი, თვალის საღებავი). თუ ყველა რჩევას შეასრულებთ, ახალ წელს იდეალურ ფორმაში შეხვდებით.