სწორი არჩევანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწორი არჩევანი

ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ ყავა კარგი სკრაბია. მართალია თუ არა?

ახალმოდუღებული ყავა მართლაც საოცარი სასმელია. ნუ იტყვით უარს ამ სიამოვნებაზე! ნალექს კი 1 კოვზი მარილი და არაჟანი დაამატეთ და სკრაბად გამოიყენეთ. კმაყოფილი დარჩებით.

მთელი ზაფხული ვიყენებდი ანტიცელულიტურ კრემს, შედეგი კი არა და არ ჩანს...

თუ კრემს მაშინ იზელდით, როცა ტელევიზორთან იყავით მოკალათებული და ჩიფსებს, ნამცხვრებს ან სხვა ნუგბარს შეექცეოდით, შედეგს ვერც მიიღებდით. ანტიცელულიტური კრემი არ არის ცხიმის საწინააღმდეგო პანაცეა - ის ნაწილია თავის მოვლის კომპლექსური პროგრამისა, რომელშიც ჩართული უნდა იყოს დაბალანსებული კვება და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა. თქვენი მხრივ აქტიური დახმარების გარეშე ანტიცელულიტური კოსმეტიკა ვერ იმოქმედებს.

გამოდგება თუ არა ჩვეულებრივი მზისგან დამცავი საშუალებები სოლარიუმისთვის?

თუ საშუალება გაქვთ, უმჯობესია, შეიძინოთ სოლარიუმისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული კოსმეტიკა.

მე და ჩემს მეგობრებს მოგვწონს ღია ფერის თმა, მაგრამ ამბობენ, რომ გაბაცებისას თმა შეიძლება დაზიანდეს. მართლა ასეა?

თმის გაბაცება ახალი იმიჯის მორგების საშუალებას გვაძლევს, მაგრამ, სამწუხაროდ, არცთუ უსაფრთხოა - პიგმენტის გასაუფერულებლად საჭიროა მჟავას გამოყენება, ის კი არღვევს თმის შინაგან სტრუქტურას და იწვევს ლიპიდების კარგვას, რომლებიც თმას სინოტივის ბუნებრივ დონეს უნარჩუნებენ. შედეგად თმა სუსტდება, ხუნდება, მყიფდება. წესი პირველი: საღებავი უნდა წაესვას მშრალ და დაუბანელ თმას. შემდეგ საჭიროა მისი ჩამობანა და ნიღბის დადება, ბოლოს - გაშრობა და დავარცხნა. გაბაცებულ თმას სათანადო მოვლა სჭირდება. მთავარი ამოცანაა მისი სტრუქტურის აღდგენა და გამაგრება. შეღებილი თმისთვის განკუთვნილი საშუალებები აქ არ გამოგვადგება. გაბაცებული თმის მოსავლელად არსებობს სპეციალური შამპუნები, ბალზამები, შრატები და ნიღბები. მათი წყალობით თმა ადრინდელივით რბილი და ბზინვარე ხდება.