ხელსაწყო იდეალური ვარცხნილობისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელსაწყო იდეალური ვარცხნილობისთვის

წესი #1

შეარჩიეთ თანამედროვე მოდელი, სულ მცირე, ორი სიჩქარით, 1600-დან 2100 ვატამდე სიმძლავრით, სამი ტემპერატურული რეჟიმითა და რამდენიმე სამაგრით. ეს საშუალებას მოგცემთ, არეგულიროთ ტენის აორთქლების ინტენსივობა და შექმნათ ვარცხნილობის რამდენიმე ვარიანტი. ფენის ახალი მოდელების ძირითადი უპირატესობა იონიზაციის ფუნქციაა. ჩვეულებრივი ფენით გაშრობისას თმა იმუხტება, ბზინვარებას კარგავს და მოუვლელად გამოიყურება. იონიზაციის ფუნქციის წყალობით ფენი გამოასხივებს უარყოფითად დამუხტული იონების ნაკადს, რომელიც ანტისტატიკურ ეფექტს იძლევა, ანეიტრალებს დადებით მუხტს და თმას ჯანსაღ ბზინვარებას უნარჩუნებს. ამ ფუნქციებით აღჭურვილ ფენს აქვს სამმაგი დაცვის სისტემა, რომლის წყალობითაც გამორიცხულია თმის ჩათრევა, ფილტრზე მისი მიწებება და ფენის გადაწვა. გარდა ამისა, ხელსაწყოს იცავს სპეციალური ფილტრიც, რომელიც თმას ფენის შიგნით არ უშვებს. მაღალი კლასის მოდელებში სიმძლავრე (2100 ვატი) შერწყმულია ტემპერატურის უნიკალურ კონტროლთან, რისი წყალობითაც ფენი სწრაფად აშრობს და, იმავდროულად, გადახურებისაგან იცავს თმას.

წესი #2

თუ ფენს ხმარობთ, არ დაგავიწყდეთ დაბანის შემდეგ თმაზე ბალზამის ან კონდიციონერის გადავლება - ისინი კვებავენ და გამოშრობისგან იცავენ ღერებს. გარდა ამისა, მათი წყალობით თმა გლუვი ხდება, რაც აადვილებს დავარცხნას.

წესი #3

ყოველთვის იქონიეთ მარაგად 20 წუთი, რათა არ იჩქაროთ და ფენის მაქსიმალურ სიმძლავრეზე ჩართვა არ მოგიწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვარცხნილობა ბრტყელი გამოგივათ. თმის გაშრობა ცხელი ჰაერით დაიწყეთ - ასე მას უფრო ადვილად მისცემთ სასურველ ფორმას, მის შესანარჩუნებლად კი ცივი ჰაერის ნაკადი დაგჭირდებათ.

წესი #4

ისარგებლეთ სპეციალური ჩამოსაცმელებით. ბრტყელი ნახვრეტებიანი ჩამოსაცმელი ინტენსიური გაშრობისთვის გამოიყენება. დიფუზური “თითები” (უმჯობესია, ისინი სხვადასხვა სიგრძისა და რეზინისბოლოებიანი იყოს) თმას ძირებიდანვე ანიჭებს მოცულობას, სიახლის იერს სძენს ქიმიურ ნახვევს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ უფრო რთული ჩამოსაცმელები: ნაირ-ნაირი ჯაგრისები, თმის გასასწორებლები და სხვა, - მოხერხებულია მხოლოდ ოსტატის ხელში, შინ კი ჯობს ისარგებლოთ ფენის ბრტყელი ნასვრეტებიანი ჩამოსაცმელით, მეორე ხელში კი ჩვეულებრივი სავარცხელი დაიჭიროთ.

წესი #5

როცა თმას ფენით იშრობთ, მხოლოდ სავარცხელი ან საჩეჩელი გამოიყენეთ. ნუ ეცდებით თმის ხელით დალაგებას. ცხიმი და ტენი, რომელსაც ხელის კანი შეიცავს, თმაზე ხვდება და ვარცნილობას აფუჭებს. თავდაპირველად თმის ქვედა ფენა გაიშრეთ, შემდეგ - ზედა. ასე ვარცხნილობას მეტხანს შეინარჩუნებთ. თუ გსურთ, უფრო ფუშფუშა ვარცხნილობა გქონდეთ, ჯაგრისი თმის გაყოფის ადგილისა და თმის ზრდის პარალელურად ისვით.

წესი #6

თმა მეტისმეტად რომ არ გამოშრეს, ფენი თმიდან არანაკლებ 15 სმ-ის დაშორებით უნდა დაიკავოთ. ნუ ეცდებით სველი თმის დალაგებას - დაელოდეთ, სანამ ის სანახევროდ მაინც გაშრება. მერე მოიფიქრეთ ვარცხნილობის სტილი, გამოიყენეთ ფენი და თმის ფიქსირებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი საშუალება. თმას ბოლომდე ნუ გაიშრობთ, ოდნავ ტენიანი დაიტოვეთ.

წესი #7

თმამ ბზინვარება რომ შეინარჩუნოს, დავარცხნისას ჰაერის ნაკადი თმის ძირებიდან ბოლოებისკენ მიმართეთ. გახსოვდეთ: ქალის იერსახისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა მდგომარეობაშია თქვენი თმა. შესაძლოა, მოკრძალებულად გეცვათ, მაგრამ თმა გქონდეთ მოვლილი, ხოლო ვარცხნილობა - გემოვნებით შერჩეული. ეს უკვე წარმატების გარანტიაა. ამაში ფენი დაგეხმარებათ, ხოლო თუ წესებს ზედმიწევნით დაიცავთ, არც თმას მიაყენებთ ზიანს.