მავნებელია თუ არა სოლარიუმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მავნებელია თუ არა სოლარიუმი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლუსი: ულტრაიისფერი სხივები ხელს უწყობს ორგანიზმში D ვიტამინისა და სიხარულის ჰორმონის სეროტონინის გამომუშავებას. თუმცა სოლარიუმის სეანსები სათანადო წესების დაცვით უვნებელია მხოლოდ აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანისთვის. თუ გადააჭარბეთ, სარგებლობა შესაძლოა ზიანად შემოგიბრუნდეთ. ცნობლია, რომ ულტრაიისფერი სხივების სიჭარბე აშრობს და ნაადრევად აბერებს კანს და ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს. საკითხავია, ითხოვს თუ არა სილამაზე ამგვარ მსხვერპლს. იმისთვის, რომ კანი ულტრაიისფერი სხივების დამღუპველი ზემოქმედებისგან დავიცვათ, აუცილებელია კანის ტიპის შესაბამისი გასარუჯი საშუალების გამოყენება. კრემი ირეკლავს მავნე სხივებს, რომლებიც ნაადრევ დაბერებას იწვევს.

ვისთვის არ შეიძლება სოლარიუმი?

სოლარიუმი მავნებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას, ღვიძლის დაავადებების დროს და სხვა. ზოგიერთი მედიკამენტის მიღება გარუჯვის უკუჩვენებაა, რადგან განსაზღვრული ჯგუფის წამლები ზრდის რუჯისადმი კანის მგრძნობელობას და შესაძლოა, საქმე ალერგიამდე, დამწვრობამდე, პიგმენტური ლაქების გაჩენამდე მივიდეს.

შეიძლება თუ არა ორსულისთვის სოლარიუმში გარუჯვა?

ერთმნიშვნელოვნად არა! ორსულობა და სოლარიუმი შეუთავსებელია. გარუჯვა უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდშიც. არც კრიტიკულ დღეებშია რეკომენდებული სოლარიუმით სარგებლობა, რადგან სხეულის ტემპერატურის მომატებამ შესაძლოა ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ორგანიზმში ამ დროს ჰორმონული ცვლილებები მიმდინარეობს, რაც შესაძლოა რუჯის ხარისხზე აისახოს.

ხალები, ჭორფლი და სოლარიუმი

მათ, ვისაც ბევრი ხალი აქვს, განსაკუთრებით - 15 მმ-ზე მეტი დიამეტრისა, ექიმები გარუჯვისგან თავის შეკავებას ურჩევენ. თუ გულით გინდათ რუჯის მიღება, სეანსის დროს დიდი ხალები ლეიკოპლასტირით დაიფარეთ. არც მზისგან დამცავი კრემის გამოყენება დაგავიწყდეთ. არსებობს რისკი, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ხალები ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნას. ზაფხულში დააკვირდით ხალებს და თუ შეამჩნიეთ, რომ იზრდება, ანთებითი ან სისხლმდენია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. სოლარიუმით სარგებლობა არც მათთვისაა სასურველი, ვისაც მეტისმეტად თეთრი კანი და ბევრი ჭორფლი აქვს - კანი უფრო გაწითლდება და დაიწვება, ვიდრე გაირუჯება. თუ მაინც გადაწყვეტთ გარუჯვას, კანზე სქლად წაისვით სოლარიუმის კრემი და მინიმუმამდე შეამცირეთ გარუჯვის დრო. შოკოლადისფერი კი შეიძლება ავტორუჯის საშუალებით მიიღოთ.

სოლარიუმის შემდგომი ლაქები - ქლოაზმები

ზოგჯერ ქალები გარუჯვის შემდეგ კანზე მუქ ლაქებს - ქლოაზმებს აღმოაჩენენ ხოლმე. ეს უსიამოვნება ჰორმონულ დარღვევებთანაა დაკავშირებული. სახეზე ქლოაზმები ხშირად უჩნდებათ ორსულებს. მიზეზი შესაძლოა ბევრი რამ იყოს: ჰორმონული პრეპარატები, ღვიძლის პათოლოგიები, გინეკოლოგიური დაავადებები, პარაზიტები და სხვა. ქლოაზმები უფრო ადვილად გაჩნდება, თუ გარუჯვის წინ სახეზე პარფიუმერიულ საშუალებას წაისვამთ, ამიტომ ყურადღებით გაეცანით სოლარიუმით სარგებლობის წესებს. მუქი ლაქების მოსაშორებლად გამოიყენეთ მათეთრებელი კრემი ან კანის გათეთრების ხალხური მეთოდები. თუ ქლოაზმა იზრდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ.

ალერგია სოლარიუმზე - ფოტოდერმატიტი

ზოგჯერ დასუსტებული ორგანიზმი მზის სხივებზე არაადეკვატურად რეაგირებს: იწყება კანის ქავილი, ჩნდება გამონაყარი. მზის ალერგია შინაგანი ორგანოების: ღვიძლის, თირკმელების, ფარისებრი ჯირკვლის და სხვათა - მუშაობის დარღვევის ნიშანია.

როგორ მოვიქცეთ?

უპირველესად, შეწყვიტეთ გარუჯვა. ქავილის დასაცხრობად გამოიყენეთ ლანოლინის, თუთიის ან მეთილურაცილის შემცველი საცხები. ფოტოდერმატიტის მიზეზის დასადგენად მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს ან ალერგოლოგს.

სოლარიუმის უკუჩვენებები

  • სოლარიუმი აკრძალულია ექვსი თვის განმავლობაში კანის ლაზერული გაპრიალების შემდეგ.
  • ქიმიური პილინგის შემდეგ სოლარიუმი უკუნაჩვენებია ერთი თვის განმავლობაში.
  • ეპილაციის შემდეგ სოლარიუმს მრავალი უსიამოვნების მოტანა შეუძლია. მაღალია დამწვრობის განვითარების რისკი, რადგან კანს მოშორებული აქვს დამცავი ფენა.
  • სოლარიუმზე ნურც იფიქრებთ ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს.
  • სოლარიუმი ასევე უკუნაჩვენებია ოპერაციის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ რუჯი მთელი ორგანიზმისთვის დამატებითი დატვირთვაა.
  • ულტრაიისფერ სხივებს ძნელად იტანენ ის ადამიანები, რომელთაც აწუხებთ ღვიძლი, სისხლმბადი და ნერვული სისტემის დაავადებები, აქვთ შაქრიანი დიაბეტი.