ზაფხულის მოლოდინში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხულის მოლოდინში

ფორთოხალივით კანი

რაც უფრო ახლოვდება ზაფხული, უფრო და უფრო საშიში ხდება მზის სხივები. ამრიგად, რაც უფრო ადრე დაიწყებთ რუჯისთვის კანის მომზადებას, მით უკეთესი. აუცილებლად შეიძინეთ სახისა და ტანის კრემი და ტუჩების ბალზამი ულტრაიისფერი ფილტრით. ხშირად გაიკეთეთ სახისა და ყელის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი. თუ ჭარბთმიანობა გაწუხებთ, მიმართეთ სალონს ან შინ გაიკეთეთ ეპილაცია. პარფიუმერიის მაღაზიებში იყიდება სახისთვის განკუთვნილი ეფექტური სადეპილაციო საშუალებები, რომლებსაც თან ახლავს სპეციალური კანის აღმდგენი ნივთიერებებით გაჟღენთილი ტამპონი ან დეპილაციის შემდეგ სახმარი კრემი.

ლამაზი თმა

ელეგანტური გარეგნობა და ქერტლი ურთიერთშეუთავსებელი ცნებებია. ან რაში გჭირდებათ დათოვლილი მხრები ზაფხულში? შეიძინეთ შამპუნი, რომელსაც ქერტლის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. თუ თმა მყიფეა და ბზინვარება აკლია, დაგეხმარებათ მკვებავი შამპუნი და ნიღაბი. გამოიყენეთ ბალზამიც, რომელიც თმას სიჯანსაღესა და ბზინვარებას მატებს. ფერის გამოცოცხლება გსურთ? ტონის მიმცემი ბალზამი თქვენს განკარგულებაშია!

მაინც რაზეა დამოკიდებული სილამაზე?

რა თქმა უნდა, ბუნებრივ მონაცემებზეც, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია სხეულის მუდმივი მოვლა.

სხეულისთვის

  • შეარჩით საშხაპე საშუალებები კანის ტიპის შესაბამისად.
  • დამამშვიდებელი არომატის მქონე გელები და კრემები - საღამოსთვის, ხოლო გამამხნევებელი - დილისთვის!
  • მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის გამოიყენეთ რძეზე დამზადებული მსუბუქი საშუალებები.

მაკიაჟისთვის

  • მაკიაჟის საფუძველი კანს თანაბარ ელფერს სძენს და ფარავს “გაზაფხულის” სიფითრეს.
  • თანამედროვე პუდრების უმრავლესობა შეიცავს ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ ფილტრს.
  • გახსოვდეთ, კოსმეტიკა, ძვირად ღირებულიც კი, მხოლოდ სუფთა და ჯანმრთელ კანზე გამოიყურება კარგად.

ტუჩებისთვის

  • შინიდან გასვლამდე გადაისვით ტუჩებზე ბალზამი.
  • დროდადრო ჩაიტარეთ ტუჩების პილინგი ამქერცლავი საშუალებით ან კბილის ჯაგრისით.