ქალურ პრობლემათა სტატისტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალურ პრობლემათა სტატისტიკა

ყველაზე გავრცელებული მიზეზები

1. სასუნთქი სისტემის დაავადებები: გრიპი, მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებები, ლარინგიტები, ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ბრონქული ასთმა. სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველი 1000 ქალიდან 212-ს აწუხებს. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ტუბერკულოზიც. ამ უკანასკნელით ავადობის მაჩვენებელი ბოლო ათი წლის განმავლობაში 1,6-ჯერ გაიზარდა.

2. შარდსასქესო სისტემის დაავადებები. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ცისტიტი, პიელონეფრიტი და ყველა “ქალური” დაავადება. გინეკოლოგებს, ნეფროლოგებსა და უროლოგებს ყოველწლიურად 1000-დან 180 ქალი მიმართავს.

3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები ყოველი 1000-დან 125 ქალის პრობლემაა. მათ შორის - გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წლულოვანი დაავადება, ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები. ხშირია ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადების შემთხვევები, პანკრეატიტი და ჰეპატიტები. გასტროენტეროლოგები აღნიშნავენ, რომ კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგიები საკმაოდ გაახალგაზრდავდა.

4. ნერვული სისტემა. ყოველ მე-10 ქალს ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ყველაზე ხშირად გვხვდება ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, ნევროზები, ნევრიტი. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ფსიქიკის სხვადასხვა ტიპის დარღვევა.

5. 100 ქალიდან 6 მიმართავს დერმატოლოგს. ყველაზე ხშირია დერმატიტები, გაცილებით იშვიათი - ფსორიაზი.

6. ასაკთან ერთად იმატებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკიც. 20-დან 45 წლამდე 1000-დან მხოლოდ 8 ქალი მიმართავს კარდიოლოგს, 35-დან 40 წლამდე კი ეს მაჩვენებელი 85-მდე იზრდება.

7. 40-45 წლისთვის მნიშვნელოვან პრობლემად იქცევა შაქრიანი დიაბეტი. ის განსაკუთრებით ჭარბწონიანებს ემუქრებათ.

8. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - 1000-დან 6 ქალი ენდოკრინოლოგის პაციენტია.

9. 20-დან 45 წლამდე ქალებს უხდებათ ონკოლოგთან ვიზიტიც. ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები ათასიდან 24 ქალის ხვედრია.

10. არცთუ იშვიათია ახალგაზრდა ქალებში ტრავმები და ინტოქსიკაციები. მათი 80% სწორედ 30 წლამდე ასაკს ემთხვევა. 40 წლიდან ტრავმის მიღების ალბათობა საგრძნობლად იკლებს.

ორსულობა დაავადება არ არის

ეს სიტყვები ხშირად გაგვიგონია. სამწუხაროდ, უკანასკნელ ხანს იმატა იმ ქალების რიცხვმა, რომლებსაც ორსულობისას სხვადასხვა დაავადებაც ემუქრებათ. მაგრამ არა იმიტომ, რომ დაორსულდნენ. როგორც გაირკვა, დაორსულებამდე ქალთა მხოლოდ 12-15%-ია პრაქტიკულად ჯანმრთელი, ორსულობის პერიოდში კი ორგანიზმში ფარულად თუ აშკარად მიმდინარე ყველა დაავადება მწვავდება და თავს გვახსენებს.

“ქალური” დაავადებები

ამგვარ პრობლემას სიცოცხლეში ერთხელ ქალების თითქმის ნახევარი აწყდება. დღეს ყოველ მეოთხე ქალს აქვს სასქესო სისტემის რომელიმე ქრონიკული ინფექცია და სასქესო ორგანოთა ანთება. 25 წლიდან ახალგაზრდა ქალების 30% მენსტრუალური ციკლის დარღვევებს უჩივის. უდიდესი პრობლემაა უშვილობა.

ქალი და სიმსივნე

45 წლამდე ასაკის ყოველი 100 ათასი ქალიდან 330-ს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ამასთან, 1500-დან ერთს - სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, 3000-დან ერთს - საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს კიბო, 5 ათასიდან ერთს - საკვერცხის სიმსივნე.

სხვა ფორმები გაცილებით იშვიათია. მათ უმთავრესად აპროვოცირებს მემკვიდრეობითი ფაქტორი, იმუნური სისტემის დაავადებები და სხვა. მნიშვნელოვანი ფაქტორებია ცხოვრების წესი, შრომისა და დასვენების პირობები და ის, როგორ ეკიდება ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას.

ქალებთან კანის კიბო უფრო მეტად სოლარიუმებში სიარულს და არარაციონალურ გარუჯვას უკავშირდება. ძალიან საშიშია სოლარიუმში ყოველდღიურად 15-20 წუთის გატარება, განსაკუთრებით - 20 წლამდე ასაკის გოგონებისთვის. მათთან ამგვარ პირობებში სიმსივნის განვითარების ალბათობა 3,5-ჯერ იმატებს. ჯამურად ყოველ 10 ათასიდან 21 ქალს კანის სიმსივნე აქვს. გაცილებით მაღალია მისი განვითარების ალბათობა თეთრკანიანებსა და იმ პირებთან, რომელთა საქმიანობაც ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს.

ალკოჰოლი, თამბაქო და ნარკოტიკები

თამბაქო ზრდის ყველა ქრონიკული დაავადების გამწვავების ალბათობას, აბერებს კანს და აზიანებს სისხლძარღვებს.

დღეს აქტუალურია ალკოჰოლის პრობლემაც. ალკოჰოლური სასმლით ინტოქსიკაციით გადაცვლილთა 77%-ს სწორედ ახალგაზრდები შეადგენენ. დიაგნოზი ალკოჰოლიზმი გააჩნია ყოველ 2000-დან 1-ს. ეს თითქოს არც ისე მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ ეს მხოლოდ ოფოციალური სტატისტიკაა, საკმაოდ ბევრი ამ დიაგნოზის მქონე აღრიცხული არ არის. რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

კატასტროფულად მატულობს ქალ ნარკომანთა რიცხვიც, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში იმ ქალთა რიცხვი, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარნენ, 4-ჯერ გაიზარდა.