სასიამოვნო სიახლეები მინიატურული და მაღალი ქალბატონებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასიამოვნო სიახლეები მინიატურული და მაღალი ქალბატონებისთვის

მინიატურულ ქალბატონებს

ნაკლებად ემუქრებათ კიბო

არსებობს ავთვისებიან სიმსივნეთა სახეობები, რომლებიც უმეტესად მაღალ ადამიანებთან გვხვდება, მათ შორის - მელანომა, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელების, მკერდისა და სწორი ნაწლავის კიბო. ეს ნიუიორკელი პროფესორის ექსპერიმენტის შედეგია. მისი აზრით, სიმსივნის ამ ტიპების განვითარების ალბათობა 177 სმ-ზე მაღალ ქალებთან 30-40%-ით მეტია, ვიდრე მათთან, ვისი სიმაღლეც 157-დან 160 სმ-მდე მერყეობს. მაღალ ქალებს შინაგანი ორგანოები დაბლებზე გაცილებით მსხვილი და დიდი ზომისა აქვთ. შესაბამისად, მათ ორგანიზმში მეტი უჯრედია, ამიტომ უჯრედული მუტაციების განვითარების რისკიც გაცილებით მაღალია. გარდა ამისა, შესაძლოა, ის ფაქტორები, რომლებიც ქალის სიმაღლეზე ახდენს გავლენას, სიმსივნური ახალწარმონაქმნების განვითარებასაც უწყობდეს ხელს.

ნაკლებად ემუქრებათ თრომბები

თუ ქალი 160 სმ-ზე დაბალია და, ამასთან, ნორმალური ან ნორმასთან მიახლოებული წონა აქვს, თრომბების განვითარების ალბათობა მაღლებზე სამჯერ ნაკლები ექნება - ეს უკვე ნორვეგიელ მკვლევართა დასკვნა გახლავთ. მაღალი ქალების სხეულში სისხლს მიმოქცევისას გაცილებით დიდი მანძილის გავლა უწევს, რაც სისხლის ნაკადს ასუსტებს და თრომბების წარმოქმნის ალბათობას ზრდის, რომლებიც, თავის მხრივ, ინსულტს უქადის ჩვენს ორგანიზმს. სიმაღლის შეცვლა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, სამაგიეროდ, ადვილია რამდენიმე ჭარბი კილოგრამის დაკლება. დადგენილია, რომ წონის მოწესრიგება საგრძნობლად ამცირებს თრომბების გაჩენის რისკს.

დიდხანს ცოცხლობენ

ერთ-ერთი გენი, რომელიც ტანმორჩილ აღნაგობაზეა პასუხისმგებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს. გენური მუტაცია, რომელიც გავლენას ახდენს ინსულინისმაგვარი ზრდის ფაქტორის მუშაობაზე, იმავდროულად საგრძნობლად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.

მაღალ ქალბატონებს

გული საიმედოდ აქვთ დაცული

173 სმ-ზე მაღალ ქალებს 28%-ით ნაკლებ ემუქრებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ვიდრე მათ, ვისი სიმაღლეც 160 სმ-ს არ აღემატება. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ შეუძლიათ, თამამად მიირთვან ფასტფუდი ან თამბაქოსა და ალკოჰოლს მიეძალონ. მართალია, განსაზღვრული გარანტიები არსებობს, მაგრამ ზომიერება მაღალი და დაბალი ქალებისთვის ერთნაირად აუცილებელია.

საიდან ასეთი ბონუსები?

გენები, რომლებიც ტანმორჩილ აღნაგობას განსაზღვრავს, იმავდროულად სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის მაღალი დონის შენარჩუნებაზეც აგებს პასუხს, რაც გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

სიბერეში ნათელი გონება ექნებათ

170 სმ-ზე მაღალი ქალები 50%-ით ნაკლებად იხოცებიან დემენციით, ვიდრე ქალები, რომელთა სიმაღლეც 155 სმ-მდეა. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ის ფაქტორები, რომლებიც ადამიანის სიმაღლეზეა პასუხისმგებელი, აგრეთვე - ბავშვობაში გადატანილი დაავადებები, სტრესები და არარაციონალური კვება უფრო მეტად ზრდის მოხუცებულთა ჭკუასუსტობის განვითარების ალბათობას, ვიდრე გენეტიკური თავისებურებანი.

ორსულობა და მშობიარობა გაცილებით უადვილდებათ

მომავალ დედებს, რომელთა სიმაღლეც 168 სმ-ს აღემატება, 20-60%-ით ნაკლებად ემართებათ გესტაციური - ორსულთა დიაბეტი, ვიდრე 157 სმ-ზე დაბალ ქალებს. ასე დაასკვნეს ამერიკელმა მეცნიერებმა 220 ათას ორსულზე დაკვირვების შედეგად. თუმცა ბოლომდე ვერ დაადგინეს, რა მიზეზშედეგობრივი კავშირია ამ ორ მოვლენას შორის. მათი აზრით, გენები, რომლებიც სიმაღლეს ანიჭებს ადამიანს, გავლენას ახდენს გლუკოზის ცვლაზეც. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე: 155 სმ-ზე მეტი სიმაღლე საგრძნობლად ამცირებს მშობიარობის გართულებებსა და საკეისრო კვეთის ჩატარების აუცილებლობას.