კანს მზე სწყურია! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანს მზე სწყურია!

1. სიწითლე, გამონაყარი, სითხოვანი ბუშტუკები - ეგზემის სიმპტომებია. მზეზე მეტისმეტად გამომშრალი კანი დისკომფორტზე ანთებითი პროცესით ან ნეიროდერმიტით რეაგირებს. როგორ მოვიქცეთ? მიიღეთ გრილი შხაპი, დაისველეთ კანი პირსახოცით და წაისვით დამატენიანებელი ლოსიონი ან რძე. მაშინვე ნუ ეცემით ჰორმონულ პრეპარატებს. სცადეთ ნატურალური ბიოდანამატები.

2. სიცხე მზის ალერგიასაც უწევს პროვოცირებას. ასე რომ არ მოხდეს, კანი მზეს თანდათანობით შეაჩვიეთ. ნაკლები ხანი გაატარეთ მზის გულზე. 10-დან 16 საათამდე დაისვენეთ ჩრდილში. გარუჯვის დროს მიიღეთ C ვიტამინი. რუჯი ლამაზი და თანაბარი რომ იყოს, რაციონში ჩართეთ ბეტა-კაროტინით მდიდარი საკვები - სტაფილო, ნესვი, გარგარი და პომიდორი.

3. ულტრაიისფერი სხივების ჭარბმა ზემოქმედებამ შესაძლოა ძალზე უსიამოვნო შედეგი გამოიღოს: გამოიწვიოს კანის დამწვრობა, თვალის რქოვანას დაზიანება, ნაადრევი სიბერე, ავთვისებიანი სიმსივნე... განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, ვისაც ფერმკრთალი კანი და ღია ფერის თვალები აქვს. კანი, თმა და თვალები რომ არ დაზარალდეს, მზეზე გამოსვლის წინ დაიხურეთ ფარფლებიანი ქუდი და გაიკეთეთ მზის სათვალე. აუცილებლად წაისვით გასარუჯი კრემი, რომლის დაცვის ხარისხი შეესატყვისება თქვენი კანის ტიპს. კრემი კანზე უნდა წაისვათ შინიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე.

4. მზის აქტივობისას ხშირად იღვიძებს ჰერპესის ვირუსი. “სასწრაფო დახმარებად” შეგიძლიათ გამოიყენოთ აციკლოვირის შემცველი კრემი.

5. ყურადღება მიაქციეთ ხალებს, ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს!

6. მიირთვით C ვიტამინით მდიდარი ხილ-ბოსტნეული - ეს ვიტამინი ხელს უწყობს კანის უჯრედების სწრაფ განახლებას.