თავდაჯერების განცდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავდაჯერების განცდა

სხვები გარუჯულები და დასვენებულები ბრუნდებიან აგარაკებიდან, ისინი კი, უპეებამოღამებულები, ყოველდღიურ რუტინას ებრძვიან. სამაგიეროდ, ისინი უზრუნველყოფილი ქალები არიან, რომელთაც შეუძლიათ, მოგვიანებით თავს უფლება მისცენ და ესპანეთის, საბერძნეთის ან თურქეთის მზიან სანაპიროზე გაემგზავრონ დასასვენებლად.

ქალებს, რომლებიც ზაფხულის ცხელ დღეებს ოფისში ატარებენ, თან უნდა ჰქონდეთ დამატენიანებელი სასხურებელი, თერმული წყალი და სხვა ნივთები. საღამოს შეხვედრის წინ თავის მოსაწესრიგებლად, კანის სინორჩის, სილაღისა და მხნეობის შესანარჩუნებლად საკმარისია სულ ხუთიოდე ნივთი.

უპირველეს ყოვლისა - მომცრო ხელჩანთა. ის მსუბუქი აქსესუარი უნდა იყოს და არა მძიმე ტვირთი! ამოალაგეთ ჩანთიდან ყველაფერი ზედმეტი და ჩააწყვეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები: კანის ტიპის შესაფერი რუჟი, ჰიგიენური ხელსახოცები, ტუჩის ბზინვარე საცხი, დეზოდორანტი, დამატენიანებელი სასხურებელი.

  • მოვლილი სახე ქალის მთავარი კოზირია. გემოვნებით წასმული რუჟი უფერულ კანსაც კი ახალისებს. აირჩიეთ მსუბუქი, პასტელური ტონები თქვენი კანის ტიპის შესაბამისად: ბაცი ვარდისფერი გამა - თუ ღია ფერის კანი გაქვთ, თბილი ატმისფერი - თუ მუქი (შეგიძლიათ, ტონალური კრემის ნაცვლად ხელოვნური რუჯი ან რუჯის მსგავსი შეფერილობის პუდრი გამოიყენოთ).
  • გაოფლიანებული სახე ნამდვილი მაგნიტია მტვრისა და ჭუჭყისთვის. თან ატარეთ ანტიბაქტერიული ხელსაწმენდები - მსუბუქია და კომპაქტური და დიდ ადგილს არ დაიკავებს, პატარა ხელჩანთაშიც კი შესანიშნავად ჩაეტევა და, რაც მთავარია, სასიამოვნო, გრილი და გამახალისებელი არომატი აქვს. კანიდან ცხიმოვანი ბზინვარების მოსაცილებლად შეგიძლიათ გამოყენოთ სპეციალური გასანთლული საწმენდი.
  • ვის სჭირდება ცხიმიანი პომადა, როცა არსებობს ტუჩის ნათელი, მსუბუქი, მბზინავი საცხების უზარმაზარი არჩევანი? ზაფხულისთვის ეს იდეალური ვარიანტია - სწრაფად და მარტივად ისმება, კონტურს არ მოითხოვს, არც ისე აშკარად “იჭმევა”, როგორც პომადა და განახლებაც ერთი მოძრაობით შეიძლება. სარკის ამოღებაც კი არ დაგჭირდებათ. მბზინავი საცხი, გარდა იმისა, რომ ხილის საისამოვნო არომატს აძლევს ტუჩებს (მამაკაცები, ფუტკრებივით, ტკბილ სუნებს ამჯობინებენ), შესანიშნავად ატენიანებს კანს. ზოგიერთი მბზინავი საცხის შემადგენლობაში შედის სპეციალური ნაწილაკებიც, რომლებიც ტუჩებს უფრო სქელს და ფუმფულას აჩენს. მბზინავი საცხის მაგივრობას გაგიწევთ ტუჩის დამატენიანებელი ბალზამი მზისგან დამცავი ფილტრით.
  • ქალის სურნელი ინტიმური და ამავე დროს უაღრესად საჯარო რამაა, რომელიც უსიტყვოდ უამბობს გარშემო მყოფებს თქვენზე. როგორი არომატიც არ უნდა შეარჩიოთ, მთავარია, მხოლოდ სისუფთავეს აფრქვევდეთ. ოფლის სუნი დაუშვებელია. დეზოდორანტი მუდამ ხელთ უნდა გქონდეთ, განსაკუთრებით - სიცხეში. ჩანთით სუნამოს ფლაკონის ტარება არაპრაქტიკულია.
  • ზაფხულში ჰაერის დატენიანება შეიძლება მინერალური წყლით (მაგალითად, შეგიძლიათ, პულვერიზატორით მოასხუროთ სამუშაო ადგილს). კანი, რომელიც დღეში რამდენიმე საათს განიცდის კონდიციონერის ზემოქმედებას, უამრავ სითხეს კარგავს, შრება და იქერცლება. აუცილებლად ატარეთ ჩანთით დამატენიანებელი სასხურებელი ან ჭურჭელი თერმული წყლით და ისხურეთ კანზე საათში ერთხელ. ასეთი სასხურებლების შემადგენობაში შედის დამატენიანებელი ნივთიერებები, მინერალური მარილები, რომლებიც კანის ჰიდრობალანსს აღადგენს, უბრუნებს მას ბუნებრივ ტონუსს და ჯანსაღ იერს.