ფერი და სეზონი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფერი და სეზონი

პრაქტიკა მოწმობს, რომ პირველივე ცდაზე ყოველთვის წარმატებით ვერ ვარჩევთ ფერთა პალიტრას. უპირველესად, უნდა გააცნობიეროთ, რომ ლამაზია ის ფერი, რომელიც დაგამშვენებთ. მაგალითად, რუხი ბევრისთვის მოწყენილობასთან, დეპრესიასთან ასოცირდება, მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ფერია და თუ გიხდებათ, რატომაც არ უნდა ჩართოთ გარდერობში?

პირველი ნაბიჯია იმის გარკვევა, ცივია თუ თბილი თქვენი კანის ფერი. ამისთვის ხელი მოხარეთ. თუ წარმოქმნილი ნაოჭი მოლურჯო ელფერისაა, კანის ფერი ცივი ტიპისაა.

თვალის თითოეულ ფერსაც უამრავი ტონალობა აქვს. ცივია ის თუ თბილი, ძნელი დასადგენი არ არის. თბილ ფერებად მიიჩნევა შოკოლადისფერი, მუქი თაფლისფერი, ფირუზისფერი, მომწვანო-მოცისფრო, რუხი, ხოლო ცივად - ცისფერი, სუფთა რუხი, კაკაოსფერი და გამჭვირვალე მწვანე.

თმის ფერის ტიპიც იოლი დასადგენია, ოღონდ აქ გასათვალისწინებელია მხოლოდ ნატურალური ფერი.

ცივია ოქროსფერში გარდამავალი ღია წაბლისფერი, წაბლისფერი წითური ელფერის გარეშე. თბილია წითური, ოქროსფერი, წაბლისფერი, რომელსაც ოქროსფერი დაჰკრავს.

თუ საკუთარ თავში თბილი ფერები აღმოაჩინეთ, ე.ი. “გაზაფხულს” ან “შემოდგომას” მიეკუთვნებით, თუ ცივი - “ზამთარს” ან “ზაფხულს”.

„ზამთრის“ ფერების განსაზღვრა ყველაზე ადვილია: უმალვე გეცემათ თვალში კონტრასტი სახის კანსა და თმის ფერს შორის. ასეთ ადამიანებს ხშირად ძალიან ბაცი, ფაიფურის მსგავსი კანი აქვთ მოლურჯო ან მორუხო ელფერით. ასეთი კანი პრაქტიკულად არ ირუჯება. თუმცა „ზამთრის“ ტიპისა შეიძლება იყოს მუქი კანიც, რომელსაც კარგად ეკიდება მზე. თმა შავია, მუქი წაბლისფერი ან პლატინისებური ქერა მუქ კანზე. წარბები და წამწამები „ზამთრის“ ტიპს იმავე ფერისა აქვს, რომლისაც თმა, თვალები - თაფლისფერი, მწვანე ან რუხი.

ამ შემთხვევაში სამოსის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ მკვეთრ და ცივ ფერებს: შავს, თეთრს, ლურჯს, რუხს, ლიმონისფერს, ვარდისფერსა და ცისფერს, ბორდოს, ლალისფერს, იისფერს, ზურმუხტისფერს.

საუკეთესო ვარიანტია სადა ქსოვილი. თუ მოხატულია, ჯობს, ჰქონდეს გეომეტრიული პრინტი.

უხეში შეცდომა იქნება ნარინჯისფერისა და სპილენძისფერის გამოყენება როგორც ჩაცმულობაში, ისე მაკიაჟისთვის თუ თმის შესაღებად.

“ზაფხულიც” ცივი ტიპისაა, თუმცა ზამთარზე თბილი და ნაკლებად კონტრასტული. კანი ნაზია, ბაცი ვარდისფერი ან ბაცი ზეთისხილისფერი, ფაიფურივით გამჭვირვალე და გლუვი. თმა შეიძლება ნებისმიერი ფერის იყოს, ბაცი ჩალისფერიდან მუქ წაბლისფრამდე. წარბები და წამწამებიც ცივი ელფერისაა, თვალები - რუხი, მორუხო-მოცისფრო ან მოლურჯო-მომწვანო.

აქ სამოსის შერჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს პასტელურ ტონებს. მისაღებია რუხის ყველა ელფერი, ბაცი ვარდისფერი, ბაცი ცისფერი, ფირუზისფერი და მუქი ლურჯი, მოცხარისფერი, ბორდო, კაკაოსფერი, ყავისფერი, ყვითელი და ჩალისფერი. ერიდეთ მოყვითალო-მომწვანოს, გარგარისფერსა და მარჯნისფერს. „ზაფხულის“ ტიპის ქალებს ძალიან უხდებათ ტანსაცმლის ფერების მონოქრომული პრინციპით შეხამება.

მისაღებია შიფონი, ხავერდი, მაქმანი, გაზი, კრეპჟორჟეტი, მუარი. შეიძლება თხელი შალი, ფლანელი, სელი, ქაშმირი, ტვიდი და ტრიკოტაჟი. ქსოვილის მოხატულობა ხაზს უნდა უსვამდეს ქალურობასა და მოხდენილობას. ერიდეთ მკაფიო გეომეტიულ ხაზებს, კუთხეებს და უჯრედებს.

ტიპური შეცდომაა ფერთა მკვეთრი კონტრასტი. შავისა და თეთრის შეხამებისგანაც კი თავის შეკავება ჯობს. რაც უფრო მუქია თმა, მით უფრო მუქი ტონები შეიძლება გამოვიყენოთ ჩაცმულობასა და მაკიაჟში.

„შემოდგომა“ ყველზე თბილია. კანი შეიძლება იყოს როგორც ღია, ისე საკმაოდ მუქი: სპილოსძვლისფერი, ატმისფერი, მოოქროსფრო, ბრინჯაოსფერი და ზეთისხილისფერი, თმა - ქერა, სპილენძისფერი, ჟღალი, მოწითალო წაბლისფერი. თვალები, ჩვეულებრივ, მწვანეა, ქარვისფერი, კონიაკისფერი, მკვეთრი ცისფერი, წამწამები და წარბები - თითქმის უფერული, მაგრამ მათი გამუქება არ ღირს - გარეგნობას უხეშ და კარიკატურულ შტრიხებს შესძენს.

ჩაცმულობა უმთავრესად ტერაკოტისფერი, ზეთისხილისფერი, ჭაობისფერი, მდოგვისფერი უნდა იყოს. მისაღებია აგრეთვე თბილი ვარდისფერი, ლურჯი, ქლიავისფერი, იისფერი, თბილი წითელი.

ქსოვილებიდან საუკეთესო ვარიანტებია დრაპი, ტვიდი, ჯერსი, ნატი, ველვეტი. „შემოდგომა“ ერთადერთი ტიპია, ვინც ვულგარულად არ გამოიყურება ვეფხვისა და ლეოპარდის ტყავივით მოხატულ ტანსაცმელში. უხდება ფოლკლორული მოტივებიც.

უნდა ერიდონ ცივ ცისფერს, მუქ ლურჯს. შავი და თეთრი მათ არ უხდებათ.

„გაზაფხულის“ ტიპის ქალებს ხშირად ქერა ან ბაცი წაბლისფერი თმა აქვთ, კანი - ოქროსფერი ატმისფერი ელფერით, თვალები - ღია ცისფერი, ფირუზისფერი, მწვანე, ღია თაფლისფერი. წარბებისა და წამწამების ფერი შეესაბამება თმის ფერს ან ერთი-ორი ტონით მუქია.

„გაზაფხულის“ ფერები თბილი, კამკამა და ნატურალურია, საკმაოდ მკვეთრია, მაგრამ ნაკლებად კონტრასტული. ამ ტიპის ქალებს მოუხდებათ ნაზი და თბილი ფერები: ყვითელი, სტაფილოსფერი და წითელი, მოყვითალო-მომწვანო, კარამელისფერი, მოყვითალო-მოვარდისფრო, ატმისფერი, გარგარისფერი, ბაცი ლურჯი, იასამნისფერი, ჩალისფერი, კრემისფერი, ქვიშისფერი. მუქ ფერებს ჯობს ერიდონ.

ქსოვილებიდან მისაღებია ბამბა, სელი, ხავერდი, ნატი, ტრიკოტაჟი, სადა ან ნაზი, წვრილი ყვავილებით მოხატული. შეიძლება კლაკნილი ხაზებიც. უნდა ერიდონ მკვეთრ და მსხვილ პრინტს. კონტრასტული ფერების, მაგალითად, თეთრისა და შავის შეხამება არ ღირს. ასევე მიუღებელია ექსტრავაგანტული ჩაცმულობაც, რადგან ამ ტიპაჟის სისუფთავეს და სიხალასეს არ შეეფერება.