როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუს

და მასთან ამ სიმბოლურ კავშირს. მაგრამ თუ ბავშვი უკვე იღებს დამატებით საკვებს და აღარც ღამით იღვიძებს საჭმელად, ძუძუს უფრო ადვილად გადააჩვევთ. დედები შიშით ელიან ამ დღეს, რადგან არ იციან, რა რეაქცია ექნება ბავშვს - ვაითუ შვილის ტირილს ვერ გაუძლონ...

როგორ უნდა მოიქცეს დედა, რომ ძუძუს გადაჩვევის პროცესმა ბავშვისთვის უმტკივნეულოდ ჩაიაროს?

შეიძლება გამოვყოთ ძუძუთი კვების გადაჩვევის ორი ტიპი:

1. ნელი და დამზოგველი - დედას ნელ-ნელა მინიმუმამდე დაჰყავს ძუძუთი კვების სადღეღამისო ჯერადობა, თუ ბავშვმა ძუძუ მოითხოვა, ცდილობს, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოს, მაგალითად, სათამაშოთი გაართოს ან გაასეირნოს.

2. მკვეთრი და მყისიერი - ამ მეთოდს უმეტესად მაშინ მიმართავენ, როცა დედა დეკრეტული შვებულებიდან სამსახურში ბრუნდება. ბავშვი მთელი დღე ვეღარ ხედავს დედას და მისი არყოფნის გამო თანდათან ავიწყდება კიდეც ძუძუ.

ძუძუს გადაჩვევისას მთავარია დედის სიმტკიცე - ის არამც და არამც არ უნდა დაჰყვეს ბავშვის თხოვნას და ძუძუ არ მოაწოვოს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატარამ გაუჩერებლად იტიროს, ჩვენ კი ზედაც არ შევხედოთ! პირიქით, უნდა დავუყვავოთ და ვეცადოთ, ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინოთ.

ეცადეთ, ძუძუს გადაჩვევის პერიოდში არ ჩაიცვათ გულამოჭრილი ტანსაცმელი. თუ ბავშვმა ძუძუსკენ გაიწია, ეცადეთ, თამაშში აიყოლიოთ, გააცინოთ ან სხვა რამით დააინტერესოთ.

დედისთვის ყველაზე მძიმე ის წუთებია, როცა ბავშვი მისით მანიპულირებას ცდილობს - წესისამებრ, ტირილით, ყვირილით, ისტერიკით. ცხადია, გულისხმიერად უნდა მოეკიდოთ პატარას განცდებს, მაგრამ მტკიცედ უნდა გაუმეოროთ, რომ ძუძუს წოვა არ შეიძლება! ზოგჯერ ბავშვი ჭირვეულობას იწყებს, ჭამაზე უარს ამბობს, სუსტდება და სიცხეც კი უწევს. თუ დანებდებით, ბავშვი მიხვდება, რომ სუსტი წერტილი გიპოვათ და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში ისარგებლებს ამით.

სარძევე ჯირკვლებში რძის გამომუშავების შესამცირებლად სვით ნაკლები სითხე. არ გამოიწველოთ რძე - ეს ორგანიზმისთვის ლაქტაციის აუცილებლობის მანიშნებელი სიგნალია!

გახსოვდეთ, რომ ძუძუთი კვების გადაჩვევისას პრობლემას ყველა მეძუძური დედა აწყდება და ნუ დაიდანაშაულებთ თავს. ძუძუს გადაჩვევა გარდაუვალია!