სტრესი დედიდან შვილზე რძითაც გადაეცემა
მომატებული ჰქონდათ მარტოხელა დედებსა და მათ, ვისაც საკეისრო კვეთა ჰქონდათ ჩატარებული.
კორტიზოლი მართავს ორგანიზმის სტრესულ რეაქციას, მოქმედებს განწყობასა და ზრდაზე. გარკვეული რაოდენობით ეს ჰორმონი აუცილებელია ნორმალური განვითარებისთვის. თუმცა, კორტიზოლმა შეიძლება ბავშვის ხასიათზეც იმოქმედოს. ახალნამშობიარები ქალები ამიტომაც განსაკუთრებულ მორალურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ზრუნვას საჭიროებენ.
ვაშინგტონელი სპეციალისტების მტკიცებით, დედებს სტრესთან გამკლავებაში ახალშობილთან ფიზიკური კონტაქტი ეხმარება, რასაც სხვა უპირატესობებიც გააჩნია. სხეულით კონტაქტი ხელს უწყობს ჩვილის გულის რითმის, სუნთქვის სტაბილიზიაციას, წონაში მატებას, ბავშვის დამშვიდებას და ამარტივებს ძუძუთი კვების პროცესს.
ლალი ჩხიკვაძე