ჯანსაღი ამბიცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი ამბიცია

როგორ დავიცვათ ეს ფაქიზი საზღვარი

შეარჩიეთ თქვენთვის ძალზე სასურველი და საყვარელი სამუშაო. წარმატებული კარიერა ბედნიერ ქორწინებასავით მხოლოდ სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს, მათრახის ქვეშ შრომამ კი ფიზიოლოგიური დარღვევებიც შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად - ქრონიკული სურდო და კანის ალერგიული რეაქციები.

რჩევა: მიაღწევ თუ არა დასახულ მიზანს, მაშინვე დაისახე ახალი.

შექმენი ატმოსფერო

გეცნობათ გამონათქვამი “სამსახურში - როგორც დღესასწაულზე”? მეგობრულ, გულგახსნილ და კეთილგანწყობილ კოლექტივში მოხვედრა დიდი გამართლებაა. მაგრამ თავადაც შეგიძლიათ დადებითი ატმოსფეროს შექმნა.

თუ სამუშაო გარემო საშუალებას იძლევა და წესები არ გზღუდავთ, ოთახი საყვარელი ნივთებით გააწყვეთ - სამუშაო მაგიდაზე ახლობელი ადამიანის ფოტო მოათავსეთ ან შინიდან წამოიღეთ მაგიდის ნათურა, რომელიც მოგწონთ.

დააკვირდით თანამრომლებს - იქნებ რაიმე სურთ განსაკუთრებულად? შეიძლება მცირე საოფისე ტრადიციების შემოღებაც - მაგალითად, ყოველი სამუშაოს წინ ერთობლივად ჩაის ან ყავის სმა, სამუშაოს შემდეგ სპორტდარბაზში ან კინოში სიარული, დასვენების დღეებში ქალაქგარეთ გასვლა - ეს ყველაფერი ხელს უწყობს დაახლოებას! როგორც იტყვიან, კოლექტივი იკვრება!

სტატისტიკა გვამცნობს, რომ ყოველი მეოთხე თანამშრომელი ქალი კოლეგებთან ფლირტშია შემჩნეული.

თუ თქვენ ეს მოგწონთ, მსუბუქი ფლირტით არაფერი დაშავდება - კოლეგა მამაკაცების მომეტებული ყურადღება არა მხოლოდ თვითშეფასებას აგიმაღლებთ, შეგმატებთ ძალას და შეგიქმნით სამუშაო განწყობას.

რჩევა: დაიცავით საზღვრები - ერთია ფლირტი, მეორე კი - ცოლიან მამაკაცებთან რომანი.

ჩაიფიქრეთ სურვილი

ვერ ასწრებთ სამუშაოს დამთავრებას დათქმულ ვადაში? სამუშაო გრაფიკიდან ვარდება ევროპული ოფისების თანამშრომელთა 20%. ეს კი ხშირად არა სიზარმაცით, არამედ წარუმატებლობის შიშით აიხსნება.

როგორ უნდა შეცვალოთ ეს სიტუაცია?

ნუ გადადებთ საქმეებს ხანგრძლივად და ნუ შეინახავთ უჯრებში ღრმად. უმჯობესია საკუთარ თავს უთხრათ: “მე დღეს დავწერ ანგარიშს, სამ ფურცელს მაინც”, ვიდრე “ამ ანგარიშს სამი კვირა დასჭირდება”. “მინდას” ნაცვლად ყოველთვის თქვით - “ვალდებული ვარ”, სურვილის მიღწევა გაცილებით იოლია.

რჩევა: არ დაივიწყოთ დასვენება. უაზროდ ჯდომას და ეკრანის ყურებას აზრი არ აქვს, როცა ტვინი უარს აცხადებს მომსახურებაზე. ამ დროს უმჯობესია გახვიდეთ ქუჩაში 15 წუთით, ჩაყლაპოთ სუფთა ჰაერი. ოფისში შეიძლება მარტივი სავარჯიშოების შესრულებაც - კისრის, მხრების, თავის დამასაჟება საკუთარი ხელით. თუ კომპიუტერთან გიწევთ მუშაობა, არ დაივიწყოთ თვალების ვარჯიშები.