დღესასწაულის შემდგომი დაღლილობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღესასწაულის შემდგომი დაღლილობა

ახალ წელს ჩვენში მართლაც დიდხანს, მთელი ორი კვირა ზეიმობენ. ტრადიციული ქართული სუფრა მეტისმეტად ღლის ქალებს. მას წინ უძღვის ხანგრძლივი სამზადისი: სახლის დალაგება, საჩუქრებზე ზრუნვა, ტკბილეულის მომზადება, სუფრის გაშლა... გემრიელი კერძები და ტკბილეული წონის მომატებას განაპირობებს და განტვირთვის დღეებს ითხოვს, რაც ქალს უფრო მეტად ღლის. ახალი წელი რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენადვე დამქანცველია, გამორჩევით - ქალებისთვის, რადგან სწორედ მათ ზურგზე გადადის ყოველგვარი სამზადისი და საზრუნავი.

დღესასწაული ჩაივლის და თქვენ არაქათგამოცლილი და იმედგაცრუებული რჩებით. არადა, რამდენი გეგმა გქონდათ! დარბოდით მაღაზიებში, ახლობლებისთვის საჩუქრებს არჩევდით, იგონებდით სადღესასწაულო კერძების რეცეპტებს, გინდოდათ თავი მოგეწონებინათ და გარშემო მყოფთა აღფრთოვანება დაგემსახურებინათ... ხეირიანად დასვენებაც კი ვერ მოასწარით - უკვე დროა, მაღვიძარა მომართოთ. სამსახურში წასვლა უდიდეს ძალისხმევად გიჯდებათ, ოჯახი და კოლეგები ერთნაირად გაღიზიანებენ... როგორც ჩანს, თქვენ დღესასწაულის შემდგომი სტრესის მსხვერპლი ბრძანდებით.

ხანგრძლივი უქმეების შემდეგ ცხოვრების რიტმის შეცვლამ შეუძლებელია სტრესი არ გამოიწვიოს. პირობები შეიცვალა - ბუნებრივია, ორგანიზმი,

ფსიქიკა ამაზე რეაგირებენ, რათა ადაპტაცია მოახდინონ შეცვლილ გარემოსთან. ძალები მობილიზდება, გარემოსა და სიტუაციის მკვეთრი ან ხანგრძლივი ცვლილება იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. საზაფხულო შვებულების შემდეგ სამუშაო რიტმში დაბრუნება უფრო იოლია, რადგან ამაში კოლეგების საქმიანი განწყობა გეხმარებათ, დღესასწაულის შემდგომი საყოველთაო მოდუნება და დაღლილობა კი შრომის ეფექტიანობას მაინც და მაინც არ ზრდის. უსიამოვნო განწყობილება, მოთენთილობა, ძილის დარღვევა - ეს დღესასწაულის შემდგომი სტრესის ნიშნებია. საინტერესოა, როგორ გაატარეთ დღესასწაული, ხომ არ გჭირდებათ “დასვენება დასვენების შემდეგ”.

რა გაღელვებთ ყველაზე მეტად?

აი, ტიპური ვარიანტები:

გეგმები, რომელთა განხორციელებასაც ამ დღეებში აპირებდით, შემუშავების სტადიაში დარჩა. იმის გაცნობიერება, რომ სასარგებლო ვერაფერი გააკეთეთ, თქვენს სინდისს მძიმე ტვირთად აწევს. რამდენი თავისუფალი დრო დაიკარგა უქმად!

ელოდით, რომ ამჯერად მაინც მოხდებოდა სასწაული, მოგართმევდნენ საოცნებო საჩუქარს ან შეხვდებოდით ადამიანს, რომელიც სრულიად შეცვლიდა თქვენს ცხოვრებას, მაგრამ... არავითარი საოცრება არ მომხდარა.

წაეჩხუბეთ ქმარს ან ახლობლებს (სტატისტიკური მონაცემებით, უქმეებისას ოჯახური უთანხმოებები და განქორწინებები ხშირდება. ჩვეულებრივ დღეებში ახლობლებს მხოლოდ საღამოობით ხედავთ, როცა ისინი სამსახურიდან ან სასწავლებლიდან ბრუნდებიან, უქმე დღეებში კი ინტენსიურმა ურთიერთობამ დაგღალათ).

მეტისმეტად მუყაით ადამიანებს შვებულების შემდეგ სამუშაოდ დაბრუნება არ უჭირთ, რადგან ისინი საერთოდ არ ისვენებენ. თუ მათ რიცხვს ეკუთვნით, თქვენი გაღიზიანება ბუნებრივია.

ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დღესასწაულის შემდგომი სტრესისადმი, რადგან სწორედ ისინი არიან დაკავებულნი ყველაფრის ორგანიზებით: საჩუქრების ძებნით, სტუმრების გამასპინძლებით, - თუმცა მოქნილობის წყალობით დასასვენებლად უფრო ნაკლები დრო სჭირდებათ. სტრესის გადალახვა გაგვიადვილდება, თუ დავიცავთ ზომიერებას და ახალ რიტმს თანდათანობით შევეჩვევით. ეცადეთ, ადრე ადგეთ და ადრე დაწვეთ.

შინ თუ სამსახურში ყველა საქმეს ერთდროულად არ შეეჭიდოთ. მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობებს, მოაწესრიგეთ ფოსტა და დოკუმენტაცია. თუ კონცენტრირება გიჭირთ, დაიწყეთ ბინის დალაგება. ეს გონების მოკრებაში დაგეხმარებათ. თავი არიდეთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს.

სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის დამახასიათებელია შეცდომების დაშვება. გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. განეწყვეთ უკეთესისთვის და ცვლილებებს იოლად გადალახავთ.