მარტი და ქალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარტი და ქალი

როგორია თანამედროვე ქალი, რა არის მისთვის მთავარი?

ქალის ოჯახური ცხოვრება ბედნიერი რომ იყოს, კარიერა კი - წარმატებული, ეს თავად უნდა მოინდომოს. ეცადოს გრძნობისა და გონების ჰარმონიზებას. ცხოვრება საკმაოდ რთულია, ქალი ხან ბედნიერია, ხან უბედური, მაგრამ ბედნიერებისკენ სწრაფვა არ უნდა შეწყვიტოს. სხვა საქმეა, რა არის ბედნიერება. ათასწლეულების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ქალს მხოლოდ ოჯახური კერის დაცვა ევალებოდა. ის, უპირველესად, კარგი დედა, სანიმუშო მეუღლე და დიასახლისი უნდა ყოფილიყო. პროფესიული თვითრეალიზაცია მამაკაცთა პრივილეგიად მიიჩნეოდა. დღეს კი ქალები წარმატებულ კარიერაში მამაკაცებს ეცილებიან. ქვეყნის პრეზიდენტობა თუ არა, რომელიმე კომპანიის ან ფირმის ხელმძღვანელობა მაინც - აი, მათი პროგრამა-მინიმუმი.

ქალი სულ უფრო აქტიურ პოზიციას იკავებს საზოგადოებაში. შინ თუ გარეთ მიმდინარე პროცესებიც ეხმარება მის მოწინავეობას. რაღა თქმა უნდა, მამაკაცი ფიზიკურად, სექსუალურად და ეკონომიურადაც უფრო ძლიერია, - ამას ვერსად გავექცევით, - მაგრამ ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებაში ლიდერი მაინც ქალია. მამაკაცთა უმრავლესობაც წინააღმდეგი როდია, ლიდერის ისტორიული როლი ქალს გაუყოს ან საერთოდ გადაულოცოს მას ეს პოზიცია. საქართველოში ეს ტენდენცია თვალსაჩინოა - ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქალმა თითქმის სრულად იტვირთა ოჯახისა თუ შვილების მატერიალური უზრუნველყოფის მთელი სიმძიმე...

მოწოდებით დიასახლისი

თანამედროვე ქალიშვილები სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი სამსახური და კარიერაა. დრონი იცვალნენ... მათი დედები უმთავრესად ისეთ ოჯახებში იზრდებოდნენ, სადაც “შემომტანი” მამაკაცი იყო. მიიჩნეოდა, რომ ქალს სათანადო განათლება უნდა მიეღო, მაგრამ... მხოლოდ იმისთვის, რომ ღირსეული შვილები აღეზარდა და მთელი ცოდნა და გამოცდილება ოჯახისთვის მოეხმარებინა. ქალიც, როცა ბედი ისეთ მეუღლეს შეახვედრებდა, რომელსაც ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა შეეძლო, უმეტესად სიამოვნებით ამბობდა უარს სამსახურზე და დიასახლისთა რიგებს ემატებოდა. თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი ცხოვრება მხოლოდ სადილ-ვახშმის კეთების, რეცხვა-ლაგებისა და ტელეფონზე საუბრისგან შედგებოდა. ქალების უმრავლესობა საკმაოდ განათლებული და გემოვნებიანი იყო, ესწრებოდა კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, მართავდა წვეულებებს, მოგზაურობდა და მიაჩნდა, რომ ქალისთვის ეს ერთადერთი სწორი ცხოვრების წესი იყო. ჰოდა, ბუნებრივია, უკვირთ, რომ მათი ქალიშვილები მზად არიან, ბიზნესის ორომტრიალში გადაეშვან და მყუდრო ბინის დიასახლისობა საქმიანი ქალის არცთუ იოლ ცხოვრებაზე გაცვალონ.

დაბრკოლებების გადალახვა

იმ ქალების ცხოვრება, რომელთაც პროფესიული კარიერის შექმნა გადაწყვიტეს, ნამდვილად არ არის იოლი. ისინი მხოლოდ მაღალი კლასის სპეციალისტები კი არ უნდა გახდნენ, არამედ სრულყოფილად დაეუფლონ ურთიერთობის ხელოვნებას, ჰქონდეთ უნარი, დაასაბუთონ თავიანთი აზრი, დაარწმუნონ ოპონენტები. გოგონები ჯერ კიდევ სწავლისას ეძებენ შესაძლებლობას, იმუშაონ, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, ღრმად ჩასწვდნენ საბაზრო ეკონომიკის არსს, დაეუფლონ უცხო ენებს. შრომისმოყვარეობას სასურველი ნაყოფი მოაქვს - პრესტიჟული სამუშაო და სტაბილური შემოსავალი...

ცხოვრება თანდათან რბოლას ემსგავსება: მიზანი - წარმატება - ახალი მიზანი - კვლავ წარმატება და კვლავ ახალი ამოცანა. მშობლები წუწუნებენ, რომ შვილები პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ იცლიან, ძალიან იღლებიან და საღამოობით შინ დაბრუნებულებს ვახშმობის თავიც აღარ აქვთ. სამაგიეროდ თვითონვე არიან საკუთარი თავის ბატონ-პატრონნი. საქმიანი ქალებიც ოცნებობენ ძლიერ და ერთგულ მამაკაცებზე, ბავშვებზე, მყუდრო სახლზე, მაგრამ ეს მათთვის ერთადერთი მიზანი არ არის. როცა ბიზნესლედი ოჯახს ქმნის, ცდილობს, საოჯახო საქმეები, ბავშვების აღზრდა და მეუღლესთან ურთიერთობა საქმიანობას შეუთავსოს, ეს კი არც ისე ადვილია. კარიერა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ოჯახს კი ყურადღება აკლდება. თუ ქალს საკმარისი შემოსავალი აქვს, შეუძლია თავს უფლება მისცეს საოჯახო საქმეებში დამხმარე აიყვანოს, მაგრამ შვილებსა და მეუღლესთან ურთიერთობაში მის ადგილს ვერავინ დაიკავებს... აქ იწყება გაუცხოება, პრობლემები. ასე რომ, ქალს ძლიერი ნებისყოფა და დიდი ენერგია სჭირდება, რომ პროფესიულ ასპარეზზეც და ოჯახშიც სათანადოდ რეალიზდეს.