ნეგატიური მოლოდინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნეგატიური მოლოდინი

რა და ვინ დგას ამის უკან? მაინც საიდან მოდის ნეგატიურის მოლოდინი? ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ამის წინაპირობები შორეულ ბავშვობაშია საძიებელი, ეს ყველაფერი ოჯახიდან მოდის. ამიტომ ყოველთვის, როცა წარმოვთქვამთ მაგიურ ფრაზას - “მეშინია” ან “არ შემიძლია”, ყური მივუგდოთ შინაგან ხმას, ვისი ხმა ჩაგვესმის. იქნებ ეს დედის ხმაა, რომელიც არ ცდილობდა, ჩვენში ბავშვობიდანვე გამოემუშავებინა და წაეხალისებინა დამოუკიდებლობის გრძნობა?! გავიხსენოთ, ის ყოველთვის ჩვენს ნაცვლად აკეთებდა ყველაფერს. რეალურად ჩვენც შეგვეძლო გაკეთება, მაგრამ ხელს გვიშლიდა ამაში! სწორედ ასე ხდება ჩვენს ცნობიერებაში შეჩვეული უსუსურობის განმტკიცება, რაც გარკვეულ კომპლექსებს, განსაკუთრებით კი არასრულფასოვნების კომპლექსს აყალიბებს.

“არ შემიძლიას” უკან ყოველთვის წარსულის კონკრეტული ეპიზოდია. შევეცადოთ აღვიდგინოთ წარსული უმცირეს წვრილმანებამდე: ბგერები, სუნი, სახეები და გარშემო მყოფთა ქცევები. ვეცადოთ ცნობიერებაში “დაკონსერვებული” ეს გამოცდილება ხელახლა განვიცადოთ იმისათვის, რომ მოვიკრიბოთ ძალა, სიმამაცე, სითამამე და გავაკეთოთ ყველაფერი “არ შემიძლიას!”, “მეშინიას!” გადალახვით. ბევრი ქალი აღიარებს, რომ აწუხებს აზრები: “მე ვერ გავთხოვდები”, “მეშინია”. ყველაზე საინტერესო კი ამ ფრაზების გაგრძელებაა: “...იმიტომ, რომ ამისათვის არასაკმარისად კარგი ვარ, მაინც მიმატოვებენ” და ა.შ. შეეცადეთ გადაწყობას, უთხარით თავს: “მე მაქვს სრული უფლება, მქონდეს საკუთარი, სრულიად განსხვავებული ბედი!”

პარადოქსია, მაგრამ სატანჯველისგან გათავისუფლება უფრო საშიშია, ვიდრე თვით სატანჯველი. იმიტომ, რომ ტანჯვას უკვე შევეჩვიეთ, უკეთ შეგვიძლია ორიენტირება ცხოვრების ამ “ჩრდილოვან” ნაწილში, თანაც არავის ვადანაშაულებთ. ცხოვრების ნათელ, “მზიან” ნაწილში გადასვლა კი, სადაც სიცოცხლის ხალისი, ბედნიერება, წარმატება, ძალაუფლებაა - გვაშინებს მოსალოდნელი სირთულეებით და შესაძლო მარცხით. “საკუთარ სახეს დავკარგავ”, “შევარცხვენ საკუთარ თავს და ახლობლებს” - აი, ასე პროგნოზირებს ბევრი ქალი მარცხს. უთხარით საკუთარ თავს: “ცდა ბედის მონახევრეა” და თამამად გადადგით ნაბიჯი იდუმალი ბედისკენ! თვითშთაგონების ძალა ძალიან დიდია. არ იცხოვროთ ნეგატიური განწყობით, არ მისდიოთ ნეგატიურ კონცეფციას, თორემ საკუთარი ძალის რწმენას დაკარგავთ.

სქესობრივი ურთიერთობის კომპლექსი

გარეგნობა და სქესობრივი ურთიერთობა საკმაოდ მჭიდრო კავშირშია. ამას სექსოლოგებიც ამტკიცებენ. სხვადასხვა სახის ჩივილით მათთან მისულ პაციენტებს ყოველთვის ეკითხებიან, რამდენად კმაყოფილნი არიან ისინი საკუთარი გარეგნობით. ზოგიერთ ქალს მიაჩნია, რომ ბევრი ნაკლი აქვს, რის გამოც უარს ამბობს გათხოვებასა და სქესობრივ ცხოვრებაზე. ზოგჯერ საკუთარი სხეულისა თუ სასქესო ორგანოს მიმართ ზიზღის გრძნობასაც კი განიცდიან, რაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნით მომავალ ცხოვრებაში. ამ პრობლემების გამო ყალიბდება კომპლექსი და ქალს უჩნდება გათხოვების შიში. არ სურს საყვარელი მამაკაცისთვის თავისი ნაკლის გამჟღავნება, უფრთხის სქესობრივ კავშირს, აქვს გაშიშვლების შიში - მაგალითად, ჭარბთმიანობის გამო და ა.შ. ისეც ხდება, რომ ქალს სქესობრივი ლტოლვა უქრება.

მიზეზი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მათ შორის სასქესო ორგანოების მიდამოში ტკივილი, დისპარეუნია, რაც მტკივნეულ აქტს ნიშნავს, რის გამოც ქალი ხშირად სქესობრივ კავშირს თავს არიდებს, ვაგინიზმი - საშოს კუნთის უნებლიე შეკუმშვა, რომლის შემდგომი გართულება სქესობრივი ცხოვრების შიშია. ყოველივე ამის მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ შეგრძნებები ხშირად ფსიქოგენურში გადადის. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უარყოფითი ემოცია ფსიქიკაში უფრო დიდხანს ინახება, ვიდრე დადებითი. სქესობრივი ლტოლვის გაქრობა ან სქესობრივი კავშირის შიში შეიძლება სხვა მიზეზებმაც განაპირობოს. ეს შეიძლება იყოს ჰორმონული დარღვევები, ალკოჰოლის ან ნარკოტიკის ხშირი მიღება, თირკმლის დაავადებები, ფსიქოსოციალური ფაქტორები. ზოგჯერ ის სტრესების, დეპრესიის, სქესობრივი ტრავმების, ნევროზების, კონფლიქტების და ა.შ. მიზეზებითაც ჩნდება. ზოგჯერ ქალს რაიმე ფიზიკური ნაკლი აქვს, რომლის დაფარვასაც ცდილობს და საერთოდ უარს ამბობს გათხოვებასა და სქესობრივ ურთიერთობაზე. მკურნალობა ქალის თვითშეფასების ამაღლებით უნდა დაიწყოს. თუ არ ჩავთვლით არასრულფასოვნების კომპლექსს, ჩვენი ძირითადი კომპლექსები სწორედ სქესობრივი სახისაა, თუმცა ისინი მაშინ წარმოიქმნება, როცა ჩვენ სექსზე არ ვფიქრობთ. კომპლექსებისთვის თავის დაღწევის უამრავი მეთოდი არსებობს. ყველა ერთნაირად ეფექტურია, თუ სპეციალისტი ფლობს საჭირო გამოცდილებას და კვალიფიკაციას. ამიტომ სპეციალისტი ადამიანისთვის მისაღები მეთოდის მიხედვით უნდა შეირჩეს.