ვის ეკრძალება წაბლის ჭამა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
ვის ეკრძალება წაბლის ჭამა
ვის ეკრძალება წაბლის ჭამა
ზოგადად წაბლი ძალიან სასარგებლო პროდუქტია და მისი ყველა ნაწილი - ფოთოლი, ყვავილი, ქერქი (მერქანი), ტოტები, ნაყოფი - მდიდარია სასარგებლო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. თუმცა, არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც მისი მირთმევა აკრძალულია.

წაბლი ეკრძალებათ მათ, ვისაც აწუხებს:

• სისხლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი,
• საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ესა თუ ის პათოლოგია (გარდა ამისა, კუჭ-ნაწლავიდან ან ფილტვებიდან ფარული სისხლდენის რისკჯგუფში იმყოფება).

მათ კი, ვისაც ეს დაავადებები არ აწუხებს, უნდა იცოდნენ, რომ წაბლი მეტად სასარგებლო საკვებია და საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქტია, განსაკუთრებით იმ
ქვეყნებში, სადაც არ ხარობს. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი ნაყენი და ნახარში, ასევე სპირტიანი ნაყენიც. ნიგვზის, ნუშისა და მიწის თხილისგან (არაქისისგან) განსხვავებით, წაბლის ნაყოფი ნაკლებცხიმიანია (2%-მდე). სამაგიეროდ, გაჯერებულია სახამებლით (60%), შაქრებით (15%), ცილებით (6%), მინერალური ნივთიერებებით, უჯრედისით, A, B ჯგუფის, C ვიტამინებით.

უმი წაბლის დიდი რაოდენობით
ჭამა არ არის რეკომენდებული მთრიმლავი ნივთიერებების უხვი შემცველობის გამო. წაბლის ფოთლები მდიდარია გლიკოზიდებით, პექტინებით, ფლავონოიდებით, ზეთებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და K ვიტამინით.
გამომშრალი ნაყოფის ნახარში, ისევე როგორც ფოთლების ნაყენი, რეკომენდებულია ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ. წაბლი განსაკუთრებით სასარგებლოა ვენების ვარიკოზული გაგანიერების, მწვავე და ქრონიკული თრომბოფლებიტის, წვივის ტროფიკული წყლულისა და პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს (ქვედა კიდურების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, არტერიიტი, წვრილი სისხლძარღვების თრომბოემბოლია).

ხალხურ მედიცინაში ახალი წაბლი ქრონიკული ფაღარათისა და მალარიის სამკურნალო საშუალებაა. 100 გრამი წაბლი 180 კილოკალორიას შეიცავს.

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
კაკაო დიდი ხანია სუპერპროდუქტების სიაშია. არსებობს მონაცემები, რომ მას დიაბეტის საწინააღმდეგო თვისებები
03-10-2018
ძილის დეფიციტი რომ სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზია ყველამ იცის. მედიკოსებმა გამოყვეს 4
27-09-2018
შპს “ნინოდან” ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა გადმოყვანილი, - ამის
13-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თუ თქვენ გჭირდებათ ოპერაცია ლიმფური კვანძების ამოკვეთით ან სხივური თერაპია, ყურადღებით გაეცანით ამ ინფორმაციას,
"ლინა ლაინი" პროგრესული ტექნოლოგიების, მეთოდიკის, უახლესი თანამედროვე მოწყობილობებისა და აპარატურის საშუალებით
სიახლე როდია, რომ დაავადებათა პროფილაქტიკა, ანუ მათი არიდება, გაცილებით შედეგიანია, ვიდრე არსებული დაავადების მკურნალობა.
საზარდულის მიდამოში დიდი რაოდენობითაა ისეთი საოფლე ჯირკვლები, რომლებსაც შეუძლია კანის
შოტლანდიელი მეცნიერები აბერდინის უნივერსიტეტიდან აცხადებენ, რომ ქალებმა მენოპაუზის პერიოდში
ანტიბაქტერიული საპნით ხელების დაბანა, განსაკუთრებით გრიპის სეზონზე, არც ისე სასარგებლოა.
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
ვარ 35 წლის. ყოველ დილით მტკივა თავი. ვსვამ ციტრამონს, რომელიც მშველის. იქნებ ამიხსნათ, რისი