სხეულის ასაკობრივი ცვლილებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სხეულის ასაკობრივი ცვლილებები

აუცილებელია დავაზუსტოთ, რომელი “ასაკობრივი” ნიშანი განსაზღვრავს სიბერის საწყისს, რადგან მოდუნებული კანისა და თმის ცვენის ფონზე შესაძლოა ადამიანის გული და ტვინი არაჩვეულებრივად მუშაობდეს და პირიქით, ჯანსაღი იერსახის მიღმა სერიოზულად დაზიანებული სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები იმალებოდეს.

ანთროპომეტრიული და ფუნქციური მაჩვენებლები

ადამიანის ბიოლოგიური ასაკის დასაზუსტებლად გამოიყენება ანთროპომეტრული და ფუნქციური მონაცემები.

ანთროპომეტრული მონაცემებია: სიმაღლე, გულმკერდის ღრუს მოცულობა, მხრის დიამეტრი, სხეულის მასა, კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრის სისქე.

ფუნქციური მაჩვენებლები შინაგანი ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების მდგომარეობის შესახებ იძლევა ინფორმაციას: პულსი, არტერიული წნევა, სუნთქვის სიხშირე, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა, ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვაზე სუნთქვის მაქსიმალური შეკავების დრო, ძვლების კუნთოვანი ძალა, მხედველობის სიმახვილე და სხვა მრავალი სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებელი.

ბიოფსიქოსოციალური ფაქტორი

ბიოლოგიური დაბერების თემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი, როგორიც ბიოფსიქოლოგიური ფაქტორია, რამდენადაც უკანასკნელ წლებში ამ პროცესში მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

ადამიანებს ერთნაირად როდი ღლის ან ანებრივებს ცხოვრება, ზოგიერთი მთელ სოცოცხლეს ნეტარებაში ატარებს, ზოგი კი ქრონიკული გადაღლისა და ემოციური გადაწვის მდგომარეობაშია. ვიღაც ცხოვრებისგან ყოველდღიურ სასიამოვნო სიახლეებს ელის, ზოგი კი ფიქრობს, რომ ცხოვრება მას კარგს აღარაფერს უქადის.

ამ შემთხვევაში ნეგატიური ბიოფსიქოსოციალური მდგომარეობა საკმაოდ აზიანებს ჯანმრთელობას, მის ბიოლოგიურ სიბერეს აჩქარებს და მნიშვნელოვნად ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობასაც.

სწორედ ამიტომ გვირჩევენ სპეციალისტები, თუ გვსურს ვიყოთ ჯანმრთელნი და დადებითი ემოციებით სავსენი, მნიშვნელოვნად ვარიდოთ თავი კონფლიქტურ სიტუაციებს და სიბერეშიც შევძლოთ ცხოვრებისეული სასიამოვნო მომენტების აღქმა.

სიმაღლის კლება

ასაკობრივი სიმაღლის კლება, უპირველესად, მალათაშუა დისკების სიმაღლეში შემცირების შედეგია, 60 წლის შემდეგ სიმაღლე ყოველ 5 წელიწადში 0.5-1 სმ-ით მცირდება.

სხეულზე ცხიმის გადანაწილება

ასაკთან ერთად ცხიმის ორგანიზმში გადანაწილების ცვლილება კანქვეშა ცხიმის შემცირებასა და შინაგანი ცხიმის რაოდენობის მომატებას უკავშირდება. ლოყებიდან ცხიმოვანი მასები სახის ქვედა ნაწილისკენ გადანაცვლდება. ცხიმოვანი ქსოვილი ლაგდება მკერდისა და მუცლის არეებში, ასევე იცვლება სარძევე ჯირკვლების სიმკვრივეც, თუ 18-25 წლის ასაკში ის მხოლოდ 20%-თან შეიმჩნევა, 35-40 წლის ასაკში 50%-ს აღენიშნება, 50 წლის შემდგომ აქტიურად მცირდება კუნთოვანი ქსოვილის რაოდენობაც. ეს პროცესი 35 წლის შემდგომ ორივე სქესთან ერთდროულად იწყება, 70-80 წლის ასაკში ადამიანის ძალ-ღონე 4-ჯერ მცირდება.

კანისა და თმის ასაკობრივი ცვლილებები

კანის ცვლილებები იწყება 40 წლის ასაკიდან. 60 წლის ასაკში შესამჩნევად განილევა კანის ცხიმოვანი ფენა. კანი შრება და ნაოჭდება, ნივთიერებათა ცვლის მოშლის გამო კანზე პიგმენტური ლაქები ჩნდება.

30 წლიდან იკლებს თმის რაოდენობა, ის ჭაღარავდება, რამდენადაც თმის ბოლქვები კარგავს თმის ბიოლოგიური საღებავის - პიგმენტის გამომუშავებას, მიუხედავად იმისა, რომ თმა თავზე მცირდება, შესაძლოა, ზოგიერთ ქალბატონს ამ ასაკში სახეზე თმის გაძლიერებული ზრდა დაეწყოს.

ძვლოვანი სისტემა

ასაკოვანი ორგანიზმის ძვლოვან სისტემაში იზრდება არაორგანული ნივთიერებების წილი, რის გამოც ძვლები ადვილად მსხვრევადი ხდება, რადგან კარგავს ელასტიკურობასა და მოქნილობას.

50 წლის ასაკიდან თითქმის ყოველთვის იჩენს თავს ძვლოვანი ქსოვილის გაფაშრება - ოსტეოპოროზი. ასევე ტიპურია ხერხემლის დაზიანებით მისი სხვადასხვა სეგმენტის ოსტეოქონდროზი ან მალათაშუა დისკების ხრტილოვანი ქსოვილის დესტრუქციული ცვლილებები, რაც ასაკოვანთა 85-98%-თან გვხვდება.

ჩნდება სპონდილოზი - მალებზე ძვლოვანი წანაზარდები, თავს იჩენს 45 წლის შემდეგ და შესაძლოა ის ოსტეოქონდროზზე ორგანიზმის ერთგვარი პასუხიც კი იყოს.

60 წლის შემდეგ სერიოზულად ზიანდება ძირითადი სახსრები: მენჯ-ბარძაყის, მუხლის, ტერფის. სახსრის ზედაპირები ცვდება, მცირდება სახსარშიდა სითხის რაოდენობა, რომელიც ამცირებს სასახსრე ზედაპირზე შემავალ ძვალთაშორის ხახუნს, იოგები ელასტიკურობას კარგავენ, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს სახსრის მოძრაობას და ზოგჯერ მას სრულიად შეუძლებელსაც კი ხდის.

ნერვული სისტემა

ნერვული სისტემის ასაკობრივი ცვლილებები პირდაპირ განსაზღვრავენ ორგანიზმის დაბერების პროცესს. ცხოვრების მანძილზე ნეირონებში გროვდება და აკუმულირდება აუცილებელი სასიცოცხლო ინფორმაცია, რომელიც 50-60 წლის შემდეგ კლებას იწყებს, ქვეითდება ნეირომედიატორების დონე, რაც ზრდის ადამიანის ფსიქოსოციალურ სტრესზე საპასუხო დეპრესიას.

ნერვული სისტემის დაბერება ისახება როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ შრომის უნარზე, მეხსიერებაზე, ემოციებსა და ქცევით რეაქციებზე.

გული და სისხლძარღვები

მესამე ათწლეულიდან იწყება ცვლილებები გულ-სისხლძარღვოვან სისტემაში, არტერიებში, რომლებიც სისხლით თავად გულის კუნთს, ასევე ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს ამარაგებენ.

მცირდება სისხლის ნაკადი, რაც, თავის მხრივ, აუარესებს ორგანოთა მომარაგებას ჟანგბადით, მათ ფუნქციებს ასუსტებს და კიდევ უფრო მეტად იწვევს სხეულის დაბერებას.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

ამ სისტემაში სიბერე პირის ღრუდან იწყება: მცირდება სანერწყვე ჯირკვლების მასა და ქვეითდება მათი დამცავი ფუნქცია, უარესდება კუჭის მუშაობა, მას უძნელდება ვიტამინების, კალციუმის, ფოსფორისა და ამინომჟავების ათვისება.

მნიშვნელოვნად ქვეითდება კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქცია და ნაწლავთა პერისტალტიკა, სუსტდება საკვების მონელებისა და ათვისების პროცესები.

ფილტვები

ასაკთან ერთად ფილტვები იკლებს წონასა და მოცულობაში, შედარებით ნაკლებმოძრავნი ხდებიან, სუნთქვა შედარებით ზედაპირული ხდება, ვითარდება ასაკოვანთა ემფიზემა, რაც მათ სულ უფრო და უფრო ურთულებთ ფიზიკური დატვირთვების შესრულებას.

ფარისებრი ჯირკვალი

50 წლის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის წონა მცირდება, ეს კი იწვევს მის მიერ გამომუშავებულ ჰორმონთა კონცენტრაციის შემცირებას, შედეგად ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა ქვეითდება, კუნთოვანი ტონუსი მცირდება, ვითარდება ფიზიკური და ფსიქიკური სისუსტე, იმატებს სისხლში ქოლესტერინი, იწყება გაცხიმოვნება და ათეროსკლეროზული ცვლილებები სისხლძარღვებში.

იმუნური სისტემა

იმუნური სისტემის დაბერება იწყება მაშინ, როდესაც თიმუსში ატროფიული პროცესები იწყებს განვითარებას. იმუნიტეტის დაქვეითება თავის მხრივ იწვევს სხვადასხვა ინფექციური თუ არაინფექციური აგენტებისადმი დადებით განწყობას.

ასაკოვნები გაცილებით ადვილად ავადობენ ისეთი დაავადებებით, როგორებიცაა გრიპი, ბრონქიტი, პნევმონია, ათეროსკლეროზი, სიმსივნური პროცესები, შაქრიანი დიაბეტი, თავის ტვინის ზოგიერთი ორგანული დაავადება და სხვა.

თირკმელები

თირკმელებს ახასიათებს უკუგანვითარება - ფიზიოლოგიური ინვოლუცია, რომელიც შესაძლოა დაიწყოს 20 წლიდან და 60 წლამდე გაგრძელდეს. ასაკოვანთა ნეფროსკლეროზის გამო თირკმელების ზომა მცირდება, ქვეითდება შარდის ბუშტის შეკუმშვითი უნარი, ხშირდება შარდვის სურვილი დღისითაც და ღამითაც.

მნიშვნელოვნად ქვეითდება მცირე მენჯის კუნთებისა და შარდის ბუშტის სფინქტერის კუნთების ტონუსი, რაც, განსაკუთრებით ქალებთან, ხველის, ცემინებისა და სიმძიმის აწევისას იწვევს შარდის შეუკავებლობას.

ასაკოვან მამაკაცებთან ხშირად ვითარდება შარდგამომტანი სადინარების ირგვლივ პროსტატის ადენომა - კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ასევე იწვევს შარდის შეუკავებლობას და მისი ნორმალური გამოყოფის პროცესის მოშლას.

სასქესო ჯირკვლები

რეპროდუქციული ფუნქციის სიბერის პირველი ნიშნები ქალებთან უკვე 40 წლის შემდეგ ვლინდება. ამ დროს მცირდება საკვერცხეების ზომა. მენოპაუზის დადგომისას ქალის სასქესო ჰორმონების - ესტროგენების სეკრეცია მნიშვნელოვნად მცირდება. მოგვიანებით მათ ძირითად წყაროდ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრე რჩება. მამაკაცების შემოდგომა უმეტესად 50-დან 55 წლებს ემთხვევა, ყველაფერს განსაზღვრავს ჯანმრთელობის საზოგადო მდგომარეობა, ცხოვრების წესი, რადგან შესაძლოა მამაკაცური მომხიბვლელობა საკმაოდ ღრმა სიბერემდეც შენარჩუნდეს.

თვალისჩინი

ბიოლოგიური სიბერის პირველი ნიშანია ბროლის შემღვრევა - კატარაქტა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ან საერთოდ აზიანებს მხედველობას ერთ ან ერთდროულად ორივე თვალში. კატარაქტას თითქმის ყოველთვის ახლავს თვალშიდა წნევის მატება.

სმენა

სასმენი ორგანოს დაბერება, ჩვეულებრივ, 40-50 წლის შემდგომ იწყება და წლებთან ერთად პროგრესირებს. ჩნდება ხმაური ყურებში, ადამიანი ამას უპირველესად ტელეფონზე საუბრისას ამჩნევს.

გემოვნება და ყნოსვა

60 წლის შემდეგ ადამიანები გემოვნების დაქვეითებას უჩივიან, განსაკუთრებით ტკბილის აღქმა და დაგემოვნება უჭირთ. ყნოსვის ფუნქცია სუსტდება 45 წლისთვის და ძირითადად 60 წლის შემდეგ პროგრესირებს.