რა არის ოსტეომიელიტი და როგორ ვუმკურნალოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ოსტეომიელიტი და როგორ ვუმკურნალოთ

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეომიელიტი?

- ოსტეომიელიტის გამომწვევი უმეტესად სტაფილოკოკია, შედარებით იშვიათად - სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, გონოკოკი, სხვა ბაქტერიები, რიკეტსია, სოკო... ძვლის ტვინში ბაქტერიები უმთავრესად სამი გზით იჭრებიან:

  • პირდაპირი გზით, უშუალოდ ჭრილობიდან ძვლების ღია მოტეხილობის დროს;
  • ძვლის ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილებიდან ინფექციის ძვლისაზრდელასა და ძვლის ტვინში გავრცელებისას (ასეთი რამ ხდება ჩირქოვანი პროცესების - პანარიციუმის, ფლეგმონის - დროს);
  • ჰემატოგენური გზით (ჩირქმბადი ბაქტერიები რომელიმე ჩირქოვანი კერიდან სისხლის ნაკადის საშუალებით ხვდება ძვლის ტვინში).

ინფექციის შეჭრის უკანასკნელი გზა ყველაზე ხშირია. რა გზითაც არ უნდა შეიჭრას ჩირქმბადი ბაქტერია ძვალში, სურათი ერთი და იგივე იქნება. გარედან შეჭრის დროს ანთება ჯერ ძვლისაზრდელაში ვითარდება, შემდეგ გოვერსის მილების საშუალებით ძვლის ქერქოვან შრეზე გადადის და ბოლოს ძვლის ტვინზეც ვრცელდება. ამგვარად, პროცესში მთელი ძვალი და რბილი ქსოვილებია ჩართული. ამ მოვლენას პანოსტიტი ეწოდება. მიკროორგანიზმების გამრავლებასთან ერთად ირღვევა ძვლის ქსოვილი და წარმოიქმნება ჩირქი. ჩირქის ოდენობა თანდათან იმატებს და ყალიბდება აბსცესი. ძვლის ტვინის არხში წნევა იზრდება, აწვება სისხლძარღვებს, ბლოკავს სისხლის მიმოქცევას, სისხლის თეთრ უჯრედებსა და სხვა აგენტებს, რომლებიც აუცილებელია ინფექციასთან საბრძოლველად. ამის შედეგად მიკრობები შეუფერხებლად მრავლდებიან და ძვლის ახალ-ახალ უბნებს აინფიცირებენ. მკვდარი ძვლის ქსოვილი ცოცხალს სცილდება და ნაწიბუროვანი ქსოვილით შემოისაზღვრება. ძვლის ამ მკვდარ, მოცილებულ ნაწილს სეკვესტრი ეწოდება. ძვლის დარჩენილი, საღი ნაწილი დანეკროზებულის ირგვლივ წარმოქმნის ძვლის ახალ გარსს. ქრონიკული ოსტეომიელიტის დროს პროცესის განმეორებისდაკვალად შესაძლოა შევამჩნიოთ ძვლის რამდენიმე შრე.

- ოსტეომიელიტი ყოველთვის ერთნაირად მიმდინარეობს?

- კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ოსტეომიელიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე ოსტეომიელიტი უმეტესად ერთბაშად იწყება. პირველ-მეორე დღეს ავადმყოფი უჩივის ზოგად სისუსტეს, კიდურებში ტეხის შეგრძნებას, კუნთების, თავის ტკივილს. შემდეგ შეამცივნებს და ტემპერატურა მკვეთრად უწევს მაღლა - 39-40 გრადუსამდე, უფრო და უფრო სუსტდება, სტკივა თავი. შესაძლოა, აღებინოს კიდეც. ზოგადი მდგომარეობა მძიმდება. მოსალოდნელია ცნობიერების დაბინდვა, ბოდვა. ჩნდება ტვინის გარსების გაღიზიანების სიმპტომები. შესაძლოა. კრუნჩხვაც განვითარდეს. ავადმყოფს მადა დაქვეითებული აქვს, ენა - შელესილი და მშრალი, სახე - გაფითრდებული, თვალები - ჩაცვენილი, ტუჩები და ლორწოვანი გარსები - ციანოზური, კანი - მშრალი, მოყვითალო, ელასტიკურობა - დაქვეითებული. არტერიული წნევა დაქვეითებულია, გულის ტონები - მოყრუებული, გულისცემა - გახშირებული და სხეულის ტემპერატურის შესატყვისი. სუნთქვა გახშირებულია, ზედაპირული. ფილტვებში აღინიშნება ბრონქოპნევმონიის სიმპტომები. ამ დროს შესაძლოა გადიდდეს ღვიძლი და ელენთაც, რომლებიც გასინჯვისას მტკივნეულია. ზოგჯერ მტკივნეულია თირკმელების მიდამოც. შარდის გამოყოფაც შემცირებულია. დაავადების დაწყებიდან 1-2 დღის შემდეგ დაზიანებულ კიდურში ჩნდება მკაცრად ლოკალიზებული ძლიერი ტკივილი, რომელსაც აქვს მბურღავი, მფეთქავი ხასიათი. ავადმყოფები ტკივილის შესამცირებლად გაუნძრევლად წვანან და საწოლის მცირე შერხევაზეც კი ტკივილის გაძლიერების გამო მწვავედ რეაგირებენ. ამის გამო დაზიანებული უბნის გასინჯვა და პალპაცია ძალიან ფრთხილად უნდა ჩატარდეს. მომდევნო 1-2 დღის განმავლობაში დაავადების ადგილობრივი ნიშნები უფრო მკაფიოდ ყალიბდება. დაზიანებულ ადგილას წარმოიშობა რბილი ქსოვილების მტკივნეული შეშუპება, რომელიც სწრაფად იმატებს. კანი შეწითლებულია, ადგილობრივი ტემპერატურა - მომატებული. მიუხედავად იმისა, რომ რენტგენოლოგიური გამოკვლევა ამ დროი¬სთვის ჯერ კიდევ ვერავითარ ინფორმაციას ვერ გვაწვდის, დიაგნოზის დასმა სირთულეს არ წარმოადგენს. კიდურის შეშუპება სწრაფად იზრდება, ფართოვდება ვენები, იზრდება რეგიონული ლიმფური კვანძები. ფლეგმონის ჩამოყალიბების შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა რამდენადმე უმჯობესდება. თუ ვითარება მაინც მძიმე დარჩა, უნდა ვეძებოთ გართულება - პროცესის გადასვლა ახლომდებარე სახსარზე, ძვლების მრავლობითი დაზიანება, ჩირქოვანი კერების წარმოქმნა და ასე შემდეგ. ფლეგმონა შესაძლოა თავისთავად, ქირურგიული ჩარევის გარეშე გაიხსნას და ფისტულა წარმოქმნას. უფრო მძიმე შემთხვევაში ის პროგრესირებს და იწვევს მეორეულ ჩირქოვან ართრიტს, პარაარტიკულურ ფლეგმონას და სეფსისს. მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტის მიმდინარეობა დამოკიდებულია მკურნალობის, კერძოდ, ანტიბიოტიკების გამოყენების დროულ დაწყებაზე. მწვავე ჩირქოვანი ოსტეომიელიტის ამოცნობა საწყის სტადიაში არცთუ ისე ადვილია. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ავადმყოფობის უეცარი დასაწყისი და ზოგადი მოვლენები. როდესაც ადგილობრივი მოვლენები გამოხატულია, დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის.

- შესაძლოა თუ არა, მწვავე ოსტეომიელიტი გართულდეს?

- უწინარეს ყოვლისა, შესაძლოა, ოსტეომიელიტური კერიდან ინფექცია სისხლის ნაკადის საშუალებით გავრცელდეს სხვა ძვლებში და განვითარდეს ეგრეთ წოდებული მრავლობითი ოსტეომიელიტი. გვხვდება უფრო მძიმე შემთხვევაებიც - ზოგად ჩირქოვან ინფექციას ერთვის მეტასტაზები სხვადასხვა პარენქიმულ ორგანოსა და ქსოვილში. გავრცელებული გართულებაა აგრეთვე მეზობელი სახსრის ანთება. ამ დროს სახსარში გროვდება სეროზული გამონაჟონი. სახსრის ჩირქოვანი ანთება მაშინ შეიძლება განვითარდეს, როდესაც ჩირქი ეპიფიზიდან სახსარში იხსნება ან ჩირქოვანი ინფექცია სისხლის ან ლიმფის საშუალებით სახსარში იჭრება. ხშირ გართულებას წარმოადგენს ეპიფიზის პათოლოგიური მოცილება და ძვლის პათოლოგიური მოტეხილობაც. აქვე მინდა ვახსენო ეპიფიზური ოსტეომიელიტი. ოსტეომიელიტის ეს ფორმა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. პროცესი აზიანებს გრძელი (ბარძაყის) ძვლების ეპიფიზურ ნაწილს. პროცესი იწყება ქვემწვავედ, მკვეთრი ტკივილით, განსაკუთრებით - კიდურის მოძრაობის დროს, რის გამოც ბავშვი კიდურს ზოგავს, იძულებით მდებარეობას აძლევს. ტემპერატურა 38-390C-ს აღწევს. ჩვილ და მცირე ასაკის ბავშვებს შორის უმთავრესად ჰემატოგენური ოსტეომიელიტია გავრცელებული. მიკრობები სისხლში ხვდება ინფექციის კერიდან, მაგალითად, დაზიანებული, ანთებითი კბილიდან, იქიდან კი ხელ-ფეხის ლულოვანი ძვლების ტვინის არხში იჭრება.

 


 

- როდის შეიძლება ვიეჭვოთ ქრონიკული ოსტეომიელიტი?

- ქრონიკული ოსტეომიელიტის ამოცნობა ძნელი არ არის. მხედველობაში უნდა მივიღოთ დაავადების მწვავე დასაწყისი, პროცესის ლოკალიზაცია გრძელი ძვლების მეტა-დიაფიზურ ნაწილში, სქელი, მოყვითალო ჩირქის დენა, დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობა.

- ძვლის ქრონიკული ინფექციური ოსტეომიელიტი ზოგჯერ ძვლის ტუბერკულოზში ერევათ. მკითხველისთვის ალბათ საინტერესო იქნება, თუ ამ ორი დაავადების განმასხვავებელ ნიშნებზეც ვისაუბრებთ.

- ტუბერკულოზური ოსტეომიელიტი სპეციფიკური პროცესია, რომელსაც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ. ქრონიკული ოსტეომიელიტისთვის დამახასიათებელია:

  • დაავადების მწვავე, მძიმე დასაწყისი;
  • ლოკალიზება ლულოვანი ძვლის მეტადიაფიზურ ნაწილში;
  • სქელი, მოყვითალო-მომწვანო ჩირქი;
  • რეგიონული ჯირკვლების უცვლელობა;
  • დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობა, ნორმალური ტემპერატურა.

ძვლის ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელია:

  • დაავადების თანდათანობითი დასაწყისი;
  • ლოკალიზება ლულოვანი ძვლის ეპიფიზში;
  • თხელი, მორუხო ჩირქი ხაჭოსებრი მასებით;
  • რეგიონული ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
  • სიგამხდრე, სიფითრე, უმადობა, სუბფებრილური ტემპერატურა.

- რა თავისებურება ახასიათებს ცეცხლნასროლი იარაღით გამოწვეული მოტეხილობის შემდეგ განვითარებულ ოსტეომიელიტს?

- ცეცხლნასროლ მოტეხილობათა ოსტეომიელიტით გართულების შემთხვევები ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში იყო ცნობილი. ეს გართულება განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც გაჩნდა ისეთი საბრძოლო საჭურველი, რომელიც ძლიერი ფეთქებადი ძალით ძვლებისა და რბილი ქსოვილების ვრცელ დაზიანებას იწვევს. ეს დაავადება სამედიცინო ლიტერატურაში რამდენიმე სახელწოდებით იხსენიება. მაგალითად, მის აღსანიშნავად გვხვდება  ტერმინები:  სამხედრო ოსტეომიელიტი, ომის ოსტეომიელიტი, ჭრილობის ოსტეომიელიტი. ცეცხლნასროლი ოსტეომიელიტი, ნამსხვრევების ოსტეომიელიტი, პანოსტიტი, ოსტეო-პერიოსტიტი და სხვა. თანამედროვე ლიტერატურაში უმთავრესად გავრცელებულია ტერმინი ცეცხლნასროლი ოსტეომიელიტი. ჰემატოგენური ოსტეომიელიტისგან განსხვავებით, ცეცხლნასროლი ინფიცირებული მოტეხილობის დროს ანთებითი პროცესი ძვლებისა და რბილი ქსოვილების ვრცელი დაზიანების ფონზე ვითარდება. ინფექცია ამ შემთხვევაში გარედან იჭრება. ჩირქოვანი პროცესი ვითარდება როგორც თვით ძვლის ტვინში, ისე ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებში, მაგრამ არასოდეს გვხვდება ძვლის ტვინის ისეთი ფართო დაზიანება, როგორც ჰემატოგენური ოსტეომიელიტის დროს, რომელსაც ძვლის მკვებავი სისხლძარღვების ემბოლია და სეკვესტრების წარმოშობა ახასიათებს. ანთებითი პროცესი ძვლის მოტეხილობის ადგილას მკვეთრად შემოსაზღვრულია. თუ ჰემატოგენური ოსტეომიელიტის გამომწვევია რომელიმე ერთი მიკრობი (მონოინფექცია), უმეტესად - სტაფილოკოკი ან სტრეპტოკოკი, ცეცხლნასროლ ოსტეომიელიტს შერეული ინფექცია (პოლიინფექცია) იწვევს. ჰემატოგენური ოსტეომიელიტის დროს ინფექცია ძვლის ტვინში ხვდება ორგანიზმშივე მდებარე კერებიდან სისხლის გზით, ხოლო ცეცხლნასროლი ოსტეომიელიტის დროს - გარედან, რბილი ქსოვილების ვრცელი დაზიანების შედეგად. ჰემატოგენური ოსტეომიელიტის დროს ანთებითი პროცესი დახშულ არეში ვითარდება, რის გამოც თავდაპირველად ზოგადი მოვლენები სჭარბობს ადგილობრივს. ცეცხლნასროლი ოსტეომიელიტის დროს ანთებითი პროცესი ვითარდება ღია არეში, რის გამოც იქმნება ხელსაყრელი პირობები ჭრილობის გამონაჟონის გამოსაყოფად, ამიტომ ადგილობრივი მოვლენები სჭარბობს ზოგადს.

- როგორ მკურნალობენ ოსტეომიელიტს?

- თანამედროვე ანტიბიოტიკების მაღალეფექტურობამ საგრძნობლად გააუმჯობესა ოსტეომიელიტის კონსერვატიული მკურნალობის შედეგები და შეამცირა ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა. ჰემატოგენური ოსტეომიელიტის მკურნალობა ორგანიზმზე ზოგადად მოქმედი ღონისძიებებისა და ინფექციის კერაზე ადგილობრივად მოქმედი საშუალებების გამოყენებას გულისხმობს. სასურველია, დაავადების პირველსავე დღეებში მოხდეს კიდურის იმობილიზაცია, რათა პროცესი შემოიფარგლოს, ტკივილი შემცირდეს და ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ოპერაცია ნაჩვენებია შორსწასულ შემთხვევებში, როდესაც ჩამოყალიბებულია ფლეგმონა და კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. ამ დროს უნდა გაიკვეთოს რბილი ქსოვილები და სუბპერიოსტალური ფლეგმონა, ანტისეპტიკური ხსნარით გამოირეცხოს ძვლის არხი და მოსცილდეს სეკვესტრი. ამასთანავე, საჭიროა ორგანიზმის ზოგადი იმუნური ძალების ასამაღლებელი საშუალებების მიღება.