რა სიმპტომები აქვს ბრმა ნაწლავის ანთებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სიმპტომები აქვს ბრმა ნაწლავის ანთებას

დახშობა შეიძლება მოხდეს ბრმა ნაწლავიდან აპენდიქსის შიგნით სქელი ლორწოს ან განავლოვანი მასის მოხვედრის გამო. ლორწო და განავლოვანი მასები მაგრდება, ქვასავით მკვრივდება და აპენდიქსის ხვრელს ახშობს.

- ასეთ ქვებს კოპროლითებს უწოდებენ. არც ის არის გამორიცხული, ჭიაყელა გამონაზარდის ლიმფური ქსოვილი შეშუპდეს და ხვრელი დაახშოს. დახშულ სივრცეში ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას, ხოლო ორგანიზმი ამაზე საპასუხო რეაქციას იძლევა, რომელსაც ანთებას უწოდებენ.

ძირითადი სიმპტომი მუცლის ტკივილია. თავდაპირველად ის მთელ მუცელში შეიგრძნობა, პაციენტს მისი ზუსტი ლოკალიზაციის განსაზღვრა უჭირს. შემდეგ, როდესაც ანთებითი პროცესი ჭიაყელა ნაწლავის გარეთა კედელზე, მოგვიანებით კი პერიტონეუმზე ვრცელდება, ტკივილის ხასიათი იცვლება - ის შესაძლოა მკვეთრად გამოვლინდეს ერთ მცირე უბანზე. თუ აპენდიქსი გაიხვრიტა, ინფექცია მუცლის ღრუში გავრცელდება და ტკივილი ისევ მთელ მუცელს მოედება. აპენდიციტს ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა და ღებინება, რომელიც შესაძლოა ნაწლავთა გაუვალობით იყოს განპირობებული. ჩამოთვლილთა გარდა, აპენდიციტის ჩვეულებრივი სიმპტომია სხეულის ტემპერატურის მომატება, როგორც ორგანიზმის პასუხი ანთებაზე. მეორე მხრივ, ტემპერატურის არარსებობა აპენდიციტს არ გამორიცხავს, რადგან ეს დაავადება ტემპერატურის მომატების გარეშეც შეიძლება მიმდინარეობდეს.

როდესაც დასმულია აპენდიციტის დიაგნოზი, ტარდება აპენდექტომია - ანთებადი ჭიაყელა ნაწლავის ქირურგიული გზით ამოკვეთა. ანტიბიოტიკებით მკურნალობას კი დიაგნოზის დასმისთანავე იწყებენ.

იხილეთ სტატია "აპენდიციტი: მკურნალობა და დიაგნოსტიკური შეცდომები"