უსიამოვნო სუნი ჭიპში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უსიამოვნო სუნი ჭიპში

. ომფალიტი არის ჭიპისირგვილივი კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთება. იგი ხშირია ახალშობილებში, თუმცა ზრდასრულ ადამიანებსაც ემართებათ და დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან. ომფალიტი შეიძლება იყოს ჩირქოვანი, ფლეგმონური და ნეკროზული. ყველაზე ხშირად გვხვდება მარტივი ომფალიტი (ე.წ სველი ჭიპი). ომფალიტის ამ ფორმის დროს ჭიპის ჭრილიდან სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი აღინიშნება. სხვა მხრივ ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გარდა ამისა, ჭიპის ჭრილში შეიძლება გაჩნდეს ქერქი, ან იგი ამოივსოს გრანულებით. თუ გრანულების ზრდა მოხდება, მაშინ ჭიპზე გაჩნდება სოკოსმაგვარი გამობერილობა. დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათის მიხედვით.

მარტივი ომფალიტის დროს თავდაპირველად საჭიროა ჭიპის ჭრილის დამუშავება 3%- იანი წყალბადის ზეჟანგით, შემდეგ იოდის 5%-იანი სპირტხსნარით, ან 1-2%-იანი ბრილიანტის მწვანით.

კარგ შედეგს იძლევა ჭიპზე ულტრაიისფერი დასხივებები. თუ აღინიშნება ჭიპზე სოკოსმაგვარი გამობერილობები, მაშინ მას წვავენ ლაპისის ფანქრით, იშვიათად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

მარტივი ომფალიტის დროს ეფექტურია ვიტამინოთერაპია და ბიოსტიმულაცია. ჭიპზე საფენების დადება და გადახვევა არ შეიძლება, რადგან ეს შეაფერხებს ჭიპიდან გამონადენის გარეთ გამოყოფას.

ომფალიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, რათა არ მოხდეს ინფექციის გარედან შეჭრა. თუ ტკივილი და წვა აღინიშნა, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ქირურგს.