თავის გატეხისა ნუ შეგეშინდება! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის გატეხისა ნუ შეგეშინდება!

ეს კოპია და იმას ნიშნავს, რომ სისხლჩაქცევა გრძელდება. სისხლი კაპილარულია და კანქვეშ გროვდება. მისი შეჩერება ყინულის ან ცივი საფენის დადებითაა შესაძლებელი. თავის ტრავმული დაზიანების დროს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოირიცხოს ტვინის შერყევა. ამისთვის ბავშვი უნდა გასინჯოს ნევროპათოლოგმა.

- რა ნიშნები ახასიათებს ტვინის შერყევას?

- ექიმი აუცილებლად გამოიკითხავს, დაცემის მომენტში როგორ გამოიყურებოდა ბავშვი, ამიტომ მშობელი ძალიან დაკვირვებული უნდა იყოს და ზუსტად გაიხსენოს:

  • ტრავმის შემდეგ ხომ არ დაკარგა ბავშვმა ფერი;
  • ხომ არ აქვს თავბრუხვევა, ხმაური ყურებში, პირღებინება, გულისრევა;
  • ხომ არ დაკარგა წამიერად გონება, მეხსიერება.

ეს ნიშნები ტვინის შერყევაზე მიუთითებს. თუმცა ზოგჯერ ტვინის შერყევა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს მისი არსებობა, ამიტომ ნუ ენდობით საკუთარ თავს - აქვს თუ არა ბავშვს მსგავსი ნიშნები, ტრავმის მიღებისთანავე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან მიმართეთ პედიატრიულ კლინიკას, სადაც არის მორიგე ნევროლოგი. თუ ქალა-ტვინის ტრავმიდან 2-3 საათის ან 24 საათის შემდეგ ბავშვს ასტკივდა თავი, აუვარდა პირღებინება, შეაწუხა გულისრევის შეგრძნებამ, თავბრუხვევამ, მაშინაც საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ექიმი აუცილებლად ჩახედავს თვალებში - თუ თვალის კაკლები ასიმეტრიულია, არ არის გამორიცხული ქალასშიგა სისხლჩაქცევა. ამ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ნეიროქირურგიული ოპერაცია, ამიტომ ნუ იჩქარებთ ბავშვის საავადმყოფოდან წამოყვანას - შესაძლოა, თავი იჩინოს მოგვიანებითმა ნიშნებმა, რაც მდგომარეობის სიმძიმეზე მეტყველებს.

- რა შეიძლება დაუტოვოს ბავშვს ტვინის შერყევამ?

- მკურნალობის გარეშე ბავშვის დატოვება არ შეიძლება. მსუბუქმა ტრავმამაც კი შეიძლება დაუტოვოს ტვინის გადაღლის ნიშნები. ამ დროს ბავშვი:

  • ადვილად იღლება;
  • ძნელად იმახსოვრებს ლექსებს;
  • ხდება უყურადღებო;
  • პერიოდულად სტკივა თავი და ეხვევა თავბრუ.

ეს სიმპტომები ხშირდება:

  • გაზაფხულსა და შემოდგომაზე;
  • ამინდის ცვალებადობის დროს;
  • მაგნიტური ქარიშხლების დროს;
  • სხვა დაავადებების ფონზე.

ყველა ეს ნიშანი ქალასშიდა წნევის მომატებასთან არის დაკავშირებული. მის მოსაწესრიგებლად ნევროლოგმა ბავშვს შესაძლოა შარდმდენი პრეპარატები დაუნიშნოს. ზოგჯერ საკმარისია შარდმდენი ეფექტის მქონე სამკურნალო ბალახების ნაყენიც, რომელიც ხელს უწყობს თავის ტვინის გარსებიდან ზედმეტი სითხის გამოძევებას. ასეთებია მინდვრის შვიტა, სიმინდის ულვაში, ქრისტესისხლა, მრავალძარღვა, უკვდავა, ორკბილა, არყის ხის ფოთლები. დააყენეთ ისე, როგორც მითითებულია შეფუთვაზე და ასვით 7-10 დღე ტრავმის შემდეგ, ასევე - მერეც, როცა თავი ასტკივდება. შვებას მოჰგვრის შარდმდენი დიეტაც - კეფირი, იოგურტი, ვაშლი, შვრია გარგარის ჩირით.


- როგორ მოვაშუშოთ კოპი?

- კოპზე უნდა დავადოთ ყინული. ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ საყინულიდან გამოღებული ნებისმიერი პროდუქტი. ეფექტურია სველი ცივი კომპრესიც. ბავშვობაში კოპი ვის არ ჰქონია და გეხსომებათ, ხუთკაპიკიანს დაგვადებდნენ ხოლმე. ეს იმიტომ, რომ მონეტა ცივია, თანაც სპილენძს აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. ასე რომ, თუ ხელთ აღმოგაჩნდათ სპილენძის ნებისმიერი ნივთი, შეგიძლიათ გამოიყენოთ. შესივების შემცირება შეუძლია იოდს: ტრავმის ადგილას ბავშვს იოდში დასველებული ბამბის ჩხირით დაახატეთ ბადე.

- დაცემისას ბავშვს შეიძლება ცხვირიდანაც წასკდეს სისხლი, თუმცა ცხვირიდან სისხლდენა არც ტრავმის გარეშეა იშვიათი. რისი ბრალია ეს?

- ყოველგვარი ტრავმის გარეშე ცხვირიდან სისხლდენა პატარებს მაშინ ეწყებათ, როდესაც ოთახში ზედმეტად თბილა და ჰაერი მშრალია. ზამთარში ეს გამათბობლის არასწორი გამოყენების შედეგია. მშრალი და ცხელი ჰაერი აშრობს ცხვირის ლორწოვან გარსს და საკმარისია მცირედი ტრავმაც, რომ ბავშვს სისხლდენა დაეწყოს. კიდევ ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექცია, რომელიც სისხლძარღვების სკდომას იწვევს - ეს ხდება ე.წ. კისელბახის ზონაში, სადაც წვრილი არტერიები შედარებით დიდი დიამეტრის ვენებში გადადის. აქ სისხლის ნაკადი ნელდება და ლორწოვანი სისხლით გადაივსება. ამ დროს წვრილი კაპილარები, რომლებიც შეხორცებულია ცხვირის ძგიდის ძვლისაზრდელთან, სკდება და ვინაიდან მათ შეკუმშვის უნარი არ შესწევთ, სისხლდენა ძნელად ჩერდება. ცხვირიდან სისხლდენა ხშირად ლორწოვანის ტრავმით ან სურდოთი გამოწვეული ცვლილებების ბრალია. ცხვირში წარმოიქმნება ქერქები, პატარა მათ მოშორებას ცდილობს და სისხლძარღვთა კედლებს აზიანებს. სისხლი მოედინება, ისევ წარმოიქმნება ქერქები და ყველაფერი მეორდება. გირჩევთ, ოთახში გათბობასთან ერთად დაამონტაჟოთ ჰაერის დამატენიანებელი, ხოლო ბავშვს ცხვირში შეაზილოთ ქაცვის ზეთი.

- როგორ მოვიქცეთ სისხლდენის დროს?

- დააწვინეთ საწოლზე, თავქვეშ ამოუდეთ მაღალი ბალიში, რადგან თუ თავგადაწეული დაწვა, სისხლი ხახის უკანა კედლისკენ გადავა და გადაეყლაპება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სისხლდენა შეჩერდა, სინამდვილეში კი კუჭი ივსება სისხლით. ერთჯერადი ხელსახოცით მოსწმინდეთ ბავშვს ცხვირი, რომ სისხლის კოლტებისგან გათავისუფლდეს. სისხლის კოლტები ლორწოვანის შეკუმშვას უშლის ხელს, უამისოდ კი სისხლდენა არ შეჩერდება! ჩააწვეთეთ ცხვირში საბავშვო სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები - არტერიების სანათური შემცირდება და სისხლდენაც შეწყდება. ბამბის ტამპონი დაასველეთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იან ხსნარში და ცხვირის ნესტოებში შეუდეთ, გარედან კი თითები მოუჭირეთ. ამ დროს პატარას პირით სუნთქვა მოუწევს. ყინულის ნატეხი მოათავსეთ პოლიეთილენის ერთჯერად პარკში, გარედან შემოახვიეთ ხელსახოცი და ბავშვს ცხვირის ხიდზე (წარბებს შორის) დაადეთ. შეგიძლიათ, ცივი კომპრესი დაადოთ კეფაზეც. დაალევინეთ პატარას 3-5 დრაჟე ჩ ვიტამინი (ასკორბინის მჟავა) ან 2 ტაბლეტი ასკორუტინი, ასევე - 2-3 ტაბლეტი კალციუმის გლუკონატი (ან ნებისმიერი კალციუმის პრეპარატი). ეს მედიკამენტები ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას.

- ცხვირიდან სისხლდენა შევაჩერეთ. ამის შემდეგ რა მითითებებს მისცემთ მშობლებს, რომ სისხლდენა აღარ გამეორდეს?

- სისხლდენა აღარ გამეორდება, თუ:

  • უახლოესი 24 საათის განმავლობაში პატარას მოარიდებთ აქტიურ თამაშებს, მკვეთრ მოძრაობებს.
  • არ მისცემთ დღის ბოლომდე ცხელ საკვებს ან სითხეს (ჩაის, კომპოტს), რათა ცხელი საკვებით ცხვირისკენ სისხლის მიდინების პროვოცირება არ მოახდინოთ.

თუ სისხლდენა პატარას რეგულარულად უმეორდება და ვერ ამჩნევთ კავშირს ტრავმასა თუ სხვა აღნიშნულ მიზეზებთან, აუცილებლად მიმართეთ ყელ-ყურის ექიმს. სასურველია სისხლის გამოკვლევაც შედედების ფაქტორებზე.