სლოკინი და ბოყინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სლოკინი და ბოყინი

- რა არის სლოკინი?

- სლოკინი - ეს არის უნებლიე ძლიერი მოკლე შესუნთქვა დახურული სახმო ნაპრალის დროს, გამოწვეული დიაფრაგმის (გულმკერდისა და მუცლის გამყოფი კუნთოვანი საფარის) კრუნჩხვითი შეკუმშვით. სლოკინი უმეტესად ფიზიოლოგიურია, ანუ ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა და არ უკავშირდება რაიმე პათოლოგიას. ის ხშირად აწუხებთ ახალშობილებს კვების შემდეგ. ამ დროს სლოკინის მიზეზი ჯერ კიდევ აუწყობელი საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაა. ჭამის დროს პაწიას ხშირად ეყლაპება ჰაერი ან უბრალოდ საკვების ზედმეტ ულუფას იღებს. ჰაერით ან საკვებით გადავსებული მუცელი აწვება დიაფრაგმას და იწვევს სლოკინს. ასეთი სლოკინი საშიში არ არის და მალევე თავისთავად, ჩაურევლად გაივლის.

- თუ ბავშვი კვების შემდეგ არა მხოლოდ ასლოკინებს, არამედ წამოაღებინებს საკვებს, მაშინ როგორ მოვიქცეთ?

- კვების შემდეგ ბოყინი და წამოქაფებაც ფიზიოლოგიურად ითვლება, მაგრამ თუ ბავშვი უფრო მეტს წამოაღებინებს, ვიდრე წამოქაფებისას, ეს არასასიამოვნოა. მას მალე შივდება, ჭირვეულობს, წონის მატებას წყვეტს... ასეთ დროს ექიმს უნდა მიმართოთ. საჭიროა კვების სქემის კორექცია - პატარა უნდა ვკვებოთ ხშირად და მცირე ულუფებით, მაგრამ შევინარჩუნოთ ინტერვალი კვებათა შორის - არანაკლებ 2 საათისა ბუნებრივი კვებისას და არანაკლებ 3-ისა ხელოვნურის შემთხვევაში.

- როგორ მოვიქცეთ, როცა პატარა ასლოკინებს?

- თუ ბავშვს კვების შემდეგ სლოკინი და ბოყინი აწუხებს, დაიჭირეთ ვერტიკალურად. შესაძლოა, თავის დაჭერა გაუჭირდეს, ამიტომ თქვენ დაუკავეთ. მუცლით მიიბჯინეთ მკერდზე, ხოლო თავი თქვენს მხარზე ჩამოადებინოთ. დედის სითბო მას საკვების უკეთ მონელებასა და აირებისგან გათავისუფლებაშიც დაეხმარება. ძუძუს წოვების დროს, შეეცადეთ, პაწიას კარგად ჩაუდოთ პირში ძუძუსთავი არეოლასთან ერთად - უფრო ნაკლები ჰაერი ჩაეყლაპება. თუ ბავშვს ბოთლით კვებავთ, ყურადღება მიაქციეთ საწოვარას ნახვრეტის ზომას. დიდი ზომის ნახვრეტი მას დიდი ყლუპების ყლაპვას აიძულებს, რამაც შესაძლოა დიაფრაგმის სპაზმი და შეკუმშვა გამოიწვიოს.

- კიდევ რა იწვევს სლოკინს?

- ყველაზე გავრცელებული მიზეზია სიცივე. თუ პატარას ფეხები გაუცივდა, სლოკინიც გარდაუვალია. თბილად ჩააცვით და სლოკინიც შეუწყდება. კიდევ ერთი ვარიანტია ნერვული სლოკინი. ზედმეტად ემოციური, აღგზნებული ბავშვი სლოკინით რეაგირებს გარემოს ცვლილებაზე, სტრესზე, ძლიერ ხმაურზე. ასეთ დროს ნევროლოგი დაგეხმარებათ. სლოკინის შესაჩერებლად კი ეცადეთ დაამშვიდოთ პატარა, მოაშოროთ ხმაურს, მიიკრათ მკერდზე, დაალევინოთ ცოტაოდენი თბილი წყალი. უფრო მოზრდილ ბავშვებს, რომლებიც უკვე მიირთმევენ მაგარ საკვებს, სლოკინი მშრალი საკვების - პურის, ორცხობილას - მიღებისას ეწყებათ. ამ დროს მიეცით რამდენიმე ყლუპი სითხე. კუჭში მოხვედრილ საკვებს ეს დაარბილებს და სლოკინიც შეწყდება.

- როდის არის სლოკინი საშიში?

- პროცესის მართვაში პედიატრი ან ნევროლოგი უნდა ჩაერთონ, თუ:

  • სლოკინი საათზე მეტია არ წყდება;
  • სლოკინი ხშირად ვითარდება და არა მხოლოდ კვების შემდეგ;
  • სლოკინი ხელს უშლის ჭამას, თან ახლავს ტკივილი, ბავშვი წუხს და ჭირვეულობს.

- ბოყინს თან სდევს წამოქაფება. რისი ბრალია ეს?

- თითქმის ყოველი ახალშობილი აბოყინებს კვების შემდეგ. ზოგჯერ პირიდან (ან ცხვირიდან) რძე პირდაპირ კვების დროს გადმოედინება, ზოგჯერ - კვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. უფრო საგანგაშო სიმპტომია ღებინება. წამოქაფება და ღებინება ერთმანეთისგან ადვილი გასარჩევია. წამოქაფების დროს რძეს არ აქვს სპეციფიკური მომჟავო სუნი და ოდნავ შეხაჭოებულია. ამ დროს პირიდან ამოდის კუჭის ან საყლაპავის შიგთავსი, ხოლო ღებინებისას პროცესში ჩართულია ნაწლავიც. შეუპოვარი ღებინებისას ბავშვი კარგავს წონას, განვითარებით ჩამორჩება თანატოლებს. ამ დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია. თუ ბავშვი წონას კარგად იმატებს და ასაკის შესაბამისად ვითარდება, ნუ შეშფოთდებით.

- როგორ შეიძლება, წინ აღვუდგეთ წამოქაფებას?

- ისევე, როგორც სლოკინს:

  • კვების შემდეგ ბავშვი 10-20 წუთით დაიკავეთ ვერტიკალურად, პირისახით თქვენკენ.
  • ბუნებრივი კვების დროს ყურადღება მიაქციეთ ძუძუსთავისა და არეოლის მდებარეობას პირში, ხოლო ხელოვნური კვებისას - საწოვარას ნახვრეტის ზომას.
  • ვერტიკალურ მდგომარეობაში წამობოყინების შემდეგ ბავშვი საწოლში ან საბავშვო ეტლში გვერდულა ჩააწვინეთ, რათა, თუ კვლავ წამოაქაფა, მასა სასულეში არ გადასცდეს.

ახალშობილებს ბალიშს არ უდებენ, ამიტომ საწოლის თავი უნდა წამოუწიოთ ისე, რომ თავი კუჭზე მაღლა იყოს. შეიძლება ლეიბის ქვეშ რამის ამოდებაც. მიზანშეწონილია, ექიმთან კონსულტაციით ბავშვს მისცეთ უფრო სქელი საკვები. ახალშობილისათვის ფაფა ნაადრევია; ნებადართულია სპეციალური ანტირეფლუქსური ნარევი. ბავშვების უმრავლესობა წამოქაფებას წყვეტს დაახლოებით 6 თვის ასაკში, როცა დამოუკიდებლად ჯდომას იწყებს. თუ პრობლემა 6 თვის შემდეგაც გაგრძელდა, ეცადეთ, პატარას კვების შემდეგ შეუზღუდოთ აქტიური მოძრაობა და საჭმელზე არ დააყოლებინოთ სითხე. არც კვებამდე დაალევინოთ. შევაჯამოთ ზემოთქმული:

  • სლოკინი და წამოქაფება უმეტესად ფიზიოლოგიური პროცესია და მკურნალობას არ მოითხოვს.
  • პედიატრის კონსულტაცია საჭიროა, როდესაც პატარა არ იმატებს წონას ან იმატებს უფრო ნაკლებს, ვიდრე ასაკის მიხედვით ეკუთვნის; თუ წამოქაფება ღებინებაში გადაიზარდა და ბავშვი მთელ ულუფას აბრუნებს უკან, ჭირვეულობს და წუხს.
  • ყურადღებით იყავით და საეჭვო ნიშნების შემჩნევისას მიმართეთ ექიმს.