რა არის კუდუსუნის კისტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის კუდუსუნის კისტა

კანქვეშ რჩება ეპითელიუმით ამოფენილი არხი, რომელშიც შემდგომში შეიძლება ჩაიზარდოს ბეწვი, დაგროვდეს ცხიმოვანი ან საოფლე ჯირკვლების სეკრეტი, მოხდეს დაინფიცირება. ეს ანომალია საკმაოდ ხშირია. თანდაყოლილი დეფექტი უხშირეს შემთხვევაში ბავშვობის ასაკში ადამიანს არაფრით აწუხებს და არც კი იცის მისი არსებობის შესახებ. კისტა კლინიკურად ვლინდება ხოლმე სქესობრივი მომწიფების შემდგომ პერიოდში.

ზოგჯერ კლინიკურ გამოვლინებას ხელს უწყობს გავა-კუდუსუნის ტრავმა, უხვი თმიანობა, ჰიგიენის დაუცველობა. ამ და სხვა ფაქტორთა ზეგავლენით ვითარდება კუდუსუნის კისტის ანთება, რომელიც შემდგომში დაჩირქდება ხოლმე და ყალიბდება კისტის აბსცესი. პათოლოგიის განვითარების შემდგომ სტადიაზე აბსცესი შეიძლება თავისთავად გაიხსნას და მაშინ ტკივილი კლებულობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოო განკურნებას – ვითარდება ქრონიკული ანთება მორეციდივე აბსცესებით, ფისტულებით და ინფილტრატებით და როდის შეგახსენებთ იგი ისევ თავს, არავინ უწყის.

კუდუსუნის კისტის მკურნალობის რადიკალური მეთოდი ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც მთლიანად იღებენ ეპითელურ არხს ირგვლივ მდებარე პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილებით, ინფილტრატებით და ფისტულებით. თუმცა იშვიათად არის შემთხვევები, როცა ზედაპირულად მდებარე კისტის თავისთავად გახსნის შემდეგ პროცესი კონსერვირდება ხოლმე.

კუდუსუნის არეში ტკივილის შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ქირურგს, რომელიც მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას მდგომარეობის შეფასების შემდეგ.