რა საშუალებით აპირებენ სპეციალისტები მკერდის, დუნდულებისა და სასქესო ასოს გადიდებას
წარსულს ჩაბარდება" - აცხადებენ კომპანია შტემPროტეცტ-ის ექიმები, რომლებიც უპირატესობას ღეროვან უჯრედებს ანიჭებენ.
მათი რეკომენდაციით, სხეულის ფორმების შესაცვლელად უმჯობესია პაციენტის ცხიმოვანი უჯრედებისა (რომელთა აღება მუცლის არიდან ხდება) და ღეროვანი უჯრედების გამოყენება. ამ მეთოდით შემცირდება გვერდითი ეფექტების რისკი, ალბათობა იმისა, რომ გადანერგილი ცხიმი სისხლში მოხვდება, იმპლანტი დაზიანდება და გაჟონავს, დაიწყება დაინფიცირება.
უფრო მოხერხებულია ასეთი სქემა - ცხიმოვან უჯრედებს აიღებენ ლიპოსაქციის პროცესში, მათი ნახევრიდან მიიღებენ ღეროვან უჯრედებს და დაამატებენ დარჩენილ ცხიმოვან უჯრედებს. მიღებულ ნარევს კი სხეულის პრობლემურ უბანში შეიყვანენ. ექსპერტთა განმარტებით, ამ მეთოდით მაქსიმალურად ბუნებრივი გარეგნული ეფექტი მიიღება. რაც შეეხება უსაფრთხოებას, არაფერია უფრო უსაფრთხო, ვიდრე საკუთრივ პაციენტის ქსოვილები და უჯრედები. მოცილების რეაქცია გამორიცხულია.
ამგვარად, ღეროვანი უჯრედები თავად შეიძლება მოგვევლინონ ახალი თაობის ფილერებად (საშუალება ფორმის კოსმეტიკური შეცვლისათვის).
თინათინ გოცაძე