ტუჩების კორექცია ლამაზი ღიმილისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტუჩების კორექცია ლამაზი ღიმილისთვის

- ქალბატონო ნინო, რატომ არის ტუჩების დაბერვა ასეთი პოპულარული, ღიმილის სრულყოფისა და გალამაზების მიზნით მიმართავენ მას ქალები თუ სხვა რამ ამოძრავებთ?

- ტერმინი “ტუჩების დაბერვა” სამედიცინო ენაზე ასე ჟღერს: “ტუჩების აუგმენტაცია”. ქალისთვის გარეგნული ხიბლი ყოველ ასაკში მნიშვნელოვანია. ეს ფაქტორი ხშირად განაპირობებს მის პიროვნებად ჩამოყალიბებას და საზოგადოებაში ინტეგრირებას. ტუჩები სახის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ამიტომაც უყვართ ქალებს მათი გამოკვეთა საცხით (პომადით) და, სავარაუდოდ, ამიტომაც მიმართავენ ტუჩების აუგმენტაციას. ეს პროცედურა ტუჩში ჰიალურონის მჟავას შეყვანით ხორციელდება.

- სავარაუდო შედეგს წინასწარი კომპიუტერული მოდელირების დახმარებით ეცნობა პაციენტი თუ მანიპულაციის დასრულებამდე წარმოდგენაც არ აქვს მოსალოდნელ შედეგზე? შესაბამისად, ყოველთვის კმაყოფილები არიან ქალები მიღებული შედეგით თუ არის შემთხვევები, როცა არ მოსწონთ, სხვაგვარად წარმოედგინათ თავი და ნანობენ გადაწყვეტილებას?

- რა თქმა უნდა, წინასწარ კეთდება მონახაზი ქალბატონებისათვის, რათა შედეგი მოლოდინზე იყოს ორიენტირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს ტუჩებისთვის ბუნებრიობის შენარჩუნებაა. მე პირადად მიმაჩნია, რომ ტუჩის ფორმა რადიკალურად არ უნდა შეიცვალოს, რადგან, არაბუნებრივად შევსებული ტუჩი ვულგარულ იერს სძენს ადამიანს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცედურას ასაკოვანი მამაკაცებიც ითხოვენ.

- იქნებ აღწეროთ უშუალოდ მანიპულაციის არსი და მეთოდიკა - როგორ ხდება ტუჩების აუგმენტაცია? რა ვადით არის ეს განსაზღვრული?

- მანიპულაციის არსი ტუჩში მისთვის განკუთვნილი შემავსებლის, სპეციალური ფილერის, შეყვანაა. საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი სავსეა კარგი ხარისხის შემავსებლებით. წინასწარი გაუტკივარების შემდეგ ნემსით (რომელიც ვაკუუმშეფუთვაშია, გამზადებულია) შეჰყავთ შემავსებელი. პროცედურა პროფესიონალმა ექიმმა უნდა ჩაატაროს სპეციალურ სამანიპულაციოში. კარგი ხარისხის (დანამატების გარეშე) შემავსებლით წარმოებული მანიპულაცია სრულებით უსაფრთხოა. მე მხოლოდ ასეთ შემავსებლებს ვიყენებ. ფილერის ვადა კი მწარმოებელ კომპანიასა და თვითონ ფილერის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. არსებობს ერთწლიანი, ექვსთვიანი და სხვა ვადის შემავსებლები.

- აისახება თუ არა ტუჩების კორექცია ღიმილზე? თქვენი დაკვირვებით, ყოველთვის და ყველა პაციენტის ღიმილს ალამაზებს შევსებული ტუჩები თუ პირიქით?

- ტუჩის კორექცია ღიმილზე პირდაპირ აისახება. სუბსტანციის პროფესიულად შეყვანის შემდეგ, რა თქმა უნდა, პაციენტის ღიმილი უფრო მეტ მომხიბვლელობასა და სილამაზეს იძენს. მახსოვს, ერთმა პაციენტმა მითხრა, ტუჩის საცხის გამოყენება ამ პროცედურის შემდეგ დავიწყე, იმდენად მომწონს ჩემი ტუჩები, მინდა გამოვკვეთოო.

- რას გვეტყვით ცხვირ-ტუჩის ნაკეცის დაჭიმვაზე, რამდენად ხშირად მოგმართავენ ამ მიზნით ქალბატონები და საბოლოოდ როგორ აისახება ეს პროცედურა ღიმილზე?

- ცხვირ-ტუჩის ნაოჭის შევსებაც ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოდ, თუ ეს ნაოჭი ძალიან გამოკვეთილია, მარტო ტუჩის კორექციით არ უნდა შემოვიფარგლოთ, მეტიც, ამ ნაოჭის კორექციით უნდა დავიწყოთ. ესეც ჰიალურონის მჟავას შემადგენლობის შემავსებლით კეთდება. ასაკის გათვალისწინებითა და ფტოზის მიხედვით, ექიმი არჩევს ფილერის სიმკვრივეს. მე პირადად ვთვლი, რომ ამ დროს დოზის გადაჭარბება მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანია - სახე შუპდება, რაც ვიზუალურად ძალიან არაესთეტიკურია.

- რა უკუჩვენებები აქვს აღნიშნულ ჩარევებს? რა უნდა გაითვალისწინონ მსურველებმა?

- ამ ჩარევების უკუჩვენებებია:

  • ფეხმძიმობა;
  • ძუძუთი კვება;
  • ჰემოფილია;
  • ნეფროპათია;
  • მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქცია ჰიალურონის მჟავას მიმართ;
  • აუტოიმუნური დაავადებები.

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს თქვენს მიერ აღწერილ მანიპულაციებს?

- კიდევ გავიმეორებ, რომ თუკი პროცედურას ჩაატარებს პროფესიონალი ხარისხიანი შემავსებლით, გართულება შეუძლებელია. ხშირად მოგვმართავენ პაციენტები, რომლებმაც მანიპულაცია რომელიმე არასანდო დაწესებულებაში ჩაიტარეს (მიკვირს, როგორ შეიძლება ადამიანმა ჯანმრთელობა და სილამაზე არაპროფესიონალს მიანდოს!) და აღენიშნებათ შემავსებლის გრანულაცია, მიგრირება. ასეთ შემთხვევაში პაციენტს შესაძლოა პლასტიკური ქირურგის დახმარებაც კი დასჭირდეს.

- დასასრულ კი, როგორც მოქმედი, პრაქტიკოსი დერმატო-კოსმეტოლოგი, რას ურჩევთ მკითხველს, რამდენად არის აღნიშნული ჩარევები საჭირო და აუცილებელი? მიმართონ ამ მანიპულაციებს თუ შეეგუონ ბუნებრივი, თუნდაც ფიზიოლოგიური დაბერებით გამოწვეულ ცვლილებებს და მაინც იმედიანად გაიღიმონ?

- როგორც ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი ვთვლი, რომ ადამიანის კარგი განწყობისა და სრულყოფილი ცხოვრებისათვის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, დაბერების პროცესთან შეგუება, როდესაც არსებობს თავის მოვლის უამრავი კარგი ხარისხის საშუალება, ალბათ, არასწორია. გარკვეული დახმარება იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს, ქალსაც და მამაკაცსაც თანაბრად სჭირდება, ოღონდ - ზომიერად. არც ისაა კარგი, როდესაც ახალგაზრდა გოგონები ნაადრევად იწყებენ მათთვის არასასურველ მანიპულაციებს, ჭარბად მოიხმარენ კოსმეტიკურ საშუალებებს (ეს მათ კანს ნაადრევად აბერებს და პრობლემას უქმნის) და არც ის, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალები მოუვლელობით ნაადრევად ემსგავსებიან მოხუცებს.