სახის გადანერგვის წარმატებული ოპერაციის დეტალები გასაჯაროვდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახის გადანერგვის წარმატებული ოპერაციის დეტალები გასაჯაროვდა

პროცედურის დეტალები გამოქვეყნდა ჟურნალში Plastic and Reconstructive Surgery. სტატიის თანახმად, ექიმების გუნდმა ჩაატარა კვლევა, იმისათვის რომ შეემუშავებინათ სახის, ქუთუთოების, ყურების, თავის თმიანი ნაწილის კანისა და სახის ჩონჩხის ძვლების გაუმჯობესებული ტრანსპლანტანტები, რათა ნორმალური ცხოვრებისათვის დაებრუნებინათ სახის სერიოზული დამწვრობის მქონე პაციენტი. სპეციალისტების გუნდი შედგებოდა ყბა-სახისა და რეკონსტრუქციულ მიკროქირურგიაში გამოცდილების მქონე პლასტიკური ქირურგებისა და სხვა სფეროს პროფესიონალებისგან. ამასთან, ექსპერტებმა დამატებითი სწავლება გაიარეს გვამებზე.

პირველი, ვისაც სახე გადაუნერგეს, იყო მეხანძრე პატრიკ ჰარდისონი (Patrick Hardison), რომელსაც 2001 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მთლიანად ჰქონდა დამწვარი სახე და თავის თმიანი ნაწილი. მიუხედავად მრავალრიცხოვანი ოპერაციებისა, მას უჭირდა თავისა და ქვედა ყბისა მოძრაობა, ასევე არ ჰქონდა ქუთუთოები და ყურები. სახის დონორი აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც ქალა-ტვინის ტრავმის გამო ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს. ოპერაციაში, რომელიც 26 საათი გრძელდებოდა, მონაწილეობდა ასამდე ადამიანი- ექიმები, მედდები, ტექნიკური და დამხმარე პერსონალი.

სპეციალისტებმა განახორციელეს ცხვირის, ყბის, ყვრიმალების ფორმის შენარჩუნებისათვის აუცილებელი კონსტრუქციის გადანერგვა, ასევე ქუთუთოების, ყურების, ყურის არხის და თავის კანის ტრანსპლანტაცია. ოპერაციიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, პაციენტს კვლავ შეეძლო ლაპარაკი, ღეჭვა, ყლაპვა და თვალების ხამხამი.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მთოდიკით, სხვა ქირურგები შეძლებენ სახის რთული დაზიანების მქონე ადამიანების დახმარებას.

ლალი ჩხიკვაძე