ექიმებმა სახის პროთეზი 3D პრინტერზე დაამზადეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმებმა სახის პროთეზი 3D პრინტერზე დაამზადეს

ყბა-სახის კლინიკის ექიმებმა მათ ხელთ არსებული საშუალებებით გადაწყვიტეს (სპეციალისტებს არ ჰქონდათ რთული, ძვირადღირებული აღჭურვილობა). ექიმებმა პაციენტის სახეს 15 სურათი გადაუღეს ჩვეულებრივი სმარტფონის 16-მეგაპიქსელიანი კამერით.

ეს სურათები, ასევე, აქსელერომეტრისა და ჰიროსკოპის მაჩვენებლები ექიმებმა გამოიყენეს მობილურის უფასო აპლიკაციით სახის სამგანზომილებიანი მოდელის აგებისას. მიღებული მოდელი ექიმებმა კომპიუტერის სხვა აპლიკაციით დაამუშავეს. საბოლოოდ, პაციენტის სახის ჯანსაღი ნაწილის ასახვით, შექმნეს მომავალი პროთეზის სამგანზომილებიანი მოდელი. მიღებული შედეგი მათ სილიკონისგან დაბეჭდეს 3D - პრინტენზე.

ამის შემდეგ მხატვრებმა ნაკეთობას ბუნებრივი სახე მისცეს, შეღებეს რა კანის ფერით და დაუმატეს რეალური ნაოჭები. მიღებული პროთეზი სპეციალისტებმა დაამაგრეს პაციენტის სახის ძვლებზე მაგნიტისა და ქირურგიული ხრახნების საშუალებით.

პროთეზის შექმნის მთელ პროცესში მონაწილეობდნენ ილინოისის უნივერსიტეტისა და ბრაზილიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები. მათ ამისათვის დასჭირდათ არა უმეტეს 20 საათისა.

მკურნალი ექიმების თქმით, ასეთი სამაგრი საიმედოა და პაციენტს თამამად შეუძლია პლაჟზე სეირნობა, შხაპის მიღება, სპორტდარბაზში ვარჯიში. აუცილებლობის შემთხვევაში მისი მოხსნა და გარეცხვაც არაა რთული.

ლალი ჩხიკვაძე