მამაკაცის საზაფხულო გარდერობი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის საზაფხულო გარდერობი

ყოველდღიური ჩაცმულობა

ცხადია, საზაფხულო გარდერობის საბაზისო ელემენტებია მაისური და შორტი. ეს მოხერხებული, პრაქტიკული სამოსი სხეულს სუნთქვისა და მზის აბაზანების მიღების საშუალებას აძლევს. მათი შეძენისას ძირითადი კრიტერიუმი უნდა იყოს ნატურალურობა, ბუნებრიობა. ასეთი ქსოვილებია სელი და ბამბა, თუმცა სინთეტიკის მცირე შემცველობა დასაშვებია, რათა ტანსაცმელი იოლად არ იჭმუჭნებოდეს. პიკნიკისა და ლაშქრობის დროს შეზღუდვა პრაქტიკულად არ არსებობს. თუ გსურთ, სპორტდარბაზში მუყაითი ვარჯიშის შედეგები წარმოაჩინოთ, თამამად ჩაიცვით ღია მაისურები და მოკლე შარვლები - ტყუილად ხომ არ იკლავდით თავს; მოვიდა დრო, დამსახურებული კომპლიმენტები მიიღოთ. უფრო კონსერვატორ და ნაკლებად სპორტული გარეგნობის მამაკაცებს ვურჩევთ, ჩაიცვან სადა მაისური და ღია ფერის ბრიჯები.

საოფისე გარდერობი

რაც არ უნდა კომფორტულად გრძნობდეთ თავს შორტსა და მაისურში, სამსახურში ასეთი ჩაცმულობით გამოჩენა არ შეიძლება, თუმცა ოფისისთვისაც შეიძლება შეირჩეს მოხერხებული ვარიანტი. რუხი ან სელისფერი ტილოს კოსტიუმი, მასზე რამდენიმე ტონით ბაცი პერანგი და რამდენიმე ტონით მუქი საზაფხულო ფეხსაცმელი იდეალური არჩევანია - საქმიანი და რესპექტაბელური იერიც გექნებათ და მოხერხებულადაც იგრძნობთ თავს. ასეთი ჩაცმულობისას ჰალსტუხის გაკეთება აუცილებელი არ არის. თუ სამსახურში მკაცრი დრესკოდი არ მოქმედებს, შეიძლება, ღია ფერის შარვლითა და პერანგითაც შემოვიფარგლოთ. თუ ხშირად გიწევთ გადაადგილება, უპირატესობა მიანიჭეთ ჯინსს, მსუბუქ სპორტულ ფეხსაცმელს და პასტელური ფერის პერანგს.

საზაფხულო ჩაცმულობის შეცდომები

ყველაზე დიდი შეცდომაა სანდლებზე წინდების ჩაცმა. ეს არის ტაბუ და გამონაკლისი არ გააჩნია. ძალიან ლამაზი სანახავია გარუჯულ ფეხებზე მოკლე შორტი, რომელიც იდეალურად წარმოაჩენს მამაკაცის სხეულს, მაგრამ ასე ჩაცმა მისაღებია მხოლოდ პლაჟზე, ქალაქის ქუჩებში ამგვარი ჩაცმულობით სიარული არაეთიკურია. ქამარ-საფულეს ორიგინალურ და მოხერხებულ აქსესუარად ნუ ჩათვლით - ის მისაღებია საცალო მოავაჭრეებისთვის ბაზარში. თუ იდეალური აღნაგობით ვერ დაიკვეხნით, ნუ ჩაიცვამთ ტანზე მომდგარ მაისურს, რომელიც მკაფიოდ აჩენს ტორსის ნაკლოვანებებს, თუნდაც წამოზრდილ ღიპს.