მამაკაცის სტილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის სტილი

პიჯაკი ერთი ჭრილით. ჭრილი მდებარეობს კალთის შუა ხაზზე და გარკვეულ უხერხულობას ქმნის - თუ ხელს ჯიბეში ჩავიყოფთ, პიჯაკი ცალ მხარეს გადაიჭიმება, რაც სხეულს ასიმეტრიულ და უსიამოვნო შესახედაობას მისცემს.

პიჯაკი ორი ჭრილით. ის მამაკაცს უფრო მაღალს და ტანადს აჩენს, ხოლო სიარულისას ქმნის მოძრაობის ელეგანტურობის შეგრძნებას. აქ ფორმა და ფუნქცია თანხვედრაშია, ამიტომ უმეტესობა სწორედ ორჭრილიან პიჯაკს ამჯობინებს.

ინდივიდუალური სტილის რამდენიმე მცნება

გემოვნებით ჩაცმა, სტატუსისა და გარემოების შესაბამისად სამოსისა და აქსესუარების უშეცდომოდ შერჩევა თანამედროვე საქმიანი მამაკაცის აუცილებელი თვისებებია. მათი უმრავლესობა სტილის განმსაზღვრელ რამდენიმე წესს მისდევს, თუმცა მათი რაოდენობა გაიცლებით მეტია. კერძოდ:

  • განსაკუთრებულ ყურადღებას ნუ მიაქცევთ მოდურ ტენდენციებს. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ კოსტიუმს მხოლოდ იმიტომ, რომ ის „სეზონის ჰიტია”. ჯობს, დააკვირდეთ, რამდენად კარგად გადგათ ტანზე, ბეჭებზე ხომ არ გიჭერთ. მოდის მიმდინარე ტენდენციები, რასაკვირველია, უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, ტანსაცმელი კარგად გქონდეთ მორგებული და შეესაბამებოდეს თქვენს სტილსა და პროფესიულ იმიჯს.
  • იპოვეთ საკუთარი სტილი და მისდიეთ მას. გაარკვიეთ, როგორი სამოსი შეესაბამება თქვენს აღნაგობას. ელეგანტურობის გასაღები იმის გაცნობიერებაა, რა შეიძლება ატაროთ და რისი ჩაცმისგან ჯობს თავის შეკავება. გააგრძელეთ ძიება, ვიდრე არ მიაგნებთ საკუთარ სტილს.
  • დაეუფლეთ ცვლისა და შეხამების ხელოვნებას. ისწავლეთ სამოსის კომბინირება. თუ, ჩვეულებრივ, რუხ საქმიან პიჯაკსა და თეთრ პერანგს იცვამთ, სინჯეთ ცისფერი ან ლურჯი პერანგი.
  • შეიცვალეთ ტანსაცმლისადმი დამოკიდებულება: მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი და მრავალფუნქციურობა. თუ თქვენი მოსაწონი პერანგი იპოვეთ, შეეცადეთ, მისგან წარმოსახვით რამდენიმე ვარიანტი შექმნათ. შეიძლება თუ არა მისი ჩაცმა ტრიკოტაჟის პულოვერთან ან კარდიგანთან ერთად? მოუხდება თუ არა კოსტიუმს? ჯინსს?
  • ყურადღება მიაქციეთ ქსოვილის ხარისხს. კარგი არჩევანია თხელი შალის კოსტიუმი - ის განუმეორებლად მოხდენილი და მოხერხებულია. უპირატესობა მიანიჭეთ 100%-იან შალის ქსოვილს. თუ ქსოვილი შერეულია, შეამოწმეთ, მის შემადგენლობაში 25%-ზე მეტი ხომ არ არის ხელოვნური ბოჭკო.
  • მრავალფეროვნებისათვის გამოიყენეთ აქსესუარები. სამი წლის წინანდელი საქმიანი პიჯაკი ახალ ჰალსტუხთან ერთად სრულიად სხვაგვარად გამოჩნდება. აქსესუარები დახვეწილობას შემატებს ნებისმიერ გარდერობს.