რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
რა უქმნის მამაკაცს საახალწლო განწყობას
რა უქმნის მამაკაცს საახალწლო განწყობას
საზეიმო განწყობის შექმნა ჩვენს ხელთაა. ქვეყანაში არსებული ვითარება გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე, ყოფითი პრობლემები საშუალებას არ გვაძლევს, მთელი არსებით გადავეშვათ საახალწლო ორომტრიალში და მოახლოებული დღესასწაულით დავტკბეთ. კრიზისი ადრე თუ გვიან დასრულდება, ხოლო თუ სასოწარკვეთას მივეცემით, ზეიმი გაუფერულდება, ამიტომ, მიუხედავად დროებითი სირთულეებისა, სათანადო განწყობის შექმნას უნდა ვეცადოთ.


ახალი წლისადმი გულგრილად განწყობილი შეიძლება იყოს მხოლოდ ძალიან დაღლილი და განხიბლული ადამიანი, მაგრამ ამის გამოსწორება შესაძლებელია. ეს არის წლის ყველაზე ჯადოსნური დრო, როცა უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, დავარიგოთ საჩუქრები და ვიზეიმოთ. ეცადეთ, დაივიწყოთ ძველი და კარი გაუღოთ ახალს. ეს, უპირველესად, ეხება თქვენს წრეს. გაწყვიტეთ დამთრგუნველი კავშირები და კონტაქტები, ნუ შეგეშინდებათ ახალი ნაცნობობის, ცხოვრებისე­ული გამოცდის და სამსახურის შე­ც­ვლისაც კი. ახალი წელი შესანიშნავი საბაბია, გათავისუფლდეთ ძველი, უსარგებლო ნივთებისგან, ჩვევებისა და დაპირებებისგან. ურიგო არ იქნება გარდერობის განახლება. განსაზღვრეთ პირადი პრიორიტეტები, თვალი გადაავლეთ თქვენს ცხოვრებას და შეიტანეთ მასში პოზიტიური ცვლილებები. საოცარია, მაგრამ ფაქტია, როდესაც სხვებს ულოცავ, თავადაც უფრო ბედნიერი ხდები. გაუგზავნეთ ახლობლებს, მეგობრებსა და ნათესავებს ვირტუალური საახალწლო ანიმირებული ბარათები გულწრფელი სურვილებით, მუსიკალური და მბრწყინავი სპეცეფექტების თა­ნხლებით. შეამჩნევთ, რომ თავადაც გამხიარულდებით. ახალი წელი წლიდან წლამდე უფრო და უფრო კომერციული ხდ­ება, ამდენად, საზეიმო შოპინგზე უარის თქმა შეუძლებელიცაა და არც არის საჭირო. ამ პერიოდში ყველა ქალაქში იმართება საახალწლო ბაზრობები, სადაც შესაძლებელია ნაძვის ხის ექსკლუზიური მოსართავების, ხელნაკეთი სუვენირებისა და საზეიმო განწყობის დიდი ულუფის შეძენა. საახა­ლწლო ბაზრობაზე შეგიძლიათ ოჯახთან ერ­თად წაბრძანდეთ - ეს კიდევ ერთ სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებათ. ნაძვის ხის მორთვა ყველაზე მშვენიერი ტრადიციაა, რომელიც სიხარულს ჰგვრის არა მარტო ოჯახსა და შეყვარებულ წყვილს, არამედ ოფისის კოლექტივსაც კი. ნაძვის ტოტებზე ბრჭყვიალა სათამაშოებისა და კაშკაშა გირლანდების დაკიდება დიდი ხანია ანტისტრესული რიტუალია. თუ ამას საყვარელი მუსიკის თანხლებით
You must have Flash Player installed in order to see this player.
გააკეთებთ, მაშინვე საშობაო ზღაპრის ატმოსფეროში გადაეშვებით. საახალწლოდ ახალი ტანსაცმლის შეძენა მამაკაცებისთვისაც სასიამოვნოა. მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ამჟამად თქვენი ფინანსური შესაძლებლობები - შესაფერისი შენაძენი ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს, მით უმეტეს, ამ პერიოდში თითქმის ყველგან დიდი ფასდაკლებებია. დაბოლოს, საახალწლო სუფრა, დახუნძლული გემრიელი კერძებით, ღვინით, შამპანურით, ხილითა და ტკბილეულით - აი, ის, რაც შესანიშნავ გუნებაზე დაგაყენებთ და საზეიმო განწყობას შეგიქმნით.


კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანიის Alpen Pharma წილი სტაბილურად მზარდია. კომპანიამ 2016 წელი განსაკუთრებული წარმატებით დაასრულა. გაიზარდა მედიკამენტების პორთფელი, რომელიც სხვადასხვა სამკურნალო საშუალებით აკმაყოფილებს პაციენტების ფართო სპექტრსა და სხვადასხვა პროფილის ექიმებს. საქართველოში ფარმაცევტული კომპანიის კლუბში კი, რომელშიც წამყვანი ექიმები არიან გაერთიანებული, უკვე 120 წევრია.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თანამედროვე მამაკაცთა უმრავლესობა ითვ­ა­ლისწინებს მსოფლიო მოდის ტენდენციებს. მამაკაცის მოდა პრაქტიკულობითა და უტილიტარობით არსებითად განსხვავებულია.

მსოფლიოს მოდის ტენდენციებს წამყვანი ბრენდები კარნახობენ: Dolce & Gabbana, Calvin Klein, Alexandr McQueen და სხვა მრავალი ვარსკვლავური სახელი თითქმის ყველასთვის ცნობილია. მსხვილი სამოდელო სახლების ჩვენებებმა მამაკაცის ტანსაცმლის ამ სეზონის ტენდენციები გამოავლინეს.

ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

შუახნის ასაკის კრიზისი, სტატისტიკურად, 30 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე მამაკაცს აწუხებს. ეს მდგომარეობა ხშირად არა მარტო მამაკაცზე, მის ოჯახზეც უარყოფითად აისახება.
მედიკოსები წვერზე, როგორც ინფექციის კერაზე, უარის თქმას გვირჩევენ. წვერი უკანასკნელი სეზონების მოდური ტრენდია, მაგრამ ექიმების აზრით, იგი მეტისმეტად არაჰიგიენურია და მას ბაქტერიულ ღრუბელსაც კი ადარებენ.
ქორწინების შემდეგ ადამიანთა ფსიქოლოგია იცვლება. დაქორწინებული მამაკაცის ქცევა განსხვავდება უცოლოსაგან, რაც სავსებით ლოგიკურია. ოჯახური ცხოვრება ცვლის ჩვევებს, გატაცებებს, ცხოვრების წესს, პრიორიტეტებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქორწინების თანმხლებ სტრესზე. ოჯახური ბედნიერებისა და იდილიის შექმნაში კაცის როლი განუზომლად დიდია.

დაქორწინების შემდეგ ცოლს ისევე უნდა მოეპყროს კაცი, როგორც შეუღლებამდე. ქალს ყოველთვის სჭირდება მამაკაცის მზრუნველობა.

მამაკაცის ბიჟუტერია, ერთი შეხედვით, უჩვეულოდ ჟღერს, რადგან სიტყვა „ბიჟუტერია“ ჩვენს ცნობიერებაში ქალთან ასოცირდება.

ბიჟუტერია ხაზს უსვამს მამაკაცის ინდივიდუალობას და საკუთარი გარეგნობის მიმართ მის ყურადღებაზე მეტყველებს. უწინარესად, ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც მოხდენილ ნაკეთობებშია ხორცშესხმული, ეს ნაკეთობები კი მამაკაცის თვითგამოხატვის საშუალებაა.

04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.