მამაკაცის სვიტერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის სვიტერი

სვიტერის ხარისხს ნართის ფაქტურა განაპირობებს. ჩვეულებრივ, მას ბამბისგან, შალისა და ქაშმირისგან კერავენ. უკანასკნელ ხანს მწარმოებლებმა დაიწყეს სინთეზური მასალის დამატებაც, რათა სვიტერმა დიდხანს შეინარჩუნოს ფორმა, თუმცა სინთეტიკა, თუნდაც ხარისხიანი, სხეულს სუნთქვის საშუალებას ართმევს. ბამბის სვიტერი შესანიშნავი სამოსია გაზაფხულის, ზაფხულის ან შემოდგომის გრილი საღამოსთვის. მისი შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ ბამბის სიმკვრივეს: რაც უფრო მკვრივია, მით მეტხანს გაგიძლებთ. ბამბის სვიტერის მთავარი ნაკლი ის არის, რომ 2-3 ჩაცმის შემდეგ იწევს, ფორმას კარგავს და გარეცხვა სჭირდება. თუ ბამბის სვიტერს ხშირად რეცხავთ, ეცადეთ, ნაზი რეცხვის რეჟიმი გამოიყენოთ, რომ სვიტერმა დიდხანს შეინარჩუნოს პირვანდელი სახე. შალის სვიტერი უფრო პრაქტიკულია სიცივეში. საუკეთესოა თხელი მერინოსის სვიტერი, ოღონდ ნურასოდეს ჩაიცვამთ მას შიშველ სხეულზე. შალის სვიტერი რეცხეთ ხელით ან სარეცხი მანქანის ნაზი რეცხვის რეჟიმით, სპეციალური საშუალებით, რომელიც გელის სახით გამოდის - ის ლაქებსაც უკეთ აშორებს, ფორმასაც უნარჩუნებს სვიტერს და იოლადაც სცილდება. შალის სვიტერი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ესე იგი, თოკზე კი არა, მაგიდაზე გაფენილი უნდა გავაშროთ. ქაშმირის სვიტერი პრაქტიკულობისა და კომფორტის ეტალონია: ის შესანიშნავად ათბობს, უსიამოვნოდ არ ჩხვლეტს სხეულს და შესანიშნავად ზის ტანზე. ქაშმირის სვიტერის მთავარი ნაკლი მისი სიძვირეა. სამოსის უნივერსალურობას პირდაპირი კავშირი აქვს ფერთან. დასაწყისისთვის შეარჩიეთ ძირითადი ფერებისა და კლასიკური სტილის სვიტერები. მაგალითად, რუხი ან მუქი ლურჯი V-სმაგვარი ყელით - მას პრაქტიკულად ყოველგვარ ტანსაცმელს შეუხამებთ. სწორად უნდა შევარჩიოთ ზომაც. სვიტერი ტანზე უნდა იყოს მომდგარი, მაგრამ შეიძლებოდეს მის ქვეშ პერანგის ჩაცმა. საორიენტაციოდ შეიძლება ავირჩიოთ მხრები. სვიტერის ნაკერი მხრის შუახაზს უნდა ემთხვეოდეს, სახელო მხრის დასასრულიდან იწყებოდეს და არ იყოს მეტისმეტად ვიწრო და გრძელი. ყურადღება მიაქციეთ, როგორ დგას სვიტერი წელზე: თუ დიდი ნაკეცები უჩნდება, უფრო მოკლე მოდელი შეიძინეთ, თუ ძლივს სწვდება საქამრე ადგილს - უფრო გრძელი. სვიტერის არჩევა ძნელი საქმეა, მაგრამ სწორად შერჩეული სვიტერი ხაზს გაუსვამს თქვენს ძლიერ მხარეებს და დაფარავს სუსტს.