2015 წლის მოდური ტენდენციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

2015 წლის მოდური ტენდენციები

უახლეს კოლექციებში არის შარფის პრაქტიკულად ყველა ტრადიციული მოდელი. გარდა ამისა, პოპულარობას იხვეჭს მოდელები, რომლებიც დამზადებულია ნაკლებად გავრცელებული მასალისგან: სატინისგან, აბრეშუმისგან, ხავერდისგან და ბეწვისგანაც კი. თანდათან იკიდებს ფეხს გრძელი შარფი და პალანტინი. ამასთან, ეს უკანასკნელი შეიძლება გაფორმებული იყოს არა მარტო კლასიკური ზოლებით ან უჯრედებით, არამედ ბუნებისა და ეთნიკური ორნამენტებითაც. სადა აქსესუარები კი ყოველთვის მოდურია. თბილ ამინდში შარფის შესანიშნავი ალტერნატივაა ყელსახვევი, რომელიც მამაკაცს ექსტრავაგანტურ და სოლიდურ იერს შესძენს. ყელსახვევის დახვეწილ მოდელებს გვთავაზობენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Louis Vuitton, Paul Smith, Canali და Bottega Veneta.

ჩალისფერი მამაკაცის გარდერობში - ძნელი წარმოსადგენია უფრო კლასიკური და უნივერსალური ფერი, ვიდრე ჩალისფერია. ის წლიდან წლამდე ჩნდება პოდიუმებზე და, რასაკვირველია, არც 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაა გამონაკლისი. მამაკაცები ოდითგანვე უპირატესობას ანიჭებენ უფრო კონსერვატიულ ტონებს და ეს გასაგებიცაა. ჩალისფერი კი ჩაცმულობას თავშეკავებასა და მყუდროებას მატებს. ჩალსიფერის უპირატესობანი:

  • უხდება ნებისმიერ მიზნობრივ სტილს;
  • პრაქტიკულად ყველა პოპულარული ბრენდის კოლექციაშია;
  • ადვილად ეხამება სხვა ფერებს.

ეს პლუსები განსაკუთრებით აქტუალურია მამაკაცთა უმრავლესობისთვის, რომელთაც არ უყვართ ჩაცმულობაზე დროის დახარჯვა. ჩალისფერი შეიძლება თითქმის ყველა ფერს შეუხამოთ. თუ უფრო მკაცრი იმიჯის შექმნა გინდათ, ჩართეთ ფერთა გამაში შავი.