რას მივაქციოთ ყურადღება პიჯაკისა და პერანგის შეძენისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას მივაქციოთ ყურადღება პიჯაკისა და პერანგის შეძენისას

მძიმე და ჭუჭყიანი საქმიანობის დროს ღილებს იხსნიდნენ და სახელოებს იკეცავდნენ, რათა დალაქავებისგან დაეცვათ. მამაკაცის მოდის კონსერვატიულობის წყალობით მანჟეტებზე ღილები დღემდე შემორჩა. პიჯაკის მეორე დეტალი, რომლის წარმომავლობა გაურკვეველია, მარცხენა გადანაკეცზე არსებული საღილეა. ზოგიერთ მოდელს მარჯვენა მხარეს ღილიც აკერია, რომელიც შეიძლება სიცივეში შევიკრათ. პიჯაკის უმნიშვნელოვანესი დეტალია სარჩული, რომელიც, ჩვეულებრივ, სადა ქსოვილისგან იკერება, თუმცა სურვილის შემთხვევაში ეს დეტალიც შეიძლება გემოვნებისამებრ შეარჩიოთ და მკერავის დახმარებით შეცვალოთ. ნუ დაუჯერებთ მათ, ვისაც მიაჩნია, რომ სარჩული არ ჩანს. დეტალები ყოველთვის მნიშვნელოვანია.

პერანგი

პერანგის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მარტო ზომას, არამედ იმასაც, მომდგარია თუ არა ტანზე. ტანზე მომდგარი პერანგები შარვალში ჩატანებისას უფრო მოხდენილად გამოიყურება. პერანგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მანჟეტია. სწორკუთხა, გადაჭრილ და მომრგვალებულ მანჟეტებს შორის განსხვავება მხოლოდ ესთეტიკურია. სწორკუთხა მანჟეტები უკეთ ესადაგება სვიტერს, ხოლო მომრგვალებული - პიჯაკს. გამორჩეული ადგილი უკავია ფრანგულ ანუ ორმაგმანჟეტებიან პერანგებს. ასეთი მანჟეტები, ჩვეულებრივ, ქსოვილის ორი ფენისგან შედგება და ამიტომ უფრო სქელია. გარდა ამისა, მათ არ აკერია ღილები, ამიტომ საკინძეების გარეშე ვერ ჩაიცვამთ. ფრანგულმანჟეტებიან პერანგს სმოკინგთან იცვამენ. თუ არისტოკრატული რაუტების ხშირი სტუმარი არ ხართ, ასეთი პერანგი მაინცდამაინც არ დაგჭირდებათ. პერანგის ღილებსაც ერთგვარი თავისებურება ახასიათებს. მაგალითად, ზოგიერთ მოდელზე ქვედა ღილის ჭრილი ვერტიკალური კი არა ჰორიზონტალურია. ეს იმისთვის, რომ დახრისას პერანგი არ გაიხსნას. ჰორიზონტალურ ჭრილს ზოგიერთი მწარმოებელი განსხვავებული ფერის ძაფით ამოუხვევს, რაც, უპირველეს ყოვლისა, სილამაზისთვის კეთდება. ყურადღება მიაქციეთ პერანგის საყელოსაც. თუ გინდათ, ის კარგად ჩაჯდეს პიჯაკის საყელოში, შეიძინეთ მოდელები, რომლებსაც საყელოს უკანა მხარეს აქვს ღილი.