ძლიერთა სისუსტეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძლიერთა სისუსტეები

ყოველ წამს მამაკაცის ორგანიზმში იბადება ათასი სპერმატოზოიდი და ეს ყველაფერი - იმისთვის, რომ რომელიმე მათგანმა მიაღწიოს ქალის კვერცხუჯრედამდე და გაანაყოფიეროს იგი. ამ პროცესს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ზოგიერთმა დაავადებამ და მრავალმა სხვა არასახარბიელო ფაქტორმა, ისეთებმა, როგორებიცაა ალკოჰოლის ჭარბი მიღება, თამბაქოს წევა, მძიმე ეკოლოგია. მამაკაცის უნაყოფობის პრობლემას შეისწავლიან და მკურნალობენ უროლოგები და ანდროლოგები, რომლებიც გამოყოფენ უშვილობის შემდეგ მიზეზებს:

  • სპერმატოზოიდების მოძრაობისა და სიცოცხლისუნარიანობის დარღვევა;
  • სპერმატოზოიდების რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება;
  • სპერმატოზოიდების მოძრაობის დარღვევა თესლგამომტან გზებში.

რამ შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის ორგანიზმში ასეთი დარღვევები?

  • მამაკაცის სასქესო ორგანოების დეფექტებმა და ტრავმებმა;
  • ინფექციურმა, განსაკუთრებით - სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა;
  • ვარიკოცელემ (ამ დროს სათესლე ჯირკვლებისა და სათესლე ბაგირაკის ვენები ფართოვდება და შედეგად მათი ფუნქციობა ირღვევა);
  • მამაკაცის შარდსასქესო ორგანოების ანთებამ (პროსტატიტმა ან ურეთრიტმა);
  • ჰორმონულმა დარღვევებმა - მამაკაცის სასქესო ჰორმონის, ტესტოსტერონის, უკმარისობამ;
  • იმუნიტეტის დაქვეითებამ;
  • სქესობრივმა დარღვევებმა.

უნაყოფობის მაპროვოცირებელი გარეგანი ფაქტორებია:

  • ცუდი ეკოლოგია;
  • მავნე საწარმოში მუშაობა;
  • მოჭერილი, მჭიდრო თეთრეულის ტარება;
  • ალკოჰოლის, ნარკოტიკების, თამბაქოს მოხმარება.

მამაკაცის უნაყოფობა უმეტესად ექვემდებარება მკურნალობას, მაგრამ თუ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, რეპროდუქციული დამხმარე ტექნოლოგიები, ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, ინ ვიტრო განაყოფიერება, საშუალებას მოგცემთ, თქვენც ეზიაროთ მამობის ბედნიერებას.