მამაკაცებისთვის ყველაზე საშიში პროფესიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცებისთვის ყველაზე საშიში პროფესიები

მათი ცხოვრება კარიერულ კიბეზე აღმასვლა და გაშმაგებული რბოლაა, რაც, ფაქტობრივად, მუდმივი ბრძოლის ტოლფასია, ამიტომ სიყვარულისა და ნორმალური ადამიანური ურთიერთობებისთვის ასეთ მამაკაცებს ძალა აღარ ჰყოფნით. ვითარდება ინტიმოფობიად წოდებული სინდრომი: მამაკაცს გამუდმებით ეჭვი ეპარება საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა გულწრფელობაში, ჰგონია, ქალებს მასზე მეტად მისი საბანკო ანგარიში აინტერესებთ, ამიტომ მის პირად ცხოვრებაში მუდამ არეულობაა, რაც ჯანმრთელობის შერყევას გარდაუვალს ხდის.

სამხედრო მოსამსახურეები

სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები ქალებს შორის ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, მაგრამ დაძაბული სამსახურისა და მუდმივი საფრთხის გამო სამხედრო პირის ცხოვრებაში ქალებისთვის არც ისე ბევრი ადგილი რჩება. მაშინაც კი, როდესაც სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობს და ხელში იარაღი არ უჭირავთ, ჯარისკაცები და ოფიცრები მაინც მკაცრ დისციპლინას ემორჩილებიან. ერთფეროვანი საკვები და თანამებრძოლთა მოღუშული სახეები შესამჩნევად ამცირებს ქალთა საზოგადოებისგან სიამოვნების მიღების უნარს. მათ უფრო და უფრო მეტად უჭირთ ქალების მოხიბვლა და მათ წინაშე თავის მოწონება.

ამ მხრივ განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდებიან მეზღვაურები. ისინი ხმელეთზეც კი ვერ ახერხებენ თავი დააღწიონ სტერეოტიპს, რომ ქალი ხომალდზე უბედურების მომასწავებელია.

უკანასკნელ ხანს სექსოლოგიაში ასეთი ტერმინიც კი დამკვიდრდა: “მეზღვაურთა იმპოტენცია”.

არანაკლებ პრობლემურია პოლიციელთა ცხოვრება. მრავალი მათგანი სამსახურზე ფიქრს შინაც კი ვერ ანებებს თავს. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მეუღლისა და ოჯახის მამის მოვალეობის შესრულებაზე გადართვა მათ მეზღვაურებზე ნაკლებ როდი უჭირთ.

ხელოვანები

ამ პროფესიის წარმომადგენლები მთელ ძალასა და ენერგიას იმას ახმარენ, სამყაროს საკუთარი გენიალურობა დაუმტკიცონ, ეს კი, მოგეხსენებათ, დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

შთაგონების წყაროს ძიებაში მამაკაცები სხვადასხვა ტიპის დოპინგს ეტანებიან, რაც მათ მამაკაცურ ძალაზე ნეგატიურად აისახება.

ხელოვანი მამაკაცებისთვის არც შემთხვევითი სქესობრივი კავშირებია უცხო ხილი, რაც დაღს ასვამს საყვარელ ქალებთან მათ ურთიერთობას.

მუშათა კლასი

სახიფათო პროფესიების რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ მათი საქმიანობაც, ვინც ფიზიკური შრომით ირჩენს თავს. მთელი დღის ჯაფა, მერე კი ორიოდე ჭიქა სპირტიანი სასმელი მეგობრების კომპანიაში ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს სასიყვარულო მარათონში წარმატებას. თუ მამაკაცი იმავდროულად მავნე საწარმოშიც მუშაობს, მაგალითად, ცემენტის საამქროში, მძიმე ლითონების გადამამუშავებელ ქარხანაში, ისეთ ადგილას, სადაც ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტი უწევს, მისი მეუღლის ადგილას ყოფნას არავინ ინატრებდა.

სპორტსმენები

თქვენ წარმოიდგინეთ, ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარ სპორტსმენებსაც კი პერიოდულად უჩნდებათ ერექციასა და პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები. წარმატებისთვის ბრძოლა და ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიში იშვიათად თუ ტოვებს ენერგიას საწოლში რეკორდების დასამყარებლად. ოქროს მედალზე ოცნება ბევრ რამეზე უარის თქმას მოითხოვს. მუდმივი შეჯიბრებები და შეკრებები უამრავ დროს მოითხოვს, რაც ართულებს სერიოულ ურთიერთობას და ხშირად სქესობრივ უძლურებასაც უწევს პროვოცირებას.

მამაკაცებო, გირჩევთ!

განურჩევლად იმისა, რა საქმიანობას მისდევთ, რაზე ოცნებობთ და რის მიღწევას ცდილობთ კარიერულ კიბეზე, ეცადეთ, მუდამ მოხდენილ ბედაურზე ამხედრებულ რაინდად დარჩეთ! ამისთვის საკმარისია, ცოტა უფრო მეტი იფიქროთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და დასვენებისთვისაც გამონახოთ დრო. სხვაგვარად ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე სასურველი პროფესია შესაძლოა ნიჰილიზმისა და უძლურების მიზეზად გექცეთ.