რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
შუახნის ასაკის კრიზისი მამაკაცებში
შუახნის ასაკის კრიზისი მამაკაცებში
შუახნის ასაკის კრიზისი, სტატისტიკურად, 30 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე მამაკაცს აწუხებს. ეს მდგომარეობა ხშირად არა მარტო მამაკაცზე, მის ოჯახზეც უარყოფითად აისახება.

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ფასეულობათა გადაფასებისა და გადააზრების მომენტი. შუახნის კრიზისი კი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური დისბალანსითაც გამოიხატება. ამ დროს მამაკაცს უჭირს სიტუაციისა და საკუთარი მდგომარეობის საღად განსჯა და შეფასება, რაც ხშირად მძიმე დეპრესიის მიზეზიც ხდება. ეს დაახლოებით 30-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცებს ემართებათ.

სწორედ ამ პერიოდში აცნობიერებს ადამიანი, რომ ახალგაზრდობა გაილია, წლები უკან აღარასდროს დაუბრუნდება და იწყებს მარადიულ თემებზე ფიქრს: ცხოვრების საზრისზე, მიღწეულსა თუ მიუღწეველ მიზნებზე. ხშირად ამ პერიოდში ადამიანი გადააფასებს მთელ თავის ცხოვრებას და რადიკალურადაც ცვლის მას.

სტატისტიკის თანახმად, შუახნის ასაკის კრიზისზე მოდის გაყრის, ნერვული პრობლემებისა თუ სუიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ ამ კრიზისს ყველაზე მწვავედ სწორედ მამაკაცები განიცდიან. ეს ვითარება ნეგატიურად აისახება მათ ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. უპირველესად ფსიქოლოგიური პრობლემა უნდა მოგვარდეს და ფიზიკური თავისთავად გაუმჯობესდება.

კრიზისის საწყისი ნიშნები ად­ვილი ამოსაცნობია: კაცი შინ ხშირად ბრუნდება უგუნებოდ, არ სურს საუბარი, ზოგჯერ აგრესიის შეტევებიც აქვს. ხასიათის ცვლილება, უძილობა, გაღიზიანება, მუდმივი დაღლილობა მისი თანამგზავრი ხდება. ასეთ დროს მამაკაცს ცხოვრების შეცვლის სურვილი უჩნდება. ამ პერიოდში ცოლი მისთვის გაღიზიანების მიზეზი, ხშირად კი დაგროვილი ბრაზისა და აგრესიის ობიექტიც ხდება. ზოგი ოჯახს ანგრევს თავისი ნებით, ზოგი კი ალკოჰოლში ეძიებს ხსნას.

ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს მძიმე ყოფა დიდხანს ვერ გასტანს და ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.

მთავარი კი ქალის მოთმინებაა. კრიზისულ პერიოდში კაცი განსაკუთრებით მოწყვლადია და ყველაზე მეტად ცოლის სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა სჭირდება. ამ დროს არასასურველია რჩევა-დარიგებებით თავის გაბეზრება ან მისი ფსიქოლოგთან გამწესება. მნიშვნელოვანია, რომ კაცი არ ჩაიკეტოს თავის თავში,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჭკვიანი და მოსიყვარულე ქალი კი შეძლებს სათანადო დამოკიდებულებით ქმრის სულიერი მდგომარეობის შემსუბუქებას და მისი თვითშეფასების ამაღლებას.

ასეთ ვითარებაში აუცილებელია ოჯახური ცხოვრების გამრავალფეროვნება თეატრით, რესტორნით, კინოთი. მთავარია, მამაკაცმა გააცნობიეროს, რომ 40 წლის ასაკში ცხოვრება ნამდვილად არ სრულდება.

ცოლის გააზრებული, სწორი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მამაკაცს დაეხმარება შუახნის ასაკის კრიზისის სწრაფ და უმტკივნელოდ გადატანაში.
თარიღი : 29-07-2016
eh
ეს რომ ადრე მცოდნოდა მამაჩემსს ვუშველიდი.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.
ყველაზე პოპულარულ გამოგონებულ ექიმ გრეგორი ჰაუსს თავად აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ის წამალდამოკიდებულია.
ფრანგი დიეტოლოგის, პიერ დუკანის მიერ შემუშავებული ცილოვანი დიეტა, რომელიც "დუკანის დიეტის" სახელითაა ცნობილი, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ძალზედ პოპულარულია. დუკანის დიეტის მეორე, ანუ "მონაცვლეობის" ფაზაში აუცილებელია დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მამაკაცები ქალებზე მეტ სიგარეტს ეწევიან და ალკოჰოლსაც ჭარბად მოიხმარენ. ამასთანავე, დაავადების პროფილაქტიკასაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ამიტომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც ცოლებისაზე რამდენადმე მცირეა.
ბევრი კლინიკა ისურვებდა ექიმი ჰაუსის დონის პროფესიონალ კადრებს. მის მიერ დასმული დიაგნოზები ზედმიწევნით სიზუსტით გამოირჩევა. სერიალში დაავადებები და მისი მკურნალობის გზები დეტალურად არის განხილული. ექიმებისთვის ჰაუსი მასწავლებლადაც შეიძლება ჩაითვალოს.
ჩვენ კი გთავაზობთ ყველაზე უცნაურ დაავადებებს, რომლებიც ექიმმა ჰაუსმა განკურნა და რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლება შეგხვდეთ.
ოქროთი მოწამვლა
მამაკაცს მოულოდნელად სუნთქვის პრობლემები შეექმნა. რამდენიმე სერიოზული ტესტის ჩატარების შემდეგ აღმონდა, რომ მას ცოლი ოქროს ნატრიუმის ტიომალატით წამლავდა.
რეალურ ცხოვრებაში ოქროთი მოწამვლის სიმპოტოებია ძვლის ტვინის დეპრესია, სიყვითლე, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.
ოქროთი მოწამვლა არც ისე იშვიათია. ის შეიძლება მოხდეს ინდუსტრიული აფეთქების, ჰაერის ან წყლის ძლიერი დაბინძურების დროს.
ბუბონის ჭირი
ერთ-ერთ პაციენტს ძილის პრობლემები შეექმნა. ის მთელი ქილა ძილის აბების დალევის შემდეგადაც ვერ იძინებს. შემდეგ ეტაპზე კი რექტალური სისხლდენა და ღვიძლის პრობლემები შეექმნა. პაციენტს ღვიძლის გადანერგვამაც ვერ უშველა. ექიმმა ჰაუსმა კი გაარკვია, რომ დაავადებულს კავშირი ქონდა ძაღლთან, რომელსაც, სავარაუდოდ, ბუბონის ჭირის მატარებელი რწყილები ყავდა. მისი ეს მოსაზრება, რა თქმა უნდა, მართალი აღმოჩნდა.
დაავადების გადამტანები არიან ცხოველები, რომლებსაც ამ ჭირით ინფექცირებული რწყილები ყავთ. სიმპოტომებია თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ჩირქიანი წყლულები, ე.წ. "ბუბონები".
რეალურ ცხოვრებაში დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება მკვდარ და რწყილიან ცხოველებთან მორიდებაა.
ძილის დაავადება
სერიალის ერთ-ერთი პაციენტი გაციებულია და მას გამუდმებით ეძინება. თავდაპირველად, სამედიცინო კოლექტივი დიაგნოზად სიმსინვეს განიხილავდა, თუმცა ექიმი ჰაუსის ჩარევის შემდეგ დადასტურდა, რომ მას ძილის დაავადება ქონდა.
ეს არის ადამიანის ტრანსმისიული დაავადება, რომლის გამომწვევია უმარტივესი პარაზიტი–ტრიპანოსომები. გადამტანი კი არის ბუზი ცეცე. დაავადებამ სათანადო მკურნალობის გარეშე შეიძლება დაავადებულის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, ძილის დაავადება უმეტესად აფრიკულ ქვეყნების მოსახლეობაში გვხვდება. თუმცა ის კონტინენტის ვიზიტორებსაც შეიძლება შეხვდეთ.
რეალურ ცხოვრებაში დაავადებისგან დაცვის საუკეთესო საშუალება ბუზებისგან თავის არიდებაა. ამისთვის სასურველია, რომ კონტინეტზე სტუმრობისას ნეიტრალური ფერის ტანსაცმელი და გრძელმკლავიანი მაისურები ატაროთ.
ტვინის წითელა
სერიალში გვხვდება სპორტსმენი, რომელიც სათამაშო მოედანს ორად ხედავს და თამაშის დროს სრულ კოლაფსს განიცდის. პარალელურად, ის ღამის მოჩვენებებით იტანჯება და აზროვნებაც დაუქვეითდა. კითხვაზე, რომ დაესახელებინა ცხოველი, რომლის სახელიც პ-ზე იწყებოდა, მან მხოლოდ პატარა სპილოს მოფიქრება შეძლო. ექიმმა ჰაუსმა ახალგაზრდის ისტორია გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ ის ნაშვილები იყო. შესაბამისად დაასკვნა, რომ მას საჭირო ვაქცინაციები დროულად არ ჩაუტარდებოდა და დიაგნოზი - ტვინის წითელა დასვა.
რეალურ ცხოვრებაში დაავადება მეტად იშვიათია. ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიურად 10 შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ადეკვატური იმუნიზაციაა.

ამ და სხვა საინტერესო დიაგნოზების სანახავად ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექი "ექიმ ჰაუსს" GDS-ზე.

საოფისე დრეს-კოდისგან თავისუფალ მამაკაცთა გარდერობის ძირითადი დეტალები ასეთია:

ქეჟუალი - შეუძლებელია, რომელიმე მამაკაცის გარდერობში ჯინსი არ მოიპოვებოდეს, რადგან დიდი ხანია, სპეცტანსაცმლიდან ის უნივერსალურ სამოსად იქცა. ჯინსის ჩაცმა ყველა სიტუაციაში შესაძლებელია, ამიტომ საბაზისო გარდერობის შექმნა, სჯობს, ჯინსით დაიწყოთ.

თანამედროვე მამაკაცთა უმრავლესობა ითვ­ა­ლისწინებს მსოფლიო მოდის ტენდენციებს. მამაკაცის მოდა პრაქტიკულობითა და უტილიტარობით არსებითად განსხვავებულია.

მსოფლიოს მოდის ტენდენციებს წამყვანი ბრენდები კარნახობენ: Dolce & Gabbana, Calvin Klein, Alexandr McQueen და სხვა მრავალი ვარსკვლავური სახელი თითქმის ყველასთვის ცნობილია. მსხვილი სამოდელო სახლების ჩვენებებმა მამაკაცის ტანსაცმლის ამ სეზონის ტენდენციები გამოავლინეს.

ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

მედიკოსები წვერზე, როგორც ინფექციის კერაზე, უარის თქმას გვირჩევენ. წვერი უკანასკნელი სეზონების მოდური ტრენდია, მაგრამ ექიმების აზრით, იგი მეტისმეტად არაჰიგიენურია და მას ბაქტერიულ ღრუბელსაც კი ადარებენ.
17 მარტი 2017
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ხილისა და ბოსტნეულის მიღება აუცილებელია. ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაშლი, მსხალი, ციტრუსები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის, კიბოსა და უეცარი სიკვდილის რისკს.
14 მარტი 2017
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასახელეს დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი ექვსი პროდუქტი, რომელიც ყველამ უნდა მიირთვას, მათაც კი, ვისაც სიმსუქნე აწუხებს. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ამ პროდუქტებში შემავალი ცხიმები მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის და რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში სხეულის მასის მატებაზე გავლენას არ ახდენს.
ბევრი უჩივის ხველას, ყელის სიმშრალეს, თვალებიდან ცრემლდენას, რაც ბალიშის ბინადარი ტკიპის ცხოველმყოფელობის პროდუქტებზე ალერგიის სიმპტომების გამომწვევი შეიძლება გახდეს. როგორც ცნობილია, კანის მილიონობით მკვდარი უჯრედი, ყოველდღიურად ხვდება თეთრეულზე. ამ უჯრედებით იკვებება მტვრის ტკიპა.
ახალი კვლევით სოკოს საოცარი თვისებები დადასტურდა. მეცნიერების აზრით, სოკოები აძლიერებენ ნეირონების ზრდას, რითაც დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას აფერხებენ. ზოგიერთი საკვებად ვარგისი და სამკურნალო სოკო შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს, რომელიც ტვინს ანთებითი პროცესებისგან იცავს.
გაცხიმოვნება იმდენად აზიანებს ტვინს, რომ მეხსიერების გასაუმჯობესებელი ვარჯიშებიც კი უეფექტო ხდება. ჩვეულებრივ, აღნიშნული ტიპის ვარჯიშები მეტად ეფექტურია 65 წელს გადაცილებულ პირებთან, რომელთათვისაც ნეირონთა აქტივობის შენარჩუნება მეტად აუცილებელია.