შუახნის ასაკის კრიზისი მამაკაცებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შუახნის ასაკის კრიზისი მამაკაცებში

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ფასეულობათა გადაფასებისა და გადააზრების მომენტი. შუახნის კრიზისი კი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური დისბალანსითაც გამოიხატება. ამ დროს მამაკაცს უჭირს სიტუაციისა და საკუთარი მდგომარეობის საღად განსჯა და შეფასება, რაც ხშირად მძიმე დეპრესიის მიზეზიც ხდება. ეს დაახლოებით 30-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცებს ემართებათ.

სწორედ ამ პერიოდში აცნობიერებს ადამიანი, რომ ახალგაზრდობა გაილია, წლები უკან აღარასდროს დაუბრუნდება და იწყებს მარადიულ თემებზე ფიქრს: ცხოვრების საზრისზე, მიღწეულსა თუ მიუღწეველ მიზნებზე. ხშირად ამ პერიოდში ადამიანი გადააფასებს მთელ თავის ცხოვრებას და რადიკალურადაც ცვლის მას.

სტატისტიკის თანახმად, შუახნის ასაკის კრიზისზე მოდის გაყრის, ნერვული პრობლემებისა თუ სუიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ ამ კრიზისს ყველაზე მწვავედ სწორედ მამაკაცები განიცდიან. ეს ვითარება ნეგატიურად აისახება მათ ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. უპირველესად ფსიქოლოგიური პრობლემა უნდა მოგვარდეს და ფიზიკური თავისთავად გაუმჯობესდება.

კრიზისის საწყისი ნიშნები ადვილი ამოსაცნობია: კაცი შინ ხშირად ბრუნდება უგუნებოდ, არ სურს საუბარი, ზოგჯერ აგრესიის შეტევებიც აქვს. ხასიათის ცვლილება, უძილობა, გაღიზიანება, მუდმივი დაღლილობა მისი თანამგზავრი ხდება. ასეთ დროს მამაკაცს ცხოვრების შეცვლის სურვილი უჩნდება. ამ პერიოდში ცოლი მისთვის გაღიზიანების მიზეზი, ხშირად კი დაგროვილი ბრაზისა და აგრესიის ობიექტიც ხდება. ზოგი ოჯახს ანგრევს თავისი ნებით, ზოგი კი ალკოჰოლში ეძიებს ხსნას.

ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს მძიმე ყოფა დიდხანს ვერ გასტანს და ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.

მთავარი კი ქალის მოთმინებაა. კრიზისულ პერიოდში კაცი განსაკუთრებით მოწყვლადია და ყველაზე მეტად ცოლის სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა სჭირდება. ამ დროს არასასურველია რჩევა-დარიგებებით თავის გაბეზრება ან მისი ფსიქოლოგთან გამწესება. მნიშვნელოვანია, რომ კაცი არ ჩაიკეტოს თავის თავში, ჭკვიანი და მოსიყვარულე ქალი კი შეძლებს სათანადო დამოკიდებულებით ქმრის სულიერი მდგომარეობის შემსუბუქებას და მისი თვითშეფასების ამაღლებას.

ასეთ ვითარებაში აუცილებელია ოჯახური ცხოვრების გამრავალფეროვნება თეატრით, რესტორნით, კინოთი. მთავარია, მამაკაცმა გააცნობიეროს, რომ 40 წლის ასაკში ცხოვრება ნამდვილად არ სრულდება.

ცოლის გააზრებული, სწორი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მამაკაცს დაეხმარება შუახნის ასაკის კრიზისის სწრაფ და უმტკივნელოდ გადატანაში.