როდის და რატომ ტირიან მამაკაცები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და რატომ ტირიან მამაკაცები

სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

კაცები ყველა ცხოვრებისეულ მოვლენას ისევე განიცდიან, როგორც ქალები, უბრალოდ, ემოციათა გამოხატვის ფორმაა განსხვავებული. შესაძლოა მათი განცდა უფრო ღრმა და ხანგრძლივიც კი იყოს.

რატომ ტირიან მამაკაცები?

ბედნიერება, განშორება, სიკვდილი - ის მიზეზებია, რომლებმაც შეიძლება მამაკაცი აატიროს.

მამაკაცის ცრემლებს, გამოუთქმელი სიმძიმისა და უღონობის გამო, ხშირად დამდნარ ტყვიასაც ადარებენ. ცხოვრებისეული სტრესები დაღად აჩნდება კაცის სულს, ამის შედეგია ხშირი ინფარქტები, ინსულტები თუ სხვა მძიმე დაავადებები.

რეალურად კი ყველას აქვს ემოციისა თუ გრძნობის გამოხატვის თავისუფლება, თუნდაც ცრემლებით. თუმცა მამაკაცებს ბავშვობიდან აჩვევენ თავშეკავებას მათი ვაჟკაცობის დასტურად, რაც ბუნებრივად გულისხმობს ცრემლის შეკავებასაც.

აცრემლებული კაცისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალის მხარდაჭერას: წარმოუდგენელია დაცინვა და საყვედური. გულწრფელი თანადგომა და სიყვარული ნებისმიერი მიზეზით თვალსმომდგარ ცრემლს შეაშრობს.