რატომ ცოცხლობენ ცოლები უფრო დიდხანს, ვიდრე ქმრები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ცოცხლობენ ცოლები უფრო დიდხანს, ვიდრე ქმრები

გერმანელმა ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ მამაკაცები ქალებთან შედარებით საშუალოდ 11 დღით ნაკლებ ხანს ავადმყოფობენ, მაგრამ 2-ჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. 45 წლის ასაკში მამაკაცების სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს მიოკარდიუმის ინფარქტი. ფილტვის კიბო და ღვიძლის დაავადებებიც მამაკაცურ პათოლოგიებად ითვლება. ექსპერტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს უძილობა 5-ჯერ უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მანდილოსნებს. გერმანელების დაახლოებით ნახევარი ირწმუნება, რომ გულისყურით ეპყრობა ჯანმრთელობას და ცდილობს, ჯანსაღი საკვები მიირთვას. ყოველი მეორე გერმანელი ქალი ხელიდან არ უშვებს უფასო სამედიცინო ტესტის ჩატარების შესაძლებლობას, მამაკაცებს შორის კი ასე მხოლოდ ყოველი მეხუთე იქცევა.

მამაკაცებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე სახელოსნოში ავტომანქანის მიყვანა, - აცხადებს გერმანელი ექსპერტი, რომლის სადაზღვევო ფონდი ქვეყნის 2,5 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.

მამაკაცებო, იმისათვის, რომ ჯანმრთელები იყოთ, ფიზიკურად იაქტიურეთ. ეს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ბრიტანელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ მათ ორგანიზმში, ვინც დღეში თუნდაც ნახევარ საათს უთმობს სირბილს ან სწრაფ სიარულს, დადებითი ძვრები არა მხოლოდ ზედაპირულად, არამედ უჯრედულ დონეზე მიმდინარეობს.