მამაკაცის სისუსტეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის სისუსტეები

ერთსა და იმავე ვითარებას მამაკაცები და ქალები სხვადასხვაგვარად განიცდიან. მამაკაცები ემოციას მალავენ, ცდილობენ შექმნილი სიტუაციის გაანალიზებას. ქალები კი ჯერ ემოციებს ამოაფრქვევენ და მერე იწყებენ ფიქრს. ამის საფუძველი ტვინში მიმდინარე პროცესებია. ქალების ტვინის მარცხენა ლოგიკურ ნახევარსფეროსა და მარჯვენა ემოციურ ნახევარსფეროს შორის კავშირი უკეთესადაა აწყობილი, ვიდრე მამაკაცებისა. სწორედ ამიტომ ქალები უკეთ აღიქვამენ არავერბალურ საინფორმაციო სიგნალებს, მიმიკასა და ჟესტებს, მამაკაცები კი უფრო სწრაფად ივიწყებენ ემოციურ განცდებს.

მამაკაცები საუბრისას თანამოსაუბრესთან უპირატესობის დამტკიცებას ესწრაფვიან, ქალები კი, პირიქით, ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

მამაკაცები მეგობრების წრეში ერთმანეთს საინტერესო თემებზე ესაუბრებიან. ისინი მიჩვეულნი არიან ჯერ ფიქრს და შემდეგ აზრის გამოთქმას. ამდენად, დუმილისას მამაკაცი ფარავს საკუთარ სისუსტეს, მას შინაგანად ეშინია, სათანადოდ ჭკვიანი, მოხერხებული, პროფესიონალი, ძლიერი და ვაჟკაცური რომ არ გამოჩნდეს.

ნორმალურმა მამაკაცმა იცის, რომ საკუთარი ოჯახის უზრუნველსაყოფად და მისი ინტერესების დასაცავად „მთები უნდა გადადგას“. თუ ეს არ გამოსდის, თავის თავში იკეტება და ცდილობს ახლობლებს მოერიდოს.

მამაკაცთა უმრავლესობის აზრით, ემოციურობის გამოვლენა სისუსტისა და არადამაჯერებლობის ნიშანია. ის მამაკაცები, რომლებიც საკუთარი ემოციების დაფარვას არიან ჩვეულნი, სინამდვილეში ყველაზე მგრძნობიარენი არიან. ასეთ შემთხვევაში კარგი იქნება რამდენიმე რჩევის გათვალისწინება:

  • ნუ შეგეშინდებათ გულწრფელობის. მამაკაცის ღირსება ისაა, რომ რთულ სიტუაციებში შეძლოს ემოციების აღიარება. არაფერია სამარცხვინო, რომ შეიძლება კაცმაც განიცადოს შიში, ტკივილი, დაბნეულობა, სირცხვილი და ეს არ დამალოს.
  • გამოძებნეთ დრო შემოქმედებისათვის. მაშინ, როდესაც რაღაცას ქმნით (განსაკუთრებით ბავშვებთან ერთად), სული ისვენებს.
  • ფიზიკური ვარჯიში ნერვული დაძაბულობისა და სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა.

მამაკაცებს იმდენივე სისუსტე აქვთ, რამდენიც ქალებს, თუმცა კაცები მთელი ძალით ცდილობენ მათ მიჩქმალვას, რადგან ასეა მიღებული საზოგადოებაში. შინ პრობლემებზე საუბარი კი ეხმარება მათ ძაბულობისა და სტრესის დაძლევაში.