იმისათვის, რომ დღე პროდუქტიული იყოს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
იმისათვის, რომ დღე პროდუქტიული იყოს
იმისათვის, რომ დღე პროდუქტიული იყოს
ექსპერტები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას იმისათვის, რომ დღე პროდუქტიული იყოს და ის ენერგიულად, მხნედ გავატაროთ.

ამისათვის თურმე:
• დღე წინა ღამით უნდა დავიწყოთ ანუ შემდგომი დღის განაწესი წინა ღამით დავგეგმოთ, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე საქმე მაინც;
• უნდა ვისწავლოთ და შევძლოთ სწრაფად გაღვიძება. "კიდევ 5 წუთი", "კიდევ 10 წუთი" - ძალიან ცუდად აისახება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასა და გუნება-განწყობაზე. აშშ-ს ძილის ნაციონალური ფონდის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ "დამატებულ 20 წუთს" გაღვიძებიდან, არა თუ სარგებლობა, ზიანიც კი მოაქვს ადამიანისათვის. ძილის ეს რამდენიმე წუთი "დაბალხარისხიანია", ადამიანის ტვინი ძილის შემდგომ
ფაზაზე გადადის, საიდანაც გამოღვიძება კიდევ უფრო ჭირს, ამის გამოა, რომ უხშირესად "თავგასიებული" და ცუდ გუნებაზე დგებით;
• უნდა დალიოთ ლიმონიანი წყალი, ის სიმხნევესა და ძალებს გვმატებს;
• არ უნდა დაიზაროთ გამამხნევებელი ვარჯიშის შესრულება, არ არის აუცილებელი სირბილი და სხვა დიდი დატვირთვები, საკმარისია რამდენჯერმე ჩაიბუქნოთ, ხელ-ფეხი გაშალოთ და
აამოძრაოთ, ეს არის სწორედ დილის გამამხნევებელი ვარჯიში, რომელიც გვამხნევებს და დღეს ხალისით გვაწყებინებს;
• აუცილებლად უნდა ისაუზმოთ - დილით საკვების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. ვინც დილაობით საუზმის გამოტოვებასაა მიჩვეული, შემდგომ დღის განმავლობაში გადაძღომისკენაა მიდრეკილი;
• სასურველია მზიან ამინდში 30-წუთიანი გასეირნება. მზის სინათლე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე, წყდება ძილის ჰორმონის - მელატონინის გამომუშავება, საბოლოოდ ვიღვიძებთ, სიმხნევე და კარგი-გუნება განწყობა გვეუფლება. თუ დილაობით დრო არ გაქვთ სეირნობისთვის, სამსახურში მისვლამდე რამდენიმე გაჩერება მაინც გაიარეთ ფეხით, რომ დილის მზის სხივების სითბო და სარგებლობა შეიგრძნოთ.

თინათინ გოცაძე

ტეგები: რჩევები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
თუ თქვენ პერიოდულად გაწუხებთ თავის ტკივილი, რომელსაც კონკრეტული მიზეზი არ აქვს, დაუკვირდით, ხომ
11-09-2018
როგორც გატყობინებდით, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისი მოლი მასპინძლობს სპეციალურ ვორქშოფებს,
06-09-2018
* ბლენდერის გასასუფთავებლად ჩაასხით მასში თბილი წყალი, დაუმატეთ თხევადი საპნის რამდენიმე წვეთი და 2-3 წუთით ჩართეთ. გამორთეთ და თბილი წყალი გამოავლეთ. აი, თქვენი ბლენდერი გაქათქათდა.
06-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თუ თქვენ პერიოდულად გაწუხებთ თავის ტკივილი, რომელსაც კონკრეტული მიზეზი არ აქვს, დაუკვირდით, ხომ
დროულად დაძინებას რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამაზე ბევრი იწერება. ზოგს ჰგონია, რომ დილით, თუნდაც
ითვლება, რომ წარმატების მისაღწევად სრულად უნდა ჩაერთო სამუშო პროცესში და დიდი ძალისხმევა დახარჯო.
ყავას მატონიზირებელი ეფექტი აქვს, თუმცა კოფეინის ჭარბი მოხმარებისას შეიძლება უსიამოვნო სიმპტომები
უმნიშვნელო გაუწყლოებამაც კი შეიძლება დააქვეითის ადამიანის ყურადღების კონცენტრაცია, გააუარესოს განწყობა
ტრანსპორტირების დროს ატამი რომ არ დაზიანდეს, მას გოგირდის აიროვანი კონსერვანტებით ამუშავებენ, რომელიც
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად