ალკოჰოლი და დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალკოჰოლი და დაავადებები

XX საუკუნის ბოლოს ამ შეხედულებათა მიმდევარმა მეცნიერებმა სამკურნალო თვისებებით საყოველთაოდ ცნობილი ფრანგული წითელი ღვინოების "გაშავებაც" კი მოახერხეს. ამჟამად ალკოჰოლურ სასმელებზე სპეციალისტთა შეხედულებანი რამდენადმე შეიცვალა, თუმცა ალკოჰოლის მიღება გარკვეულწილად დღესაც "რეგლამენტირებულია". ამ თემაზე ექიმი თერაპევტი ვაჟა გვიშიანი გვესაუბრება:

  • ბატონო ვაჟა, როგორია ალკოჰოლის მიღების ოქროს წესი და რა უნდა გაითვალისწინონ სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიით დაავადებულებმა?

- საუბრის დაწყებისთანავე შევთანხმდეთ, რომ მაგარი სპირტიანი სასმელი აბსოლუტურად იკრძალება ნებისმიერი მწვავე დაავადებისას და ქრონიკული დაავადების გამწვავებისას. რაც შეეხება ქრონიკული დაავადების რემისიის პერიოდს, ამ დროს, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარკვეული ოდენობის სპირტიანი სასმლის მიღება ნებადართულია.

  • მაინც რამდენია ეს "შეზღუდული ოდენობა"?

- ცნობილია, რომ ალკოჰოლის ატანის უნარით ადამიანები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან, რაც მათი მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებებით არის განპირობებული. ზოგიერთის ორგანიზმში, მემკვიდრეობით მიღებულ ბიოქიმიურ თავისებურებათა წყალობით, ალკოჰოლის ნეგატიური შედეგების ლიკვიდაცია გაცილებით სწრაფად ხდება, ზოგიერთს კი ალკოჰოლური ინტოქსიკაციისთვის სულ რამდენიმე გრამი ალკოჰოლიც ჰყოფნის. პირველი ჯგუფი უფრო ადვილად იტანს სპირტიან სასმელს და გაცილებით მეტსაც სვამს, ამიტომ ძნელი სათქმელია, რამდენი სასმელია ნებადართული ერთ ჯერზე ამა თუ იმ ქრონიკულად მოავადე ადამიანისათვის. მამაკაცისთვის, როგორი წარმოდგენაც არ უნდა ჰქონდეს მას საკუთარ შესაძლებლობებზე, ეს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 გრამ სუფთა ალკოჰოლს, რაც დაახლოებით 1 ლიტრი ლუდი, ნახევარი ლიტრი ღვინო ან 4-5 სირჩა არაყია. ქალბატონები ალკოჰოლს გაცილებით უარესად იტანენ, ამიტომ მათთვის ეს მაჩვენებლები ორჯერ ნაკლებია.

  • როდესაც ადამიანის ორგანიზმზე ალკოჰოლის ზემოქმედების შესახებ ვმსჯელობთ, უწინარეს ყოვლისა, გულის იშემიური დაავადების ხელშემწყობ თვისებას ვახსენებთ ხოლმე. ნებადართულია თუ არა ალკოჰოლი დაავადებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის მქონეთათვის?

- ალკოჰოლის, როგორც იშემიური დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორის, როლი დღეს ექსპერიმენტებით არის დადასტურებული და ამაზე აღარავინ დავობს, თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ გულის იშემიური დაავადების მქონე პირებს საერთოდ ეკრძალებათ სპირტიანი სასმელები. მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმში ორი სახის ქოლესტერინი არსებობს:

  • "კარგი" ანუ ქოლესტერინი, რომელიც არეგულირებს გულის კუნთის მუშაობას და აბრკოლებს სტენოკარდიული შეტევის განვითარებას;
  • "ცუდი" - ქოლესტერინი, რომელიც ხელს უწყობს ათეროსკლეროზული ფოლაქებით სისხლძარღვების შევიწროებასა და თრომბების წარმოქმნას.

ალკოჰოლის მცირე და ზომიერი დოზები ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის ოდენობის მატებას, რაც აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას და სტენოკარდიული შეტევების განვითარების ალბათობას 20%-ით ამცირებს. ზომიერი ოდენობა გულისხმობს კვირაში ერთ კათხა ლუდს, 1-2 ჭიქა წითელ ღვინოს ან სირჩა არაყს. ამასვე მოწმობს მედიცინაში საყოველთაოდ ცნობილი "ფრანგული პარადოქსიც": ფრანგები, საკმაოდ ნოყიერი სამზარეულოს მიუხედავად, კორონარული ათეროსკლეროზით გაცილებით იშვიათად ავადმყოფობენ და იღუპებიან, ვიდრე ის ხალხი, რომელთა მენიუც შედარებით ნაკლებცხიმიანია. ეს გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკით აიხსნება, რომელშიც გადამწყვეტ როლს ფრანგებისთვის ესოდენ საყვარელი წითელი ღვინო ასრულებს. საქმე მხოლოდ ალკოჰოლში არ არის - წითელი ღვინო შეიცავს ფენოლურ ნაერთებს, რომლებსაც ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები ახასიათებს. ამიტომ არის, რომ 20-30 გრამი წითელი ღვინის ყოველდღიური მიღება იშემიური დაავადების განვითარების რისკს 40%-ით ამცირებს. უფრო მეტსაც გეტყვით: ფრანგული ფენომენის ფრანგებს იმდენად სჯერათ, რომ სულ მალე წითელი ღვინის აბების სახით გამოშვებასაც კი გეგმავენ.

  • ჩვენში მრავალი ჰიპერტონიკი, აქაოდა, ალკოჰოლი არტერიულ წნევას აქვეითებსო, მას წნევის დამწევ საშუალებად იყენებს...

- ალკოჰოლი რამდენადმე ამცირებს სისხლძარღვთა ტონუსს და ამ გზით არტერიულ წნევას მცირე ხნით მართლაც აქვეითებს. სამაგიეროდ, იზრდება გულისცემის სიხშირე, არტერიულ წნევას კი პირდაპირ განსაზღვრავს სისხლის ის მოცულობა, რომელიც სისხლძარღვთა კალაპოტში დროის განსაზღვრულ მონაკვეთში გაედინება. ასე რომ, ალკოჰოლი წნევის დამწევი საშუალება ნამდვილად არ არის.

  • ალკოჰოლის მიღებისა თუ მიუღებლობის საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დგას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა წინაშე. ამაზე რას გვეტყვით?

- შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა იმ ნაწილს, რომელთაც სტაბილურად აქვთ მოწესრიგებული სისხლში გლუკოზის დონე, ადვილად არეგულირებენ მას და არც ამ დაავადებისათვის დამახასიათებელი მეორეული გართულებები აღენიშნებათ, განსაკუთრებულ დღეებში, იშვიათი გამონაკლისის სახით, შეუძლიათ, რამდენიმე ჭიქა სასმელი დალიონ, თუმცა არამც და არამც - მსუბუქ ან საშუალო ხარისხის თრობამდე. ამ დროს ირღვევა ნერვული სისტემის მუშაობა, ადამიანი კარგავს თვითკონტროლს და საღად აზროვნების უნარს, ადვილად ეძინება, ყოველივე ამის გამო კი შესაძლოა დაავიწყდეს დროზე ჭამა ან ინსულინის ინექციის გაკეთება. თრობის გამო ყურადღების მოდუნება ჰიპოგლიკემიური კომის ყველაზე ხშირი მიზეზია და, სამწუხაროდ, ზოგჯერ სავალალო შედეგამდე მივყავართ.

რა უნდა გაითვალისწინონ კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადების მქონეებმა?

- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადების მწვავე და გამწვავების სტადიაში სასმელზე ფიქრიც კი არ შეიძლება, რემისიულ მდგომარეობაში კი ალკოჰოლის ზომიერი მიღება არამცთუ მავნე არ არის, გარკვეულწილად სასარგებლოც კია, ვინაიდან ზომიერი ოდენობის ალკოჰოლი ორგანიზმს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამომწვევი მთავარი ფაქტორისგან - ჰელიკობაქტერიისგან იცავს. კვირაში 3-4 ჭიქა ღვინო ან ლუდი ხელს უშლის ჰელიკობაქტერიით კუჭ-ნაწლავის ინფიცირებას, ინფიცირების შემთხვევაში კი აფერხებს ბაქტერიათა ინტენსიურ გამრავლებას და შესაბამისად, რამდენადმე ამცირებს დაავადების სიმძიმის ხარისხს.

მინდა, ყურადღება შევაჩერო მათზე, ვინც სასმელს დილით უზმოზე ან მშიერ, ცარიელ კუჭზე სვამს. ეს დაუშვებელია. ასე არსებული დაავადება მცირე ხანში გამწვავდება. შესაძლოა, ახალი პათოლოგიური პროცესის განვითარებაც დაიწყოს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ დაავადებული კუჭქვეშა ჯირკვლისა (პანკრეასი) და ღვიძლის მქონე პირებს. ხშირად პანკრეასის როგორც ქრონიკული, ისე მწვავე ანთება სწორედ ალკოჰოლის ჭარბი გამოყენების შედეგია. ასეთ შემთხვევაში სასურველია, ავადმყოფმა სპირტიანი სასმელი ზომიერადაც კი არ მიიღოს - უკვე დაზიანებულ ჯირკვლის ქსოვილს ალკოჰოლის მცირე დოზაც კი შეუქცევად ზიანს აყენებს, რაც მის ავთვისებიან გადაგვარებას და პანკრეასის კიბოს განვითარებას იწვევს.

  • რას გვეტყვით ღვიძლზე?

- ღვიძლი ის ორგანოა, რომელსაც ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისას პირველს ადგება ზიანი, ყველაზე დიდი დარტყმაც სწორედ მასზე მოდის, ამიტომ ღვიძლის უჯრედებისთვის მცირე და ზომიერი ოდენობის ალკოჰოლსაც კი მომაკვდინებელი ზიანი მოაქვს. ჰეპატიტის დროს ერთი ჭიქა სასმლის მიღებასაც კი შესაძლოა უმძიმესი შედეგი მოჰყვეს. რაც შეეხება B და C ვირუსით გამოწვეულ ღვიძლის ქრონიკულ ანთებას, ამ დროს ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია. ნუ გამოცდით ღვიძლის გამძლეობასა და ამტანობას. ეს შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ. ჭარბწონიანების ღვიძლს ალკოჰოლი გაცილებით მეტ ზიანს აყენებს. ასეთ პაციენტებში ალკოჰოლით გამოწვეულ დაზიანებათა ციროზად გადაგვარების ალბათობა თითქმის 3-ჯერ მეტია.

  • რაკიღა ჭარბი წონა ახსენეთ, იქნებ აქვე განგვემარტა მკითხველისთვის, თუ როგორი მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს ჭარბ წონასა და სპირტიან სასმელებს შორის.

- ბევრი, განსაკუთრებით - სუსტი სქესის წარმომადგენლები, ტანადობის შესანარჩუნებლად საგულდაგულოდ ითვლის და აკონტროლებს საკვების კალორიებს, მაგრამ აბსოლუტურად არ აქცევს ყურადღებას, რომ ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი საკვებზე არანაკლებ კალორიულია. რაც უფრო მაგარია სასმელი, მით უფრო მეტია მისი ენერგეტიკული ღირებულება.

  • იმის თქმა გსურთ, რომ სირჩა არაყი უფრო მეტად ასუქებს, ვიდრე რამდენიმე ჭიქა ღვინო?

- სწორედ ასეა. არყის ენერგეტიკული ღირებულება ღვინისაზე გაცილებით მაღალია. არყის კალორიებს პირდაპირ განსაზღვრავს სპირტის მოლეკულები, რომელთაგან თავის დაღწევა გაცილებით ძნელია, ღვინის ენერგეტიკული ღირებულების განმსაზღვრელი კი მასში არსებული ადვილად მოსანელებელი ნახშირწყლებია, რომლებიც ადვილად იშლება, ამიტომ ღვინის სმა გარეგნობაზე ნაკლებად აისახება, ვიდრე არყის ან სხვა მაგარი სპირტიანი სასმლისა. ამასთანავე, ალკოჰოლიანი სასმელი აღძრავს მადას, სპირტი აღიზიანებს სიმაძღრის ცენტრს და დაახლოებით 15-20 წუთში ააქტიურებს მას, 20-25 გრამი არაყი ჭარბწონიან ადამიანს უმალვე მოიყვანს მადაზე. ძლიერი მადა და დიდი ოდენობით შესმული სპირტიანი სასმელი კი გარეგნობაზეც და ჯანმრთელობაზეც ნეგატიურად აისახება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი შვებას ალკოჰოლში ეძებს. ერთ ჭიქა კარგ ღვინოს მართლაც მოაქვს დადებითი შედეგი: ადამიანი დუნდება, მშვიდდება, მაგრამ ნურასოდეს გიღალატებთ ზომიერება. მისი წყალობით გუნება-განწყობასაც გაიუმჯობესებთ და არც ჯანმრთელობას მიაყენებთ ზიანს.